x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ქართული მითოლოგია - როკაპი
როკაპი


ქართულ მითოლოგიაში როკაპი არის კუდიანების მეთაური და მბრძანებელი მამაკაცი. დრო და დრო ის იწვევდა კუდიანების კრებას ტაბაკონის მთაზე. ამ შეკრებებზე კუდიანებს მათი მთავრისთვის ადამიანთა გულები მოჰქონდათ ძღვენად და შავმაგიური რიტუალების ჩასატარებლად. ასეთი ბოროტების გამო როკაპმა დიდი ხნის წინვე განარისხა მორიგე ღმერთი, რომელმაც მისი სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა. მიწაში იმდენად ღრმად ჩაასო ბოძი, რომ მისი ამოღება თითქმის შეუძლებელი ყოფილიყო. სწორედ ამ ბოძზე მიაჯაჭვა როკაპი. მას მერე როკაპი ყოველ წელს იმის ცდაში ატარებს, რომ როგორმე მიწიდან ამოგლიჯოს ღმერთის მიერ ჩასობილი ბოძი და თავი გაითავისუფლოს, მაგრამ როდესაც თითქმის ახერხებს ამას, ბოძზე ჩიტი ჯდება, ეს ჩიტი მოგზავნილია თვით მორიგესგან. რატომღაც ყოველთვის ერთი და იგივე ხდება - სიბრაზით გონებადაბნელებული როკაპი მთელი ძალით უქნევს ჯოხს ჩიტს, ჩიტი მიფრინავს და იცილებს საფრთხეს. ჯოხი ბოძს ხვდება და კვლავ ღრმად ჩადის მიწაში. საინტერესოა, რომ ეს მითი დიდ მსგავსებას ამჟღავნებს ამირანის (პრომეთეს) მითთან.



ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ


3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
558
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
558
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0