x
image
ელენე გუმა
კოკა ყანდიაშვილი არის ყველაზე დიდი ნაძირალა - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ჟურნალისტ, კოკა ყანდიაშვილს უპირისპირდება.

როგორც სააკაშვილი წერს, ყანდიაშვილს აქვს ტროლების ფაბრიკა და ცდილობს საზოგადოება პროვოკაციებზე წამოაგონ.

"კოკა ყანდიაშვილი არის ყველაზე დიდი ნაძირალა, რომელიც ოდესმე შემხვედრია ცხოვრებაში და კგბ-ს უძველესი აგენტი.მისი ბოტების ფამრიკა ყოველდღე თხზავს ასეთ საზიზღრობებს და თუ ადამიანი ყურადღებით არ წაიკითხავს, შეიძლება ადვილად წამოეგოს მსგავს პროვოკაციაზე.
მადლობა რუსთავი2-ს, რომ დღეს როგორც იქნა ამხილა რუსეთის მიერ ივანიშვილის დასახმარებლად ჩანერგილი ყანდიაშვილის ტროლების ფაბრიკა...ის რომ სოფრომაძეს ასეთი მეთოდებით ებრძვიან, მხოლოდ აჩვენებს, რომ ბ-ნი ვასილი სწორ გზაზეა და მას კი არ ვადარებთ ვინმეს, მაგრამ ისე ილია ჭავჭავაძესაც უვრცელებდნენ რომ გლეხებს ჩაგრავდა..."- წერს სააკაშვილი.


ყოფილი პრეზიდენტის პოსტს უამრავი გაზიარება და გამოხმაურება აქვს.



კომენტარებში, რომელიც მისი მხარდამჭერების მიერაა დატოვებული, ძირითადად "ქართული ოცნების" გინება და კოკა ყანდიაშვილის შეურაცხყოფა ჩანს.


მიხეილ სააკაშვილს ამ განცხადებას ჯერ არ გამოხმაურება თავად ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი.

გუშინ კურიერმა გაავრცელა ინფორმაცია კონსპირაციულ ოფისზე, რომელიც კოკა ყანდიაშვილმა იქირავა.

მათი ინფორმაციით, კონსპირაციული ოფისი, სადაც ქართული ოცნების ტროლების დაჯგუფება მუშაობს, რუსთაველის 12-ში, შენობის მესამე სართულზეა განთავსებული.


კურიერმა ასევე მოიპოვა კონსპირაციულ ოფისში დასაქმებული იმ ადამიანების სია, ვინც საზოგადოებისათვის ცნობილ სახეებსა და პოლიტიკოსებზე ყალბ ახალ ამბებს იგონებდნენ და ავრცელებდნენ. სია 17 კაციანია.


image


0
392
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0