საზოგადოებრივი ქართული ეკლესია-მონასტრები თურქეთში 2019, 13 მარტი, 2:48 ძალიან მნიშვნელოვანია ქართულმა საზოგადოებამ ინტერესით მოკიდოს ხელი ისეთი საქმის განხორციელებას როგორიც არის თურქეთის ტერიტორიაზე მოქცეული ქართული ისტორიული მიწების ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის გურჯებისა და ლაზების ქართულ სივრცეში მეტად ინტეგრირებას და დაახლოებას. მნიშვნელოვანია გაიმართოს მოლაპარაკებები თურქეთის მთავრობასთან იმის შესახებ რომ უკვე ჩვენი ორივე ქვეყნის ძალიან ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობა - ქართული ეკლესია-მონასტრები, რომელიც მდებარეობს საქართველოს ისტორიულ და დღევანდელი თურქეთის მიწებზე იქნას რეაბილიტირებული, გამყარებული, ან შესაძლოა თუნდაც საქართველოს ხარჯებით კვლავ აღდგენილი. ამის სანაცვლოდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მოთხოვნილი თურქეთის მხრიდან, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აშენდეს ახალი მეჩეთები, და თუ მაინც მოთხოვნილი იქნება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეთანხმოს ქართული მხარე, ვინაიდან ის 200 მეჩეთზე მეტი, რომელიც აჭარის ტერიტორიაზეა, არის აშენებული არა თურქების, არამედ გამუსლიმებული ქართველების მიერ. ის ჩვენი, ქართველების კულტურული მემკვიდრეობაა და არა თურქული. თუ არის სადმე ნამეჩეთარი, ის უნდა აღვადგინოთ, მაგრამ თურქეთმა არ უნდა მოითხოვოს ისეთი რამ, რასაც ჩვენ არ ვთხოვთ მას. ჩვენ თურქეთს არ ვთხოვთ აშენდეს თურქეთში ახალი ქრისტიანული ტაძრები, არამედ მხოლოდ ვთხოვთ უკვე არსებული გამაგრდეს და თუ დანგრეულია - აღდგეს. შემოგთავაზებთ ამ უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის არასრულ სიას: 1. გოგიუბას ეკლესია - ტაძარი ერუშეთში. აშენდა X საუკუნის II ნახევარში. 2. ერუშეთის ეკლესია - ეს არის ნატაძრალი ერუშეთის (ისტორიული მხარის) სოფელ ერუშეთში, რომელსაც დღეს თურქებმა თურქული სახელმწიფო პოლიტიის ფარგლებში გადაარქვეს სახელი და დაარქვეს ოღუზიოლუ. ერუშეთის ეკლესია აშენდა IV საუკუნეში. 3. ზეგანის ეკლესია - ზეგანის, იგივე ზაქის ტაძარი მდებარეობს ერუშეთში. ის უკვე ააფეთქეს თურქებმა, მაგრამ აუცილებელია მისი აღდგენა ზუსტად იმ სახით, რა სახითაც ის იდგა. 4. ალის წმინდა გიორგის მონასტერი - მონასტერი დაარსდა X-XI საუკუნეებში ისტორიულ სამცხეში. 5. დადაშენის ეკლესია - IX-X საუკუნეებში აგებული აწ უკვე დანგრეული და სრულად აღსადგენი ბაზილიკის ტიპის ტაძარი საქართველოს ისტორიულ მხარე - კოლაში. 6. თურქაშენის ეკლესია - X საუკუნეში ისტორიული ქართული მხარის - კოლას ტერიტორიაზე აშენებული ნაწილობრივ დანგრეული და აღსადგენი ტაძარი. 7. პატარა ჭინჭრობის ეკლესია - არტაანში, სოფელ პატარა ჭინჭრობის ცენტრში დგას აწ უკვე დანგრეული და სრულად აღსადგენი ტაძარი. 8. საკირის ეკლესია - ეს არის X საუკუნეში აშენებული, ერთნავიანი დარბაზული ტაძარი. 9. ჭალის ეკლესია - ეს გახლავთ არტაანში, X საუკუნეში აშენებული ქართული მართლმადიდებლური ტაძარი. 10. ჯიჯორის ეკლესია - X საუკუნეში, საქართველოს ისტორიულ მხარეში, კოლაში აგებული აწ უკვე ნანგრევების სახით შემორჩენილი, აღსადგენი ტაძარი. 11. ანჩის მონასტერი - ეს არის IX საუკუნეში ტაოში აგებული სამონასტრო კომპლექსი, რომელიც უკვე ნანგრევებადაა ქცეული და აუცილებლადაა აღსადგენი. 