x
მღვდელმსახური უფრო მეტი გვჭირდება, თუ ჯარისკაცი?

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. აღნიშნული ნორმა ყველა სასულიერო კონფესიის მიმდევარზე ვრცელდება. ამ ფონზე, მომრავლდნენ ორგანიზაციები, რომლებიც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ასეთ ცნობებს იძლევიან და წვევამდელებს სამხედრო სავალდებული სამსახურისგან „იხსნიან“.

პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს: „თუ ასე გაგრძელდა, ამ ფორმით მღვდელმსახური უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე ჯარისკაცი“.
მისივე თქმით, გაწვევის სისტემამ ნორმალურად უნდა იმუშაოს და წვევამდელების დეფიციტი არ იყოს.

ირაკლი სესიაშვილი პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომლის მიხედვით უქმდება ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. ამასთან, აღნიშნული ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, რადგან მათთან დაკავშირებით კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს.

„კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, დისკრიმინაციას ადგილი არ ექმება, რადგან ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელს, ისევე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, თუკი მას სამხედრო სავალდებულო სამსახურში სწავლა არ უნდა, ალტერნატიულ შრომით სამსახურში წასვლის შესაძლებლობა აქვს“, - ამბობს სესიაშვილი.

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:მიმო მხილველი
მიმო მხილველი
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0