x
image
ელენე გუმა
8 რამ, რასაც გოგოს არასდროს ვაპატიებ - შეროზიას სტატუსი, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა
ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ 8 კატეგორიაზე წერს, რომელსაც მისი თქმით, გოგოს არასოდეს აპატიებდა.


როგორც შეროზია კომენტარებში განმარტავს, ეს მისი აზრია და თუ არ მოწონთ სხვაგან "იფილოსოფოსონ".


"8 რამ, რასაც გოგოს არასდროს ვაპატიებ:

1. "სეტკა"კოლგოტებს
2. ცისფერ, მწვანე და ნებისმიერი სხვა ფერის ბრჭყვიალა "წენებს"
3. წიგროვებს!!!!
4. ამერიკელი ქოვბოის სტილის რკინებიან კაზაჩოკებს
5. შავ-ქერა მელირებას (აი შავ თმაზე ყვითელ ზოლებს)
6. ყოფილების ფეისბუქებზე შევარდნებს და ისტერიკულ, შჭერვა-გოიმკა კომენტარებს
7. მოკლე შორტებზე წვრილ ქუსლებს და/ან პრიალა და ქუსლიან ჩექმებს
8. მოგზაურობისას, მალდივებზე, სეიშელებზე, კანარებზე - 30 ფოტოს რომ იღებენ და ყველაზე "კრუპნი პლანით" თავად რომ არის და რომ ვერ იგებ მართლა მალდივებია თუ ხაშური.


მაშასადამე, შეგიძლიათ ძალიან თამამად დაიკიდოთ ჩემი, ერთი უბრალო ბიჭის აზრი დასეტკილ ფეხებზე, წიგროვი მაისურიდან ლურჯი "ბლიოსტკები" გადაიფერთხოთ და ამაყად განაგრძოთ გზა .

რამე თუ გამომრჩა - დაამატეთ"- წერს შეროზია.


მისი სტატუსი მისი მეგობრების აქტიური განხილვის საგანი გახდა. ზოგი იუმორით გამოხატავს საკუთარ აზრს, ზოგი კი აგრესიულად უწუნებს პოსტს და ცდილობს საკუთარი განსხვავებული აზრის დსაფიქსირებას. რაზეც გურამი შემდეგი სიტყვებით მიმართავს:


"ხალხო მოეშვით, რა გაწივლებთ?

ან მე რომ რაღაც არ მომწონს, მაგალითად 4 ზომა მკერდი - ანუ მორჩა, თავები უნდა დაიხოცონ? :დ დიდი მადლობა, აამხელა მნიშვნელობას რომ მანიჭებთ, მაგრამ ქალმ დაუნ, ცხოვრება მშვენიერია.

და ეს ის ადგილი არ არის, სხვაგან იფალოსოფოსეთ. ვაჰ!"


image

0
1424
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1424
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0