ინგლისელმა წარჩინებულმა ჰილტონ კუბიტმა ცოლად შეირთო ამერიკელი ილსი პატრიკი. ქალს არ სიამოვნებდა წარსულის გახსენება და ქმარს სთხოვა, მის შესახებ ნურაფერს მკითხავო. მისტერ კუბიტმა ცოლის თხოვნა ჯენტლმენურად შეასრულა.
ერთ დღეს ილსიმ ამერიკიდან წერილი მიიღო, რომელიც წაკითხვისთანავე ცეცხლში დაწვა, მაგრამ იმ დღიდან მოსვენება დაკარგა.
მცირე ხნის შემდეგ მისტერ კუბიტის კარ-მიდამოს ვიღაც შემოეჩვია. დროდადრო მოცეკვავე კაცუნების ფიგურები ჩნდებოდა ფანჯრის რაფაზე, ხის ფარდულის კარზე, მზის საათის სადგამზე. მათ გამო ილსი პატრიკს მოსვენება დაეკარგა. მისტერ კუბიტმა გადაწყვიტა უცანაური ნახატების ასლები სახელგანთქმული გამომძიებლის შერლოკ ჰომსისთვის გაეგზავნა და დახმარება ეთხოვა. რამდენჯერმე თვითონაც ეწვია მას და საჭირო ახსნა-განმარტებებიც მისცა.
ამასობაში შერლოკ ჰოლმსს უცნაური კაცუნების მთელი დასტა დაუგროვდა. იგი გულმოდგინედ სწავლობდა მათ, რაღაცას ანგარიშობდა, ასოებითა და ციფრებით აჭრელებდა ფურცლებს
ბოლოს გამომძიებელმა მიიღო მისტერ კუბიტის წერილი, რომელსაც უკანასკნელი ნახატის ასლი ახლდა. ამ წერილმა შერლოკ ჰოლმსი ძლიერ ააღელვა.გადაწყდა - იგი და მისი მეგობარი, ექიმი უოდსონი, დილით პირველსავე მატარებელს გაჰყოლოდნენ ნორფოლკისაკენ, სადაც მისტერ კუბიტის მამული მდებარეობდა. ამ მოცეკვავე კაცუნებს ილსი ძველი ნაცნობი ყაჩაღი წერდა. კითხვა: რა ეწერა მოცეკვავე კაცუნებით ბოლო წერილში? რომელიც შედგებოდა 2 სიტყვისგან და 13 ასოსგან?