სხვა გაბრაზებულ კატას ბეწვი აებურძგნება, ამით ის უფრო დიდი ჩანს მტრების შესაშინებლად 2019, 18 მარტი, 20:19 რატომ ილოკავენ კატები ბეწვს? კატები ბეწვის ლოკვით თავს ისუფთავებენ. ისინი ჭუჭყს, მოთელილ ბეწვსა და წვრილ მავნე მწერებს ადვილად იშორებენ ენით, რომელსაც ხორკლიანი ზედაპირი აქვს. დედა კატა კნუტებსაც ლოკვით ასუფთავებს, რაც ხელს უწყობს ერთმანეთთან მათ დაახლოებას. რით იკვებებიან კატები და კნუტები? კატები, როგორც მტაცებელი ცხოველები, ხორცით იკვებებიან. გარეული კატები საკვებისთვის სხვა ცხოველებზე ნადირობენ. შინაური კატები და კნუტები ხორცს, თევზს და მათთვის სპეციალურად დამზადებულ საკვებს შეექცევიან. როგორ გამოხატავს კატა გაბრაზებას? გაბრაზებულ ან შეშინებულ კატას ბეწვი აებურძგნება და ზურგს ამოზნექს. ამით ის უფრო დიდი ჩანს, რითაც მტრების დაფრთხობას ცდილობს. თამაშის დროა როდესაც კატა მექანიკურ თაგვს ეთამაშება, სულაც არ ერთობა _ ამით ის ნამდვილ თავზე ნადირობაში ვარჯიშობს. ზოგიერთი კატის ჯიში ადამიანებზე საოცრად მიჯაჭვულია. სიყვარულს სიყვარულითვე პასუხობენ . თუმცა არ ღირს მათი გაბრაზება. რადგან ჭკუასა და ეშმაკობას ყველა ჭრილში გამოავლენენ. ციმბირული კატა, ეს არსება პატრონს თავად ირჩევს, თუ რომელიმე კნუტი თავად გამოიქცევა თქვენი მიმართულებით, ეს ნიშნავს, რომ მან აგირჩიათ. ციმბირული კატა პატრონთან საოცრად მიჯაჭვულია. თუ ბავშვს ასწავლით მასზე ზრუნვას, ისინი განუყრელი მეგობრები გახდებიან. ეს დიდი ფუმფულა ცხოველია, რომლის მოვლაც არაა ადვილი.
ის ძალიან მხიარულია, ოგონდ ზღვარს არასოდეს გადავა . სიამის კატა ეს ჯიში, მოიხსენიება როგორც “ რევანშისტი", როგორც ეჭვიანი და კაპასი ცხოველი. თუმცა ეს ასე არაა. ის საკმაოდ მშვიდია, სანამ რამის გაკეთებას არ აიძულებენ. ის ზედმეტად ცნობისმოყვარე და ჭკვიანია. რამდენ ხანს სძინავთ კატებს? კატებს დღეში დაახლოებით 16 საათი სძინავთ . ბევრი მათგანი დღის განმავლობაში ისვენებს, განთიადზე და ღამით კი ყველაზე აქტიური არიან. კნუტებისთვის ძილი ძალზე აქტუალურია. ეს მათ ზრდაში ეხმარებათ. 59 1-ს მოსწონს
|