კინო ფილმი 4 წლის ბიჭზე, რომელსაც კონკიად ყოფნა უნდა... 2019, 19 მარტი, 15:21 ბოლო ათწლეულებია სხვადასხვა მწვავე პრობლემა არსებობს...
ბუნებაში მრავალნაირი ფსიქიკური გადახრა არსებობს, მათ შორის:
კანიბალიზმი, პედოფილია, მიცვალებულის მიმართ სქესობრივი
ლტოლვა... სხვისი წამებით სიამოვნების მიღება.
ფსიქიკური გადახრების გარდა, არსებობს რიგი პრობლემები, რაც საზოგადოებაში ბოლო პერიოდია, დგას. ამ პრობლემებს შორის ცალკე შეიძლება გაიმიჯნოს ადამიანების გენდერული იდენტობის აღქმის საკითხი, არა მარტო უცხოურ, არამედ ქართულ საზოგადოებაშიც აშკარად იჭრება ეს საკითხი არცთუ ისე სუსტი ძალით. ამ თემატიკას ეხმიანება ახალი ამერიკული ფილმი 4 წლის ბიჭზე,
კლერ დენსი ოქტავია სპენსერთან და ჯიმ პარსონსთან ერთად ახალ დრამაში მონაწილეობს.
ალექსს (კლერ დენსი) და გრეგს (ჯიმ პარსონსი) ოთხი წლის ბიჭი ჯეკი ჰყავთ, რომელიც სუპერგმირების ნაცვლად, კონკიად ყოფნაზე ოცნებობს და საკუთარ თავს გოგოდ აღიქვამს.
მშობლებს პრობლემების დაძლევასა და ჯეკს საკუთარი გენდერული იდენტობის აღქმაში მისი სკოლის დირექტორი ჯუდი (ოქტავია სპენსერი) ეხმარება.
ამერიკელები მსოფლიოს ახალ რეალობას სთავაზობენ, ანუ სინამდვილის გამ-რუდებულ აღქმას, მათ საშინელებათა ფილმებში ვამპირები დადებით გმირებად წარმოგვიდგებიან. გადასარჩენად და დანარჩენ ე.წ. ბოროტ ვამპირებისგან თავდასხმის ასაცილებლად ამ ე.წ. კეთილ ვამპირებს საკუთარი ნებით ჭყიპავენ საკუთარი ან საკუთარი ახლობლების სისხლით. რაც შეეხება ამ ფილმს, რეალობას ნადვილად ასახავს, თუმცა რამდენად სასარგებლოდ და სწორად აღქმული იქნება საზოგადოების მხრიდან, ეს დასაფიქრებელი საკითხია. 111 შეფასება არ არის
|