12. ბანა - იგივე ძელი ჭეშმარიტისა, ან ძელიცხოველი აშენდა XI საუკუნეში საქართველოს ისტორიულ მხარე - ტაოში. აუცილებელია მისი პირვანდელი სახით რეკონსტრუქცია, აღდგენა. 13. ბარეთელთა მონასტერი - დაარსებულია IX საუკუნის I ნახევარში ზაქარია ბარეთელის მიერ. თურქული ოკუპაციის შემდგომ XVI საუკუნის II ნახევარში იგი დაანგრიეს და დღეს მხოლოდ მცირეოდენი ნაშთია მოღწეული. შესაბამისად, საწიროებს სასწრაფო და გადაუდებელ სრულ რეკონსტრუქციას. 14. ბერთა - VIII-IX საუკუნეებში დაარსებული ქართული მონასტერი ისტორიულ კლარჯეთში. 15. გაბანის ეკლესია - ეს ბაზილიკა აშენდა შუა საუკუნეებში, ტაო-კლარჯეთში. სპერის რაიონის სოფელ ჩრქინიში. 16. დოლისყანა - X საუკუნეში დაარსებული ქართული სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ კლარჯეთში. 17. ენირაბათი - ეს ქართული ეკლესია აშენდა X საუკუნის შუა წლებში ისტორიულ კლარჯეთში, ამავე სახელწოდების სოფელში - ენირაბათში. მე-19 საუკუნეში აქ დასახლებული სომხები ამ ადგილს ნორაშენს უწოდებენ, რაც ქართულად ახალ ადგილს ნიშნავს. 18. ესბეკის კომპლექსი - ეს არის სამნავიანი ქართული ბაზილიკა, რომელიც აშენდა იმიერ ტაოში, დღევანდელი ქალაქ იუსიფელიდან 30 კილომეტრში XV-XVI საუკუნეებში. 19. ექექი - ეს გახლავთ X საუკუნეში აგებული ქართული მონასტერი ისტოიულ ტაოში, თორთომის ხეობაში. 20. ვარზაჰანის ეკლესია - ეს არის XII საუკუნის ქართული ეკლესია, ნამონასტრალი სოფელ უღრაკთან (ყოფილი ვარზაჰანი) ისტორიულ ტაო-კლარჯეთში. 21. იშხანი - თავდაპირველი ეკლესია ამ ადგილას VII საუკუნის 30-იან წლებში ეპისკოპოსმა ნერსესმა ააშენა. დღევანდელი ტაძარი კი 1032 წელს აშენდა ტაოში. საბედნიეროდ, უკვე თურქებთან შეთანხმება გაფორმდა და მოხერხდა იშხანის სრულად რესტავრაცია. 22. კიაღმის ალთი - ეს ტაძარი აშენდა ტაოში შუა საუკუნეებში. დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც ბანა. სწორედ ბანას მახლობლად მდებარეობს სოფელ სოლომონისისაკენ. დღესდღეობით თითქმის მთლიანად დანგრეულია და საჭიროებს სრულ რეკონსტრუქციას ამ სახით: 23. მამაწმინდის ეკლესია - ეს არის XVI საუკუნეში, ისტორიულ კლარჯეთში აგებული ტაძარი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბორჩხადან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კილომეტრში. ბორჩხა ეს არის ქალაქი ისტორიულ ნიგალში. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ქართველები არიან დღემდე. 24. მიჯნაძორი - იგივე მიძნაძორი, ქართული მონასტერი, რომელიც აშენდა XI საუკუნეში ისტორიულ კლარჯეთში. 25. ნაქალაქოი - ეს არის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, რომელიც კლდეში გამოიკვეთა ქართველი ბერების მიერ VIII-X საუკუნეების განმავლობაში. 26. ნუკას საყდარი - იგივე ნუკა-საყდარი აშენდა IX საუკუნეში, ისტორიულ კლარჯეთში, მდინარე კარჩხალას ხეობაში, სოფელ ვერანაბაღის პირდაპირ. 27. ოთხთა ეკლესია - ეს არის X საუკუნეში, ტაოში აგებული ტაძარი. 28. ოპიზა - ეს გახლავთ VIII საუკუნეში აგებული ქართული მონასტერი ისტორიულ კლარჯეთში. 29. ოშკი - X საუკუნის 50-60-იან წლებში აგებული, ტაოში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის, სასწრაფოდ აღსადგენი ტაძარი. 30. პარეხი - იგივე პარეხთა მონასტერი დაარსდა IX-X საუკუნეებში ისტორიულ კლარჯეთში. 31. პარხალი - ისტორიულ ტაოში ეს სამონასტრო კომპლექსი აიგო X საუკუნეში. 32. სათლეს ეკლესია - აშენდა IX-X საუკუნეებში ისტორიულ კლარჯეთში, შავშეთში, სოფელ სათლეს კიდეზე. ამჟამად ეს ადგილი ქალაქ შავშათის გარეუბანია. 