x
ქალის დანით დასერილი გვამი მისსავე ნახევრადდამწვარ ბინაში იპოვეს

image

ტერეზიტა ბასას მოჩვენება


ტერეზიტა ბასა ილინოისის ჰოსპიტალში მუშაობდა. 1979 წლის თებერვალში ქალის დანით დასერილი გვამი მისსავე ნახევრადდამწვარ ბინაში იპოვეს. პოლიცია ჩიხში შევიდა. რამოდენიმე დღის შემდეგ ბასას კოლეგამ, მედიცინის დამ, რემი ჩუამ ნახა სიზმარი, რომელშიც ტერეზამ მას უამბო, რომ ის გააუპატიურა და მოკლა კაცმა, სახელად ალან საუერმა, რომელიც მან ტელევიზორის შესაკეთებლად გამოიძახა. ტერეზიტამ მეგობარს აღუწერა აგრეთვე ის სამკაულები, რომლებიც მკვლელმა თან წაიღო სახლიდან. თავდაპირველად ჩუამ გაიფიქრა, რომ ეს მხოლოდ სიზმარი და მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო და ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ტერეზიტა ყოველღამე ეცხადებოდა და გამუდმებით სთხოვდა დახმარებას, ამიტომ ქალი იძულებული გახდა, პოლიციისათვის მიემართა და მოეთხრო ის, რასაც ძილში ნახულობდა. გამომძიებელმა გადაწყვიტა, ეს ვერსია შეემოწმებინა. როცა მათ საუერს თავის ბინაში მიაკითხეს, კარი მისმა ცოლმა გააღო, რომელსაც ტერეზიტას სამკაულები ეკეთა. მკვლელმა ყველაფერი აღიარა, მაგრამ პოლიცია კარგა ხანს იყო გაურკვევლობაში, თუ როგორ შეეძლო ტერეზას სულს მოეთხრო ჩუასათვის თავისი ამბავი.

0
127
1-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0