საქართველო "სანამ პირში სული მიდგას, მიშა სააკაშვილო – არ მოგასვენებ! "- კოკა ყანდიაშვილი 2019, 13 მარტი, 23:18 ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, რომელშიც საუბარი იყო ე.წ ტროლებზე, რომლებიც თითქოს სოციალურ ქსელში ცალკეული პოლიტიკოსების დისკრედიტაციასა და შავ პიარს ეწევიან.
სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ ამ საქმიანობას კოკა ყანდიაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც თავის მხრივ ქართული ოცნების დაკვეთას ასრულებდა და ამისთვის სპეციალური ფართიც იყო დაქირავებული თბილისში, რუსთაველის 12 ნომერში.
“რუსთავი 2-ის სიუჟეტი კლასიკური მაგალითია, “ბოტობის”, “ტროლობის”, ცილისწამების, ბოღმისა და ღვარძლის, აღვირახსნილი ტყუილის ტირაჟირების, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მარიამ გაფრინდაშვილისგან კი, ისედაც არაფერი მიკვირს – სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიის რეალური ტროლია და არა ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი. მერამდენედ ცდილობთ ჩემს მოკვლას – თუ დაგითვლიათ? რუსთავი2?
თი ბი სი ბანკთან არასდროს მქონია პრობლემა. 30 წელზე მეტია პირადად ვიცნობ მამუკასაც, ბადრისაც, ვახოსაც და პაატასაც – ამიტომ, ოდესმე, რაიმე კითხვა რომ გაჩენილიყო აუცილებლად ვიქნებოდი საქმის კურსში. ათეულობით პოსტი დაგიწერიათ ჩემზე თქვე უსაქმურებო – ნათელაშვილ-კილაძე-ჩარკვიანებო ყველას ვერ ჩამოგთვლით…. შალიკომ ისე გაუბერა, რომ ასლან აბაშიძის მკვლელობის მცდელობაც კი დამაბრალა, “ლაზერული წამლებით” ახლა კი მოკლედ იმის შესახებ რა “ფაბრიკის” დირექტორი ვარ.
კადრები, რომელსაც რუსთავი 2 გაჩვენებთ – ნამდვილად ჩვენი ოფისია, რომელშიც არაერთი ცნობილი სახე, მსახიობი, რეჟისორი თუ უბრალოდ გამოჩენილი ადამიანია ნამყოფი, მათ შორის რ2-ის სახეებიც. სწორედ ამ ოფისს ვამზადებთ, ახლახანს შევიძინეთ ახალი სავარძლები, მაგიდები 6-ში დაგვიმზადეს და მოგვიტანეს, (კადრებში კარგად ჩანს, რომ ყველაფერი ახალია) კარადები კი 15-ში იქნება. სარედაქციო ჯგუფი სრულად არაა ჩამოყალიბებული, ჯერ სულ რამდენიმე თანამშრომელი ვართ და ოფისის გამართვამდე სახლიდან ვმუშაობთ. რუსთავი2-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში – (ეტყობა გამორჩათ) მეც კი არ ვარ ჩაწერილი. იმედი მაქვს, ძალიან მალე მოგიწვევთ ამ პროექტის პრეზენტაციაზე. (მანამდე შეგიძლიათ ნახოთ და შეგვიფასოთ ჩვენი ახალი მულტიმედია პორტალი, რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობს). http://espersona.ge 2015 წელს ვიქირავეთ ერთ-ერთი ოფისი რუსთაველის 12-ში. ჯერ ტურისტული სააგენტო – Georgia OK შევქმენით. შემდეგ სტუდია, რომელიც რამდენიმე სერიალზე და ტელეპროექტზე მუშაობდა. 2018 წელს გადავწყვიტეთ, მეგობრებთან ერთად, ახალი მულტიმედია კომპანია დაგვეფუძნებინა. პირველი და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი სააგენტო “ეS-პერსონაა”, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით ასეულობით ცნობილ ადამიანს, მათ შორის რ2-ის ჟურნალისტებსა და პროდიუსერებსაც დავუგზავნეთ, მაგრამ რუსთავი 2 რისი რუსთავი 2-ია, ჩვენი ოფისისთვის “ტროლების ფაბრიკა”, ხოლო თანამშრომლისთვის “ტროლები” არ დაერქმიათ. რაც შეეხება სააკაშვილის სტატუსს, – ეს არის იმის დამადასტურებელი თუ რამდენად სწორად მივლია დღემდე, ცხოვრების გზაზე. რა გასაკვირია, რომ ჩემზე დიდი ნაძირალა მას ცხოვრებაში არ შეხვედრია, არც კი იცნობს – მერაბიშვილს, ახალაიებს, ადეიშვილსა თუ, მეგის ქარდავას…. აქვე დავაზუსტებ – სანამ პირში სული მიდგას, მიშა სააკაშვილო – არ მოგასვენებ! და როგორც ღიად გებრძოდი 2003 წლიდან – ისე გავაგრძელებ მომავალშიც! ყველაზე საცოდაობა ისაა, რომ ის ადამიანები, ვინც საქართველოში პროფესია ჟურნალისტი გააუქმეს, აკრძალეს და პროკურორი გვარამია გახადეს, სიმართლისა და ქართული ჟურნალისტიკის სიმბოლო – საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, პარტიული საჭიროებისამებრ მიაწებონ სამარცხვინო იარლიყები სხვებს. “ტროლები” და “გნომები” თქვენსკენ მოიკითხეთ, ჟურნალისტის მანტიას ამოფარებულო ნაძირლებო, რომლებიც თავს ყველაფრის უფლებას აძლევთ! ჯერ იყო და “კგბ-ის” გენერალი გამხადეთ, შემდეგ ჯიჰადის ვიდეოები, მაესტროსა და საზმაუს შეჭმა ჟიჟილაშვილიანად, ახლა “ქართული ოცნების” პრეს/პიარ სამსახურის უფროსობა, ლაზერული ტაბლეტები და “ტროლების ფაბრიკა” – ჰკითხეთ მიშას, მის მახინჯ ფანტაზიებში, რა იქნება შემდეგი? ბოლოს კი, მინდა დიდი სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენს გუნდში არიან ახალგაზრდა, მოტივირებული და უნიჭიერესი ადამიანები, ვისთვისაც ამოსავალი წერტილი წესიერება, პატიოსნება და ჟურნალისტური პრინციპებია! რაც თქვენთვის საერთოდ არარსებული, უცხო – საშიში ხილია! მედიას კი თხოვნით მოგმართავთ, 14-ში ვბრუნდები თბილისში და მზად ვარ გესტუმროთ ყველა იმ ეთერში, რომელიც ამ საკითხითაა დაინტერესებული. პ.ს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – მადლობა ქარტიას, ეს ერთადერთი ორგანიზაცია აღმოჩნდა საქართველოში, რომელმაც ღიად სცადა დაეცვა, სრულიად უდანაშაულო ადამიანები, უპრეცედენტო ბულინგისა და ცილისწამებისგან.”– წერს კოკა ყანდიაშვილი. 818 1-ს მოსწონს
|