33. სინკოთის ეკლესია - ეს ქართული ეკლესია აშენდა დაახლოებით IX საუკუნეში ისტორიულ კლარჯეთში, შავშეთში. სოფელ სინკოთში. დღეს ამ სოფელს თურქული სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში შეუცვალეს ქართული სახელი და დაარქვეს თურქული - ქიუფლიუჯე. 34. სოხტოროტი - ეს არის შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძვრული ზეგლი ისტორიულ ტაოში. გეგმით ოთხკუთხა, დარბაზული ტაძარი. ამჟამად მეჩეთადაა გადაკეთებული. 35. სუხბეჩი - ეს არის V-VI საუკუნეებში აგებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიულ პროვინცია ტაოში. მდებარეობს იშხნის ტაძრის ჩრდილოეთით. გეგმით ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია ტეტრაკონქის ტიპისაა. დღესდღეობით საჭიროებს სასწრაფო აღდგენას. 36. ტაძარანი - ეს არის კომპლექსი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, სოფელ ალაბალიკის დასავლეთით, 3 კილომეტრში. ის მოხსენიებულია IX საუკუნის სომხურიდან ნათარგმნ ქართულ ჰაგიოგრაფიულ ძეგლში "წამებაი დავითისა და ტირიჭანისი", რომელშიც მოქმედება ვითარდება VII საუკუნეში. 37. ტბეთის მონასტერი - აშენდა X საუკუნეში ისტორიულ კლარჯეთში. წარმოადგენდა შავშეთის საერისთაოს მთავარ ჯვარგუმბათოვან ეკლესიას. დღეს ესაჭიროება სასწრაფო და სრულყოფილი რეკონსტრუქცია. 38. შატბერდი - IX საუკუნეში დაარსებული ქართული სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ კლარჯეთში. ესაჭიროება სასწრაფო რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია. 39. ჩანგლის ეკლესია - ეს ქართული ჯვარგუმბათოვანი ტაძარი აიგო XIV საუკუნეში ტაო კლარჯეთში. ამჟამად ქურთებით დასახლებულ სოფელ ჩანგლში, რომელსაც სახელი შეუცვალეს და დაარქვეს ჩენგილი. 40. ხანძთა - VII საუკუნის დასასრულს დაარსებული სამონასტრო კომპლექსი კლარჯეთში, რომელსაც ესაჭიროება სასწრაფო რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. 41. ხახული - ეს ტაძარი X საუკუნეში აშენდა ისტორიულ მხარე ტაოში. 42. ჯმერკის მონასტერი - დაარსდა 830-840 წლებში ისტორიულ კლარჯეთში. შავშეთ-კლარჯეთში. 43. ფექრაშენის ეკლესია - ეს არის X საუკუნეში არტაანში, ჩრდილის ტბასთან აგებული ქართული მარტლმადიდებლური ტაძარი, რომელიც ახლა ჩვენს მეგობარ, ცივილიზებულ თურქებს საქონლის ბოსლად უქცევიათ. 44. წყაროსთავის ეკლესია - იგივე ჯავახეთის წყაროსთავის ეკლესია. ამ ტაძრის ადგილას პირველად აშენდა სალოცავი VI საუკუნეში ვახტანგ გორგასლის ძის - მირდატის მეფობისას. ახლა ის უკვე სრულად დანგრეულია და აუცილებელია მისი სრული აღდგენა-რეკონსტრუქცია ქართველი ხალხის, სახელმწიფოს და საპატრიარქოს ერთობლივი ძალისხმევით. 45. მერეს ეკლესია - დაახლოებით X საუკუნეში ისტორიულ კლარჯეთში აგებული ქართული ეკლესია მდ. ფოცხოვის მარჯვენა ნაპირას. დღეს საჭიროებს რეკონტრუქციას. 46. ჩაისის ეკლესია - ეს ტაძარი აშენდა არტაანში XIV-XV საუკუნეებში. 47. ვაჩეძორი - IX საუკუნეში ტაოში აშენებული ტაძარი, რომელსაც დღესდღეობით ესაჭიროება აუცილებელი რეკონსტრუქცია. 48. ლექსორი - ეს არის შუა საუკუნეების ტაძარი ისტორიულ ტაოში, ულამაზეს ბარდუსის ხეობაში, რომელსაც ესაჭიროება რესტავრაცია, აღდგენა. 49. მცირე აია სოფია ტრაპიზონში - ეს არის ისტორიულ ლაზეთში XIII-XIV საუკუნეში აგებული საკათედრო ტაძარი. 