Victoria's Secret-ი სტანდარტებს არღვევს! ბარბარა პალვინი ბრენდის ანგელოზი გახდა
2019, 16 მარტი, 13:51
ცნობილი ბრენდის ანგელოზთა გუნდს კიდევ ერთი ბრწყინვალე გარეგნობის მოდელი ბარბარა პალვინი შეემატა, სასიამოვნო სიახლე რამდენიმე დღის უკან გავრცელდა.
“ არ ვიცი საიდან დავიწყო, მაგრამ შევეცდები გამოვხატო ჩემი ემოციები ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ეს მე გადამხდებოდა და ჩემს მოლოდინებსაც გადააჭარბა, ძაალიან ამაღელვებელია ჩემთვის იმის გაგება რომ ბრენდის ერთ-ერთი ანგელოზი გავხდები. მადლობა რომ დარწმუნებული ხართ ჩემში იყო დრო როცა არ მჯეროდა საკუთარი ძალებით რის გამოც უკან დავიხიე თუმცა მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ოჯახს და მეგობრებს ყველას ვინც გვერდით მედგა ამ დროის მანძილზე ამაყი ვარ წარვადგინო უნგრეთი. ''
ბარბარა 25 წლისაა და 13 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს მოდის სფეროში მისი სიმაღლე 1.75 სმ შეადგენს და სწორედ აქედან გამომდინარე აღიარებულია კომერციულ მოდელად თუმცა ბრენდმა სტანდარტები დაარღვია. როგორვ ცნობილია ანგელოზთა რიგებში მოდელი არ განიხილებოდა მან მხოლოდ ორჯერ 2012 და 2018 წლებში მიიღო მონაწილეობა ბრენდის შოუებში
მოდელმა ინტერვიუში განაცხადა რომ ინფორმაციას უკვე სამი თვეა ინახავს “ როცა ცამეტი წლის ვიყავი შოუ სწორედ მაშინ ვნახე პირველად და გავიფიქრე იქ აუცილებლად მოვხვდები თქო, სამი თუ ოთხი წლის შემდეგ პირველი გადაღება მქონდა '' - აღნიშნა აწ უკვე ანგელოზმა.
აღსანიშნავია რომ ბარბარა ამ ნაბიჯით ცნობილი მოდელების გუნდს შეუერთდა როგორებიც არიან ელზა ჰოსკი, ლილი ოლდრიჯი, ბეჰატი პრინსლუ და სხვები
გავრცელებული ინფორმაციით სულ მალე იქნება ცნობილი მეორე ანგელოზის ვინაობა!
ახლა კი გთავაზოვთ ვიდეორგოლს რომელიც მოდელმა სოციალურ ქსელში გამოაქვენა.