x
image
ელენე გუმა
რამდენ უფლებას აძლევ თავს,ვინ გგონია თავი, შე არაკაცო! - ქეთევან კიკნაძე გუბაზ სანიკიძეს
მსახიობი ქეთევან კიკნაძე პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძეს გაუნაწყენდა და სოციალური ქსელით ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.


როგორც კიკნაძე წერს, ის ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს და ამის გამო ბოდიში აქვს მოსახდელი.


"გუბაზ სანიკიძეს:. რამდენ უფლებას აძლევ თავს, ვინ გგონია თავი შე არაკაცო! შეურაცხყოფას, აყენებ ქართველ ხალხს. მართლაც, რომ არ გამოდგები ნახირის მწყემსად კი არა, სახრედაც არ გამოდგები.სალაფავს შენ ეძებ. ბოდიში მოიხადე საზოგადოების წინაშე."- წერს ქეთევან კიკნაძე.


მის ფეისბუქპოსტს რამდენიმე გამოხმაურება აქვს, სადაც გუბაზ სანიკიძეს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ და თვითონ მსახიობიც კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს:



"ჩემი ოჯახის მეგობრის შვილი ახლოს რომ იყოს უარესს ვეტყოდი, მაგრამ ხალხის მერიდება.ვის დაემგვანა ნეტავ. მამამისი უწმინდესი კაცი და ნიჭიერი იყო. თუ კაცია საქმეს მიხედოს მაგან, მაგრამ არაფერი არ აღმოაჩნდა თავში.."- წერს ის.


შეგახსენებთ, რომ გუბაზ სანიკიძემ მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული განცხადება გააკეთა და პოლიტიკური უმრავლესობის წევრები ნახირს შეადარა.

„ბიძინას ნახირი ხართ, სალაფავს მისეულები, ხელფასზე გაყიდული სამშობლო – ესაა საქართველო“, – ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.


სწორედ მისი ეს განცხადება გახდა მსახიობის გაბრაზების მიზეზი.


image

0
534
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
534
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0