საქართველო "მე, ხაზარაძის ადგილზე წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი უამრავი ხალხის გაუბედურებას"- სააკაშვილი 2019, 12 მარტი, 12:58 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს უპირისპირდება.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ხაზარაძის ქონება მინიმუმ 5-ჯერ გაიზარდა, თუმცა ის მაინც მას ადანაშაულებს ბიზნესზე ზეწოლაში. მისივე თქმით, ხაზარაძის ადგილას, თუ დაჭერას გადაურჩებოდა, აუცილებლად წავიდოდა მონასტერში და უამრავი ადამიანის გაუბედურებას მოინანიებდა. "ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში, ჩემი პირადი ქონება პრაქტიკულად არ გაზრდილა, ჩემივე პრეზიდენტობის დროს, ხაზარაძის ქონება გაიზარდა მინიმუმ ხუთჯერ და ახლა ეს “კაცი” და სინამდვილეში უმადური ....მე მადანაშაულებს მის ბიზნესზე ზეწოლაში და ეს იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი ყველაფერს ართმევს და საკუთარ ჯიბეში მიაქვს. კარგი რა, სინდისიც კარგი საქონელია. მე, ხაზარაძის ადგილზე, თუ გადაურჩა დაჭერას, წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი უამრავი ხალხის გაუბედურებას და საპრეზიდენტო “არჩევნებში" ივანიშვილის მხარდაჭერას."- წერს სააკაშვილი.~ 753 შეფასება არ არის
|