ორსულობა და ბავშვი 9 წუთში 6 ბავშვი - ის მოხდა, რაც 5 მილიარდში ერთხელ ხდება! 2019, 20 მარტი, 10:01 ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატში სენსაციური რეკორდი დაფიქსირდა. ქალმა 9 წუთში 6 ჩვილი გააჩინა, რაც მხოლოდ 4, 7 მილიარდში ერთხელ ხდება. დეტალებს გაწვდით ladbible.com -იდან... ![]() ქალბატონმა თელმა ჩიაკამ 9 წუთში 6 ჩვილი გააჩნია, რაც ექსპერტების აზრით მხოლოდ 4.7 მილიარდში ერთხელ ხდება. მშობიარობის სპეციალური ჩემპიონატი რომ არსებობდეს, ეჭვგარეშეა, ქალბატონი ჩიაკა გაიმარჯვებდა. მან 9 წუთში 2 ტყუპი ბიჭი და 1 ტყუპი გოგონა გააჩინა, დანარჩენი ორი თანმიმდევრობით გამოიყვანეს, ექიმები ფაქტით შოკირებული იყვნენ, თუმცა ეს რეალობა იყო, რაც არასოდეს ენახათ. ![]() მშობიარობა გამთენიისას, საქართველოს დროით 06:50 -ზე დაიწყო და 06:59 - ზე დასრულდა. საავადმყოფოს თანამშრომლებმა უიშვიათესი მოვლენა სოციალურ ქსელებში გააზიარეს და აღნიშნეს, რომ სასწაულის მომსწრენი გახდნენ. მშობიარობიდან 24 საათის შემდეგ, თელმას შესახებ თითქმის ნახევარმა მსოფლიომ შეიტყო. ![]() ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონის სამშობიაროში დაბადებული ჩვილების ჯანმრთელობას ამ წუთისთვის საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მცირე წონიდან გამომდინარე, ექიმებმა გადაწყვიტეს რამოდენიმე დღით ჩვილების სამშობიაროში დატოვება. 6 ტყუპის და უფრო მეტის გაჩენა უიშვიათესი მოვლენაა, მაგრამ 9 წუთში 6 ჩვილის გაჩენა კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. ქალბატონმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. როგორც ცნობილია, თელმამ გოგონების სახელები უკვე შეარჩია, ტყუპ გოგონებს ზინა და ზურიელი დაარქვა, ბიჭების სახელები ამ ეტაპზე უცნობია. ![]() სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი <<<<< იხილეთ ასევე >>>>>ირანელი ქალების ცხოვრება ისლამურ რევოლუციამდე - სამახსოვროდ მხოლოდ ეს ფოტოები დარჩა... ![]() გახსოვთ ის? ნახეთ როგორ გამოიყურება დღეს მაირა როსალესი ![]() 10 საინტერესო ფაქტი ბეჰემოთის შვილის შესახებ, რომელიც შესაძლოა პირველად გაიგონოთ ![]() როგორ გამოიყურება კიმ კარდაშიანის 50 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი? ![]() თუ ამას გააკეთებთ, თქვენი ქმარი სხვა ქალს არასოდეს შეხედავს ![]() გოგონა 1961 წელს ზღვაში იპოვეს, ხოლო სიმართლე ნახევარი საუკუნის შემდეგ გახდა ცნობილი ![]() რას ნიშნავს იყო ორი შვილის დედა - სახალისო ილუსტრაციები ![]() ის მოხდა, რაც 200 მილიონში ერთხელ ხდება! ![]() ქართული ენის სახელოსნო ჟურნალისტებისთვის, გამოსადეგია ყველასთვის ![]() 328 2-ს მოსწონს
|