x
რა უნდა გავაკეთოთ ყოველ დილით, რათა დღე მეტად პროდუქტიულად ვაქციოთ!

image


მართეთ ენერგია და არა დრო

თუ გრძნობთ რომ თქვენი ტვინი დილით უკეთ მუშაობს, მაშინ რატომაც არ უნდა დაუთმოთ ეს პერიოდი იმ ამოცანების ამოხსნას რომელსაც უფრო ძლიერ გონებრივ ენერგია სჭირდება?

image


მოემზადეთ წინასწარ

თუ თქვენ იცით, რომ ხვალ თქვენ რთული დღე გელოდებათ, არ დაიზაროთ დახარჯოთ 15-20 წუთი მომდევნო დღის ამოცანების, დღის გეგმის შედგენისთვის. ეს შეგიძლიათ ძილისწინ გააკეთოთ მაგრამ გახსოვდეთ რომ არსებობს რამოდენიმე საქმე რომელიც უმჯობესია ძილისწინ არ აკეთოთ.


არ გახსნათ ფოსტა წერილის მიღებამდე

მარტივად ისმის. მაგრამ ვინ აკეთებს ამას? არავინ. დაიმახსოვრეთ ყველა წერილს იშვიათი გამონაკლისების გარდა შეუძლიათ მოიცადონ რამოდენიმე საათის განმავლობაში. არავინ მოგწერთ წერილს საფრთხეში მყოფი, ან ის ვისაც სიკვდილ სიცოცხლის საქმე აქვს. ასე რომ მოიტოვეთ ფოსტა დღის საათებისთვის, ხოლო დილა მაქსიმალურად მნიშვნელოვან ამოცანებს დაუთმეთ.

გათიშეთ ტელეფონი ან სხვა ოთახში დატოვეთ

დატოვეთ ტელეფონი სხვა ოთახში, მაგრამ თან არ გქონდეთ როდესაც მუშაობთ.

ეს ხელს შეგიწყობთ მოწყდეთ ისეთ პროგრამებს, რომლებიც ხელს გიშლით მუშაობაში როგორებიცაა Facebook, Twitter და სხვა. როგორც კი ამას გააკეთებთ მაშინვე შეატყობთ თქვენი პროდუქტიულობის ზრდას.

იმუშავეთ გრილ ადგილას

შეგიძლიათ კონტენტრაცია მოახდინოთ რაიმეზე ცხელ ან ჩახუთულ ოთახში? საეჭვოა. ამიტომ უმჯობესია თქვენი სამუშაო ადგილი სიგრილეში შეინარჩუნოთ. ეს დაგეხმარებათ მარტივად მოახდინოთ კონცენტრაცია სამუშაოზე და ნაკლები დროის დანაკარგებით.

არ უარყოთ საკვები

როგორც იცით რაც უფრო ხშირად ჭამთ მით უკეთესია. ამიტომ აუცილებელია არ დაგვავიწყდეს საუზმის შესახებ. 15 წუთს რასაც ჭამისთვის დახარჯავთ მარტივად აინაზღაურებთ ჯანმრთელი და კარგი ხასიათით.


0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0