x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
სოფელ ქვემო ქედში მრავალშვილიანი დედები დაასაჩუქრეს
image


სოფელ ქვემო ქედის კულტურის სახლის ორგანიზებითა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის ხელშეწყობით, ქვემო ქედის საჯარო სკოლაში ჩატარდა „ქალთა დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ სოფლის „მრავალშვილიანი დედები“, რომლებსაც საჩუქრები გადაეცათ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის მიერ. საღამო მიჰყავდა ქვემო ქედის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს მარიამ ტოხიშვილს.


ღონისძიებაზე აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქვემო ქედის კულტურის სახლთან არსებული თამარ კობაიძის მიერ შექმნილი ფოლკლორული ანსამბლები: „მთის შვილნი“ „მზის სხივი“, „თაობა“ და ვაჟთა გუნდი „არწივი“. საღამოს ცეკვით ალამაზებდა ქორეოგრაფიული ანსამბლი „მთიელნი“, ალექსი გაბრიელაშვილის ხელმძღვანელობით.


ღონისძიების ბოლოს სამადლობელი სიტყვა წარმოთქვეს: ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელმა თამარ კობაიძემ, ქედების ზონის კოორდინატორმა კულტურის საკითხებში მაია ყველაშვილმა და მრავალშვილიანმა დედამ ლაურა ბურდულმა.



„დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრს, ქვემო ქედის საჯარო სკოლის დირექტორს ნათელა ბუთხუზს, ასევე მოწვეულ სტუმრებს და ქვემო ქედის რწმუნებულს ავთანდილ ხუმარაშვილს ჩვენი გვერდში დგომისთვის, “ - აღნიშნავს ზემო ქედის კულტურის სახლის წარმომადგენელი თამარ კობაიძე.


image

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0