საავტომობილო საცობი, ან საგზაო მოძრაობის შეფერხება იქმნება მაშინ, როცა სატრანსპორტო საშუალების საშუალო სიჩქარე მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე მოცემული გზის მონაკვეთის ნორმალური სიჩქარე.
![ყველაზე დიდი საავტომობილო საცობები
ისტორიაში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201903/2019031909182385085.jpg)
გზაზე საცობი დაკავშირებულია ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა დახარჯული დრო, დაყოვნება, მოხმარებული ბენზინის გაზრდა და ავტომობილის ცვეთა. ეს ასევე მძღოლის სხვა მძღოლების მიმართ აგრესიული ქცევის მიზეზია. სიტუაცია შეიძლება მოიცავდეს უხამს ჟესტებს, მუქარას, ჩხუბს, ტრავმას ან სიკვდილს.
ბეთელი, ნიუ-იორკის შტატი - 1969 წლის აგვისტო
![ყველაზე დიდი საავტომობილო საცობები
ისტორიაში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201903/2019031909183985085.jpg)
1969 წლის აგვისტოში
ბეთელში, ნიუ-იორკის შტატში პირველად
როკ-ფესტივალის „
ვუდტსტოკი“ ჩატარება დაგეგმეს. ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ კონცერტზე 25 ათასი ადამიანი დაესწრებოდა. თუმცა ცოტა არასწორად გათვალეს. „
ვუდსტოკმა“ თითქმის 500 ათასი როკერი შეკრიბა მთელი აღმოსავლეთის სანაპიროდან! შედეგ გზატკეცილზე 17B შეიქმნა 32 კმ სიგრძის საცობი. პოლიციელები სიტუაციას განმუხტვას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ბევრი ავტომობილს ტოვებდა და ფეხით მიდიოდა.ორგანიზატორებს მუსიკოსების ფესტივალზე ჩაყვანა ვერტმფრენით მოუწიათ.
ბოსტონი, აშშ - 1978 წლის იანვარი
![ყველაზე დიდი საავტომობილო საცობები
ისტორიაში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201903/2019031909185585085.jpg)
1978 წლის იანვარში ძლიერმა
ქარბუქმა აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი დაფარა. ერთ დღეში იმდენი თოვლი მოვიდა, მისი სიმძიმის გამო კონექტიკუტის შტატში, „
ჰარტფორდ სივიკ ცენტრის“, სპორტული არენას სახურავი ჩამოინგრა. მასაჩუსეტსში თოვლის საფარის სიმაღლე 60 სმ-ს აღწევდა. ადგილობრივები იმწამსვე ვერ მიხვდნენ, რომ ასეთ ამინდში ავტომობილი სჯობდა ავტოფარეხში დაეტოვებინათ. მილიონობით ადამიანი, თითქოსდა არაფერი მომხდარა ისე, სამსახურში პირადი ტრანსპორტით გაეშურა. და ქარბუქის პირველივე დღეს მთელი ბოსტონი ერთ დიდ
საცობად იქცა.
ლიონი - პარიზი, საფრანგეთი - 1980 წლის თებერვალი
![ყველაზე დიდი საავტომობილო საცობები
ისტორიაში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201903/2019031909191085085.jpg)
ფრანგი მძღოლები გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ, რადგან მოულოდნელად მე-20 საუკუნეში ყველაზე გრძელი საცობი - 175 კმ შექმნეს. ყველაზე მოკრძალებული გათვლებით, მინიმუმ 5 მლნ ავტომობილი ლიონის გზაზე პარიზში გაიჭედა. ჩრდილოეთ რეგიონის მაცხოვრებლები ალპებში დასვენებების შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ, როცა ნისლი ჩამოწვა, რაც ბევრი უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა.
აღმოსავლეთ / დასავლეთ გერმანია - 1990 წლის აპრილი
![ყველაზე დიდი საავტომობილო საცობები
ისტორიაში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201903/2019031909192485085.jpg)
ბერლინის კედლის დიდი ხნის ნანატრი დანგრევის შემდეგი, გაერთიანებულმა გერმანელებმა აღდგომის ერთად აღნიშვნა გადაწყვიტეს. დასავლეთ ნაწილიდან გერმანელები მასიურად აღმოსავლეთით თავის მეგობრებთან და ნათესავებთან მიდიოდნენ. აღმოსავლეთ გერმანიის მაცხოვრებლები საპირისპირო მხარეს მიდიოდნენ. შედეგად, უამრავი ავტომობილი გაიჭედა გზატკეცილზე, რომელიც სახელმწიფოს ორ ნაწილს აერთიანებდა. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ გზის შესაძლებლობა ერთ დღეში 1, 5 მლნ მანქანის გატარებას არ აჭარბებდა. ასე 12 აპრილს, სასაზღვრო პუნქტთან 18 მლნ ავტომობილის არმია შეიკრიბა! საცობი რამდენიმე ასობით კილომეტრზე გაიჭიმა, ხოლო ბენზინგასამართ სადგურებზე მძღოლებს რიგის ლოდინი 4-5 საათი უწევდათ. უნდა ითქვას, რომ გერმანელები ძალიან მშვიდად იქცეოდნენ და ერთმანეთს სწორად მიმართავდნენ. ყველა ხვდებოდა: ისინი ნათესავებთან და მეგობრებთან განშორებას 40 წელი უძლებდნენ. რა არის ამასთან შედარებით საათები და წუთები?
