ფეხბურთი იტალიაში სტადიონზე გულშემატკივარი გარდაიცვალა ყვირილის ფონზე-"შენ უნდა მოკვდე" 2019, 17 მარტი, 10:12
ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა გულშემატკივრის გარდარჩენა ვერ შეძლეს.
საფეხბურთო კლუბის "კალიარის" გულშემატკივარი გულის შეტევით გარდაიცვალა "ფიორენატინას" წინააღმდეგ გამართულ იტალიის ჩემპიონატის მორიგ მატჩზე, იუწყება Repubblica. 45 წლის დანიელ ატცორი მატჩის ბოლო წუთებზე გახდა ცუდად, იგი სტადიონზე დედასთან და დასთან ერთად იმყოფებოდა.მედიკოსები დიდხანს ცდილობდნენ მამაკაცის რეამინაციას, გულის მაჟასის და დეფიბრილიატორის გამოყენების მიუხედავად იგი გარდაიცვალა, თუმცა ამ ინციდენტის ყველაზე შემზარავი მხარე არის ის, რომ როდესაც ექიმები მამაკაცის რეამინაციას ცდილობდნენ, მოწინააღმდეგე გუნდის გულშემტკივრები სკანირებდნენ:"შენ უნდა მოკვდე". საფეხბურთო კლუბმა "კალიარმა" მიუსამძიმრა ატცორის ოჯახს და ახლობელებს. პრესამ ისიც აღნიშნა, რომ შარშან, 4 მარტს მატჩის წინ გარდაცვალილი"ფიორენტინას"32 წლის ფეხბურთელის დევიდ ასტორის და დანიელ ატცორის ინიციალები ერთმანეთს ემთხვევა, თანაც ორივე მარტის თვეში გარდაიცვალა. 72 4-ს მოსწონს
|