x
image
მარიონი
მონიკა ბელუჩი: "საამისოდ უკვე ბებერი ვარ"

imageმონიკა ბელუჩის ბუნებრივი სილამაზე საქვეყნოდ არის აღიარებული. შესაბამისად, ის ყოველთვის ექცევა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. მიუხედავად ასაკისა, იტალიელი მსახიობი არაჩვეულებრივად გამოიყურება და ამას პლასტიკური ქირურგების ჩარევის გარეშე ახერხებს.
ბევრს საუბრობენ იამაზე, რომ მსახიობს ნაოჭები გაუჩნდა და დროა ბოტოქსს მიმართოს, გავრცელდა ხმაც, რომ მისის ქამრი, მსახიობი ვინსენტ კასელი, მონიკას ღალატობდა და მათი ურთიერთობა დანგრევის პირას იყო. თუმცა, როგორც ბელუჩი აღნიშნავს, მას და მის მეუღლეს მხოლოდ გადაღებების გამო უწევთ ხოლმე დიდი ხნით დაშორება და ეს მათ ოჯახურ ცხოვრებას ხელს არ უშლის.
გთავაზობთ მონიკა ბელუჩის ინტერვიუდან ნაწყვეტს, რომელიც მან "bollywood trade -ს" მისცა.
image- მონიკა, თქვენ ბევრ ფილმში ძლიერ და სექსუალურ ქალს თამაშობთ. რამდენად მოგწონთ ეს?
-მე მიყვარს იმის თამაში ეკრანზე, ვინც ცხოვრებაში არ ვარ. რეალურ ცხოვრებაში ბევრად უფრო სუსტი და არასაიმედო ვარ. ალბათ, სწორედ ამიტომ მიყვარს ისეთი სცენარის პერსონაჟი, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე მე.

-რა გრძნობაა, როდესაც მსოფლიოს ულამაზეს ქალად ხართ აღიარებული?
-საამისოდ უკვე ბებერი ვარ.



image-რამ განაპირობა თქვენი წარმატება?
-მე განსაკუთრებული მდგომარეობა მაქვს. ვარ იტალიელი, ვმუშაობ იტალიაში, საფრანგეთში და ამერიკაშიც. ეს, უბრალოდ, უცნაურია.
როდესაც არჩევანს ვაკეთებ, ეს ინსტინქტურად გამომდის. ვკითხულობ სცენარს და ვამბობ, - "აი, ამას გავაკეთებ!" ეს არ არის ჩემი აგენტის მიერ გაკეთებული არჩევანი, მან შეიძლება მითხრას რა მოსწონს, მაგრამ გადაწყვეტილებას ყოველთვის მე ვიღებ.

-არსებობს ფილმის ჟანრი, რომელშიც არ ითამაშებით?
-საშინელებათა ფილმები. თუმცა, ყველაფერი შესაძლებელია. მე მიყვარს კომედია, რომანტიკული ფილმები, ყველაფერი, რაც ლამაზია. ფილმის სიკარგე დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იღებს მას. ყველა ჟანრი საინტერესოა.
image

-აპირებთ, რომ თქვენს შვილს, როდესაც გაიზრდება, ყველა ფილმი ანახოთ რომელშიც მონაწილეობთ?
-კი, ოღონდ ძალიან დიდი რომ იქნება მაშინ. რადგანაც მე ძალიან რთულ ფილმებში ვმონაწილეობ და ეს რთული გასაგებია. მაგალითად, "შეუქცევადი" და ქრისტეს ვნებანი"- ძალიან რთული შინარსის ფილებია და ძალადობის სცენებია. მე კი ცხოვრებაში ასეთი არ ვარ.

7
2472
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მარიონი
მარიონი
2472
  
2013, 3 აპრილი, 5:17
ხო მაგარი ქალია მარა ამას მირჩევნია amelia lily : )))
2012, 23 ივლისი, 16:55
ვგიჯდები ამ ქალზეე ძალიან ლამაზი და საყვარელია
2012, 19 ივლისი, 15:10
ამ ქალზე მაბოდეებს,,ვიბნევი რო ვუყურებ :)
2012, 18 ივლისი, 22:21
+1
2012, 18 ივლისი, 13:59
პირიქით მადლობა შენ:)
2012, 18 ივლისი, 13:42
:))მადლობ
2012, 18 ივლისი, 13:35
+10000000000000000000000000000000000000000
0 1 7