სან პაულო, ბრაზილია - 2009 წლის ივნისი
![ყველაზე დიდი საავტომობილო საცობები
ისტორიაში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201903/2019031909194385085.jpg)
ბრაზილია თავისი საცობებით და გზაზე 4 საათიანი მოძრაობის დაგვიანებით ცნობილია. ქალაქმა
ვერტმფერენებით მომსახურებაც კი დაიწყო, რომ საცობის ხანგრძლივობას შეწინააღმდეგებოდა. 2009 წლის 10 ივნისს მოძრაობამ რეკორდულად მცირე დონეს მიაღწია: 292 კმ-ზე მეტი გადაკეტილი გზა და 840 კმ გადატვირთული ქუჩები ქალაქში. ეს ძალიან ბევრი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების შედეგია.
პეკინი, ჩინეთი - 2010 წლის აგვისტო
![ყველაზე დიდი საავტომობილო საცობები
ისტორიაში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201903/2019031909195885085.jpg)
პეკინი - ტიბეტის გზატკეცილზე გაჩენილმა საცობმა მოძრაობა შეაფერხა. ეს ინციდენტი გზაზე ჭარბი სატრანსპორტო საშუალებებით იყო გამოწვეული, ასევე ნელი სატვირთო მანქანებით, რომელსაც საგზაო სამუშაოსთვის მასალები გადაჰქონდა. შეფერხება 12 დღე გრძელდებოდა და ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე
ეპიკურად ითვლება.
ჩიკაგო, ილინოისი - 2011 წლის თებერვალი
![ყველაზე დიდი საავტომობილო საცობები
ისტორიაში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201903/2019031909201285085.jpg)
2011 წლის თებერვალს ილინოისის შტატის მაცხოვრებლები ვერ დაივიწყებენ. შტატში უპრეცედენტო ქარბუქი მოვიდა. დაახლოებით 50-ზე მეტი ნალექი მოვიდა. მოვლენების ცენტრი კი ჩიკაგო იყო, სადაც ქარიშხალი საღამოს პიკის საათში მიაღწია. მცირე დროის განმავლობაში ხილვადობა თითქმის ნული გახდა. ამის გამო, გზებზე უბედური შემთხვევების რიცხვი გაიზარდა. მოძრაობა შეფერხდა, ხალხი თოვლის ტყვეობაში აღმოჩნდა. საცობი 12 საათზე მეტხანს ვერ განმუხტეს. ბევრმა ჩიკაგოელმა უბრალოდ საკუთარი ავტომობილი მიატოვა და სახლში ფეხით წავიდა, ხოლო მათი მანქანა რამდენიმე წუთში
ნამქერად იქცა. სიტუაციის გაუმჯობესებას ეს ხელს არ უწყობდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1. ავტომობილის ერთი მოდელი, რომელშიც არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა! აი, ის
![ყველაზე დიდი საავტომობილო საცობები
ისტორიაში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201903/2019031909232285085.jpg)
2. რა გავაკეთოთ საცობში მოხვედრის დროს?
![ყველაზე დიდი საავტომობილო საცობები
ისტორიაში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201903/2019031909235585085.jpg)
3. 6 სახიფათო აქსესუარი მანქანაში, რომლებიც უნდა მოიშოროთ![ყველაზე დიდი საავტომობილო საცობები
ისტორიაში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201903/2019031909242385085.jpg)
4. იდეები მოგზაურობისთვის, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოცადოთ
![ყველაზე დიდი საავტომობილო საცობები
ისტორიაში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201903/2019031909245485085.jpg)
5. რომელ ადგილებს არ უნდა შეეხოთ თვითმფრინავში?
![ყველაზე დიდი საავტომობილო საცობები
ისტორიაში image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201903/2019031909252685085.jpg)
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი