x
როგორ ახდენს მშობლიური ენა გავლენას იმაზე თუ რას ვხედავთ და რას არა
იდეას, რომლის მიხედვითაც ენა, რომელზეც ვლაპარაკობთ, გავლენას ახდენს იმაზე თუ როგორ ვფიქრობთ და აღვიქვამთ სამყაროს (ე.წ. საფირ-უორფის ჰიპოთეზა), ხანგრძლივი კვლევის ისტორია აქვს. ამ საკითხთან დაკავშირებული ბევრი კვლევა ეხება ფერების აღქმას და გვაჩვენებს, რომ ის ადამიანები, რომლის მშობლიურ ენასაც სხვანაირი ფერების კატეგორიზაცია ახასიათებთ, სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ.

"Psychological Science"- ის მიერ გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, ბერლინის ჰამბოლდტის უნივერსიტეტის მკვლევრები მარტინ მაიერი და რაშა აბდელ რაჰმანი ასკვნიან, რომ ადრეული ასაკის ლინგვისტურ განსხვავებებს, რომლებიც ვიზუალურ გადამუშავებაზე გავლენას ახდენენ, შეუძლიათ იმის განსაზღვრა, აღვიქვამთ თუ არა, მაგალითად ფერად გეომეტრიულ ფორმას. “ჩვენი მშობლიური ენა ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც განაპირობს რას აღვიქვამთ ცნობიერად”- წერენ ისინი.

image

სინათლის ტალღის სიგრძეები, რომლებსაც ჩვენ აღვიქვამთ, როგორც ფერებს, აყალიბებენ სწორ კონტინიუმს, მაგრამ საინტერესოა, რომ კატეგორიები, რომლის მიხედვითაც ადამიანები ამ სპექტრზე ფერებს ყოფენ, განსხვავებულია ყველა ენაში. მაიერმა და აბდელ-რაჰმანმა შეისწავლეს ბერნძულენოვანი, რუსულენოვანი და გერმანულენოვანი ცდის პირები, რომელთა ფერების კატეგორიები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.


ბერნძულ და რუსულ ენებში, არსებობს სპეციალური კატეგორია სიტყვისთვის „ღია ლურჯი“ (ცისფერი) და ცალკე კატეგორია „მუქი ლურჯისთვის“, მაგრამ არ არსებობს ცალკე სიტყვა ზოგადად ლურჯისთვის. გერმანულენოვანი ხალხი (ისევე, როგორც ინგლისურენოვანები) კი იყენებენ ისეთ ზედსართავებს ლურჯის სხვადასხვა ელფერის აღსაწერად, როგორებიცაა „ღია ლურჯი“, „ცისფერი ლურჯი“, „ზღვისფერი ლურჯი“ და ა.შ. ანუ აქ არა გვაქვს ცალკე კატეგორია თითოეული ელფერისათვის, სამაგიეროდ არსებობს ზოგადი კატეგორია ლურჯის მთელი სპექრტის აღსანიშნავად. ხოლო მწვანეს შემთხვევაში ბერნძულ და რუსულ ენებშიც არსებობს ზოგადი კატეგორია.

წინა კვლევებმა უკვე გვაჩვენა, რომ რაიმე ტერმინისთვის კატეგორიის ქონა, აჩქარებს ადამიანის შესაძლებლობას მოახდინოს ამ სიტყვის იდენტიფიცირება. მაგალითად, რუსულენოვანი ხალხი უფრო სწრაფად ანსხვავებს ცისფერ და ღია ლურჯ ფერებს, ვიდრე ინგლისურენოვანი ადამიანები.მაიერს და ანდელ-რაჰმანს სურდათ უფრო ღრმად ამ საკითხის გამოკვლევა და აინტერესებდათ, მოახდენდა თუ არა გავლენას ლინგვისტური კატეგორიზაციები სხვადასხვაენოვანი ხალხის მიერ ზოგადად რაიმე საგნის ცნობიერად აღქმაზე.

მაიერმა და აბდელ-რაჰმანმა პირველად კვლევა ჩაუტარეს 28 ბერძნულენოვან ადამიანს. ყოველი ცდის დროს, მათ წარუდგენდნენ 1 ფერად, გემოეტრიული ფორმის სტიმულს, ფერად ფონზე. ცდის პირებს ყოველ ჯერზე სთხოვდნენ შეეხედათ ნაცრისფერი ნახევარ-წრისთვის, რომელიც ყოველი ცდისას რაიმე ადგილას ჩნდებოდა. სინამდვილეში, ეს ნაცრისფერი ნახევარ-წრე ცდის პირის დასაბნევად იყო, იმის გასარკვევად შეამჩნევდნენ თუ არა ისინი ამ სურათზე სამკუთხედს. მთავარი ტესტი მდგომარეობდა იმაში, შეამჩნევდნენ თუ არა ცდის პირები ფერად სამკუთხედს მაშინ, როცა ის გამოჩნდებოდა (ის ჩნდებოდა ცდების 80%-ში) და დამოკიდებული იყო თუ არა ეს ფონის ფერზე.

აღსანიშნავია, რომ სამკუთხედი იყო ან ცისფერი მუქი ლურჯი წრის ფონზე ან ღია მწვანე მუქი ლურჯი წრის ფონზე. ყოველი ცდის მონაწილეს ეკითხებოდნენ სამკუთხედის „რამხელა ნაწილი“ დაინახეს ან დაინახეს თუ არა საერთოდ.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ, როგორც ელოდნენ, ბერძნულენოვანები უფრო ხშირად ამჩნევდნენ სამკუთხედს, როცა ის იყო ღია ლურჯი (ცისფერი) მუქი ლურჯის ფონზე ( ან პირიქით), ვიდრე მაშინ როცა ის იყო ღია მწვანე მუქ მწვანეს ფონზე ( ან პირიქით). ეს აზრი კონსისტენტურია იმ იდეასთან, რომ სიტყვა „ლურჯის“ მიმართ ორმა ლინგისტური კატეგორიის ქონამ განაპირობა ამ საკუთხედების ცნობიერად უფრო ხშირად შემჩნევა.

როცა მკვლევრებმა გაიმეორეს იგივე კვლევა 29 გერმანულენოვან ადამიანთან, მათ ვერ იპოვეს განსხვავებები ლურჯ და მწვანე სამკუთხედების შერჩევას შორის, მაგრამ მაშინ როცა ჩაატარეს მსგავსი კვლევა რუსულენოვან ადამიანებზე (რომლებსაც ბერძნულენოვან ადამიანთა მსგავსი კატეგორიები აქვთ ფერებზე) მათ მიიღეს მსგავსი შედეგები, როგორიც ბერნძულენოვანი ცდისპირთა კვლევაში.

ბერძნულენოვან და გერმანულენოვან ცდის პირებზე მკვლევრებმა ასევე გამოიყენეს ელექტროენცეფალოგრამა, რათა შეედარებინათ მონაწილეების ტვინის აქტივობა ვიზუალური დავალებების შესრულებისას. ამ ტესტის შედეგებმაც განამტკიცა იდეა, რომ მშობლიური ენა გავლენას ახდენს ძალიან ადრინდელ, ავტომატურ - ვიზუალური გადამუშავების ფაზაზე. ეს იდეა ადრე სხვა მკვლევრების მიერ საკამათო საკითხად ითვლებოდა.

კვლევის შედეგები პირველად გვაჩვენებს, რომ ჩვენი მშობლიური ენა და ფერების კატეგორიები გავლენას ახდენს იმაზე, აღვიქვამთ თუ არა ცნობიერად გარკვეულ სტიმულს- წერენ მკვლევრები.


მიუხედავად იმისა, რომ ბერძენი/რუსი და გერმანელი ცდის პირების მიერ ლურჯი და მწვანე სტიმულის შემჩნევის დონეების სხვაობა სტატისტიკურად დიდი არ იყო, სავარაუდოდ ენა მაინც დიდ როლს თამაშობს აღქმაში- ასკვიან მეცნიერები.

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:თინა სოლომონია
თინა სოლომონია
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0