50. ტრაპიზონის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესია - დღესდღეობით გადაკეთებულია მეჩეთად და ეწოდება მოლა სიინ ჯამე (Molla Sya mosque) 51. ბაზელონის ნამონასტრალი - ეს არის შუა საუკუნეებში აგებული მონასტრის ადგილას დარჩენილი ნანგრევები ისტორიულ ტაო-კლარჯეთში. 52. არსენისეული ეკლესიები - შუა საუკუნეების ქართული ეკლესიების კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ტაო-კლარჯეთში. 53. პეტრე-პავლეს ეკლსიის ნანგრევები - მდებარეობს არტანუჯის ციხესთან კლარჯეთში. 54. ახიზას დარბაზული ეკლესია - მდებარეობს ახიზას ციხესთან ტაო-კლარჯეთში. 55. აღჯაყალის ეკლესია - მდებარეობს არტაანში, ფოცოში. 56. ბალვანას მონასტერი - მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, კერძოდ შავშეთში. 57. ბოღჩალო ყიშლას ეკლესიის ნანგრევები - მდებარეობს ისტორიუკ ტაო-კლარჯეთში. იმავე სახელწოდების ციხესთან. 58. ბერკის ეკლესია - მდებარეობს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში. ჰანაკის, იგივე ხანაგის რაიონში, ერუშეთში, ზემო ბორგში. 59. ბოსელთას ღვთისმშობლის ტაძარი - მდებარეობს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ბოსელთას ციხესთან. 60. გასადინარის მონასტერი - მდებარეობს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, შავშეთში. დღესდღეობით მხოლოდ რამდენიმე კედელია დარჩენილი და საჭიროა რეკონსტრუქცია. 62. გურჯაანის ეკლესია - მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, დღესდღეობით საჭიროებს რეკონსტრუქციას. 63. დარიჯას ეკლესია - შუა საუკუნეების ქართული ტაძარი ისტორიულ ტაოში, ახლადელი იუსუფელის, იგივე ვეჟანგეთის რაიონი. 64. ვაშლობის ეკლესია - მდებარეობს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში. კერძოდ ჩილდირის, იგივე ჩრდილის რაიონში. დასახლება პალაკაციოში. 65. ვაჩეძორის სამონასტრო კომპლექსი - არის შუა საუკუნეების ქართული მონასტერი იმიერტაოში. 66. კინეპოსის დარბაზული ეკლესიები - იგივე კინეპოსის ტეტრაკონქი არის შუა საუკუნეების ქართული კომპლექსი ტაო-კლარჯეთში. 67. მაკრიალის ეკლესია - ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე მე-10 საუკუნეში აგებული ტაძარი და ციხე, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება გაწმენდა და რეაბილიტაცია-გამაგრება. მაკრიალს დღეს ქემალფაშა ჰქვია. 68. სვეტის ტეტრაკონქი - ეს იყო ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუში. შუა საუკუნეების ეკლესია სოფელ სვეტთან. ისტორიულ ტაო-კლარჯეთში. ასევე დაგაინტერესებთ:1. 160 სამეცნიერო სტატია 2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 3. 64 სტატია საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ 4. 40 სტატია რელიგიის შესახებ ავტორი: თორნიკე ფხალაძე1662 2-ს მოსწონს |
თურქეთის ხელისუფლება არ რთავს ნებას საქართველოს სახელმწიფოს, რომ აღადგინოს 70-ზე მეტი ქართული ტაძარი, რომელიც აშენებული იყო ისტორიულ საქართველოს ტერიტორიებზე შუა საუკუნეებში და რომელიც დღეს მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის კონტროლქვეშ. ტაძრებს ესაჭიროება სასწრაფო სარეკონსტრუქციო და სარესტავრაციო სამუშაოები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს და საქართველოს დღეს პარტნიორული ურთიერთობები აქვს, თურქეთი მაინც არ აძლევს ქართველებს მათი აღდგენის საშუალებას, თუნდაც მთლიანად ქართული ფულით.
ამიტომ შენი კომპის ბრალი არაა :)