x
image
თამილა გურაშვილი
მიტოვებული ზამთრის თეატრი აფხაზეთში
image
გაგრის კოლონადის მოპირისპირედ მდებარეობს ყოფილი კინოთეტრი "გაგრა, " ეგრეთ წოდებული"ზამთრის თეატრი." თეატრი აშენდა 50-იანი წლების ბოლოს და კინოთეატრად მხოლოდ 70-იან წლებში გადაკეთდა. ორსართულიან შენობაში სამი დარბაზია, ასევე ღია მოედანი, რომელსაც ზაფხულის პერიოდში იყენებდნენ.

image

ახლა მტკივნეულია იმის დანახვა, თუ რა ხდება ამ შენობაში. 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყეს მისი აღდგენა, ფანჯრები შეიცვალა, მაგრამ ეს საქმე სამწუხაროდ შეწყდა. კინოთეატრის შესასვლელთან ახლოს დგას ორი ოქროსფრად მოხატული ლომი და ეს იდილიაც აქ სრულდება.

imageimage


კიბეები დანგრეულია, შიგნით ყველაფერი სრულიად განადგურებულია და სავსეა ბალახით.. ყველაფერი ნანგრევებად გადაიქცა. ბევრს არ შეუძლია შიგნით შესვლა, რადგან იქ არსებული სიტუაციის დანახვა რთულია.

imageimageimage
ახლა წარმოიდგინეთ, თუ ერთ დროს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო გონივრული გადაწყვეტილება და ყველა მიტოვებული შენობა აღადგინა. ეს კინოთეატრი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის და მას შეეძლება კონკურენცია გაუწიოს სოჭის და სხვა ქალაქების აქტუალურ ადგილებს, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ოცნება არის.

imageimageimage



0
95
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0