x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროს კულტურის და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორად ილია მარტყოფლიშვილი დაინიშნა
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორად ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი დაინიშნა.


მარტყოფლიშვილს თსუ ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და 16 წლის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებებში მუშაობდა. დედოფლისწყაროში სიტყვის თავისუფლების განვითარება და ონლაინ მედიის დაფუძნება სწორედ მის სახელს უკავშირდება.


2009 წლიდან დღემდე, ილია მარტყოფლიშვილი ინტერნეტგაზეთ ქიზიყი.ge-ს რედაქტორის პოსტს იკავებდა. 2013 წლიდან კი, 4 წლის განმავლობაში, ის ყოველკვირეული საავტორო გადაცემის წამყვანი იყო, რომელიც რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებდა. ის თოქ-შოუებს „დედოფლისწყაროს საათი“ და „კახეთის საათი“ „ობიექტივის“ ტელე და რადიო ეთერში უძღვებოდა. რვა წლის განმავლობაში ის ასევე ადგილობრივ გაზეთ „შირაქში“ მოღვაწეობდა და სხვადასხვა ცენტრალურ გაზეთებთან თანამშრომლობდა.



ილია მარტყოფლიშვილმა ამ თანამდებობაზე ნონა ჯიბღაშვილი შეცვალა, რომელიც ცენტრის ხელმძღვანელის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.

1
107
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
107
  
2019, 15 მარტი, 13:09
ილია, გილოცავთ ინტერმედიას სახელით და წარმატებას გისურვებთ
0 1 1