x
image
Teklamaisuraze
ადრეული ხანის ,, თანამდებობები" ქართლში
ქართლის სახელმწიფო სათავეში იდგა “მეფე ". სამეფო ტახტი აუცილებლად მამიდან შვილზე გადადიოდა. ძველი პერიოდის წყაროებით ქართლის მეფე წარმოგვიდგება ხელისუფლად, რომლის ხელშიც იმყოფებოდა ძალაუფლება სახელმწიფოებრივი საქმიანობის ყველა სფეროში. მთელი სამხედრო ადმინისტრაციაც მეფეს ემორჩილებოდა .

image

ძველ ქართლში როგორც ჩანს, ყოფილა “ მეფის შემდგომ მეორე პირის " ინსტიტუტი. ეს იყო “ სპასპეტი". _ მთავარსარდალი, ყველა ერისთავთა უფროსი. სპასპეტი იყო მეფის შემდგომ სახელმწიფოს უზენაესი მმართველი .

image


ქართლის სამეფო კარზე არსებობდა “ ეზოს მოძღვარის " თანამდებობა. რას ივარაუდება, რომ გამგებელს ნიშნავს. საფინანსო უწყების მეთაურს, სახელმწიფო შემოსავლის გამგებელ, უზენაეს მოხელეს ნიშნავს . მისი ძალაუფლება ვრცელდებოდა ძირითადად ქვეყნის სამიწათმოქმედო მოსახლეობაზე. ოდნავ მოგვიანებით კი ასეთი პირი “ დიდ ვაზირად " მოიხსენიებოდა.

image

სახელმწიფოში პირველ ადგილზე სამხედრო უწყება იდგა, რომლის მეთაური სპასპეტი “ მეფის შემდგომ მეორე პირს" წარმოადგენდა. იგი იყო უფროსი “ ერისთავებისა"., რომლებიც ამავე დროს ოლქის უფროსებს წარმოადგენდნენ. ქართლის ტერიტორიული დაყოფა, ჩანს ლაშქრის ორგანიზაციის პრინციპზე იყო დაფუძნებული .

image

გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს ძვ. ქართული ტარმინი “ ერისთავი " უნდა იგულისხმებოდეს, როგორც უცხოურ ტერმინი “ პიტიახში". რომელიც ხშირად იხმარება ძველ აღმოჩენილ წარწერებში.

ძველ ქართლში ერისთავები როგორც ჩანს , რამდენიმე იყვნენ. “ ქართლის ცხოვრება " ასახელებს ხან 8-ს, ხარ 9.

ძველ ნაწერებში ასევე მოხსენიებულია სამეფო მოხელე. _ სამოსახლოს უფროსის სახით, _ “ მამასახლისი".

ამრიგად ირკვევა, რომ დიდ ერისთავებს ექვემდებარებოდნენ ციხისთავები, მამასახლისები. და სხვა თანამდებობის პირები.

სხვათაშორის ვხვდებით ტერმინ “ სეფეკაცს". ეს მოხელე გვხვდება სასამართლო აღმასრულებლის როლში. მოგვიანებით “ სეფე კაცის " მაგივრად იხმარება “ მეხარკე".

ქართლის არისტოკრატიის უმაღლეს ფენას სეფეწულები შეადგენდნენ. ეს იყო სამეფო წარმოშობის ხალხი, რომლებიც სამხედრო სამსახურს ეწეოდნენ და ამის სანაცვლოდ მეფისაგან მემკვიდრეობით მიცემული ჰქონდათ სოფლები და მამულები. შემდგომში ზოგიერთი სამეფო წარმოშობის გვარი დაკნინდა და ცვლილებებიც მოხდა სეფეწულთა ფენებში . ოდნავ მოგვიანებით ჩვ.წ.IV_VI სს - ში შეიცვალა ბევრი რამ . რადგან ცდილობდნენ თანამდებობები მემკვიდრეობითი ყოფილიყო და სრული მმართველობა მიეღოთ ოლქებზე. დანარჩენ ცვლილებებზე მომდევნო სტატიებში ვისაუბროთ.

ასევე დაგაინტერესებთ

მსოფლიოს 10 ყველაზე შთამბეჭდავი ჭერი

image2019 წლის ახალი მოდელები

imageNew... ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს

imageომის ზღვარზე. 1913 წლის მსოფლიო მდგომარეობა

image


3
184
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
184
  
2019, 16 მარტი, 23:34
ისე უბრალოდ.,
2019, 16 მარტი, 22:13
ფოტოები
2019, 16 მარტი, 22:13
სტატია ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ვერ ჩავწვდი სპარტელთა პოტოები რატომ?!
0 1 3