საზოგადოება გული არ ბერდება! ამ ადამიანებმა დაგვიმტკიცეს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია 2019, 22 მარტი, 16:20 ასაკის მომატებასთან ერთად, ადამიანის ცხოვრება იცვლება. შედიან ახალ ცხოვრებისეულ კატეგორიებში, ხდებიან ბებიები და პაპები, თუმცა ზოგიერთს ასაკი საერთოდ არ უქმნის პრობლემას, ზუსტად ამ ადამიანებზე გვექნება საუბარი დღევანდელ სტატიაში. გლენ კილენი - მსოფლიო მასშტაბით ადამიანები სიმბოლურ ასაკს, 100 წელს ძირითადად მშვიდ გარემოში აღნიშნავენ, მაგრამ ამერიკელმა გლენ კილენმა აღსანიშნავად განსაკუთრებულ მეთოდს მიაგნო. ის მეასე დაბადების დღეზე პარაშუტით გადმოხტა 4000 მეტრის სიმაღლიდან. ხტომა სან-დიეგოში შესრულდა, კილენს თან ახლდა შვილიშვილი. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, როგორც ცნობილია, კილენს კვლავ სურს ამ ადრენალინის შეგრძნება. ბადი უაინკლი - 96 წლის დიდი ბებია ახალგაზრდა გულის პატრონია, ამას მოწმობს მისი ფოტოები, რომელსაც ყოველდღიურად სოციალურ ქსელებში ანთავსებს. ბადი უაინკლი ასევე ერთ-ერთი ბრენდის სარეკლამო სახეა და ინსტაგრამზე 100 000 -ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ანტონი ვარეჩჩია - ის უკვე 60 წელს უახლოვდება და ძალიან სიმპატიურად გამოიყურება. მას არ ჰყავს მეუღლე და როგორც თვითონ ამბობს, კიდევ აქვს დრო იმისთვის, რომ თავის ცხოვრების თანამგზავრი აღმოაჩინოს. იასმინა როსი - ქალბატონი უკვე 60 წლისაა. როდესაც ამ ასაკში ადამიანები პენსიაზე გადიან, იასმინა აგრძელებს პროფესიულ სამოდელო კარიერას. იგი 20 წლიდან მოყოლებული, წარმატებული მოდელია, 45 წლის ასაკში დასახელდა წლის სექს-სიმბოლოდ. როგორ ფიქრობთ, ასაკი ამარცხებს ადამიანს? ნილ ანგერი - ის 60 წლისაა და საკმაოდ ჯანმრთელი. ანგერი ყოველდღიურად სკეიტბორდით სრიალებს, მშვიდი ცხოვრების მომხრეა და თვლის, რომ სკეიტბორდი არა მხოლოდ ექსტრემალური სპორტია, არამედ მთელი მისი ცხოვრებაა. უაინფრიდ პრისტელი - თქვენ წინაშეა მსოფლიო რეკორდსმენი ბებია, მძიმე წონის აწევაში. 60 წლიდან ამ სპორტით დაკავდა, დღეს 68 წლისაა და 80-120 კილოგრამის აწევას ახერხებს. პრისტელი კვირაში მხოლოდ 3 დღით ვარჯიშობს და იცავს დიეტას. ჯოანა კვასი - მსოფლიოს ყველაზე ასაკიანი ტანმოვარჯიშე ბებია, რომელიც 94 წლისაა. კარიერის მანძილზე 11 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული, გარდა ამისა, 86 წლის ასაკში გინესის რეკორდსმენი გახდა. როგორ ფიქრობთ, ასაკი მხოლოდ ციფრებია??? სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<< იხილეთ ასევე >>>>>17 საოცარი კადრი მედიცინის სამყაროდან, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ! წარმოუდგენლად საოცარი 10 ქალი - თვალებს ვერ დაუჯერებთ! საუკეთესო "ოცეული" რომლებმაც ფეხბურთი შეგვაყვარეს და წავიდნენ მოქალაქეების მიერ დედამიწაზე ნაპოვნი 10 ყველაზე დიდი ოქროს ზოდი ნამდვილი მეგობარი!!! ემილიანო სალას ძაღლი მის დაბრუნებას დღემდე ელოდება 1549 3-ს მოსწონს 1-ს არა
|