საბუნებისმეტყველო 7 ყველაზე პოპულარული თეორია ბერმუდის სამკუთხედის შესახებ 2012, 17 ივლისი, 12:24 წლების განმავლობაში ბერმუდის სამკუთხედზე იქმნებოდა თეორიები და ასე ვთქვათ მითებიც, ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 7 ყველაზე პოპულარულ თეორიას ბერმუდის სამკუთხედზე. „თქვენ კი აარჩიეთ რომელიც გინდათ და ირწმუნეთ“. 1. კომეტა. ამ ვერსიით 11000 წლის წინათ ზღვაში ჩამოვარდა კომეტა - თანაც იმ ადგილზე სადაც ეხლა ბერმუდის სამკუთხედი მდებარეობს და მოგეხსენებათ კოსმოსურ სხეულს თავისუფლად შეიძლება ჰქონდეს არანორმალური მაგნიტური თვისებები, რომელთაც შეუძლიათ გამოიყვანონ მწყობრიდან თვითმფრინავის ძრავები და სანავიგაციო სისტემები. 2. მეკობრეები. მეკობრეებს მართლაც წლების განმავლობაში ყავდათ მეზღვაურები შიშის ქვეშ, თან ზღვის ამ ზონაში მოგზაურებიც. ეს ვერსია ასე ვთქვათ ყველაზე რეალისტურია, მაგრამ ვერაფრით ვერ ხსნის თვითმფრინავის გაუჩინარებას. 3. მეთანის ჰიდრატი. ბერმუდის სამკუთხედის სიღრმეში წარმოიქმნება უზარმაზარი მეთანის ჰიდრატით სავსე ბუშტები, როცა ესეთი ბუშტი ივსება და წყლის ზედაპირზე ამოდის, ის დიდ ბორცვს გავს, რომელსაც შეუძლია პატარა გემი დააზიანო ან თუნდაც ამოაბრუნოს. თვითმფრინავის ჩამოგდება კი ადვილია, ბუშტის გახეთქვის შემდეგ მასში დაგროვილი გაზი ჰაერში ადის, რაც თვითმფრინავის ცხელ ძრავთან რეაქციაში შედის და ფეთქდება. 4. დროის ხვრელები. 1970 წელს ფლორიდელი მფრინავი ბრიუს ჯერონი მიფრინავდა ბერმუდის სამკუთხედის თავზე კუნძულ ბიმინის მიმართულებით. უცბათ მის წინ გამოისახა უცნაური ღრუბელი, რომელიც თავიდან სწრაფად იზრდებოდა და შემდეგ გარდაიქმნა ხვრელად. ბრიუსს სხვა გზა არ ქონდა და ხვრელში გაიარა, მფრინავი ამბობს, რომ ხვრელი ტრიალებდა საათის მიმართულების საწინააღმდეგოდ. მცირე დროის შემდეგ თვითმფრინავი ხვრელიდან გამოვიდა, რის შემდეგაც მფრინავი მიხვდა, რომ ის უკვე კუნძულთან ახლოს იყო. შედეგად: მფრინავს უნდა ეფრინა 75 წუთი, რაც მან 47 წუთში გაიარა. 5. ხელისუფლების საიდუმლო. ვისაც ამ თეორიის სჯერა მას უწოდებს „ატლანტიკური წყალქვეშა გამოცდების და შეფასების ცენტრს“ – (AUTEC)-ს. ვერსიის მიხედვით ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიაზე ეს კომპანია ანხორციელებს წყალქვეშა ნავების, იარაღის და ჰიდროლოკატორების გამოცდას. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო უცხოპანეტელებზე და მათ ტექნოლოგიებზე დაკვირვებითაა დაკავებული. 6. მფრინავი თეფშები და უცხოპლანეტელები. ამ ვერსიით კი პირიქით, თურმე ამ ტერიტორიაზე წყალქვეშ უცხოპლანეტელების ხომალდი ყოფილა და უცხოპლანეტელები იქიდან გვაკვირდებიან ჩვენ და ჩვენს ტექნოლოგიებს იკვლევენ. 7. ატლანტიდა. ამ ჰიპოთეზის თანახმად, ბერმუდის სამკუთხედის ფსკერზე განისვენებს უძველესი ქალაქის ატლანტიდის ნარჩენები და თურმე ამ ქალაქის მცხოვრებთ შეეძლოთ მზის ენერგიის გარდაქმნა სპეციალური კრისტალების დახმარებით, რომელი კრისტალებიც ეხლა ზღვის ფსკერზეა და აქვთ უნარი გამოიყვანონ მწყობრიდან გემები და თვითმფრინავები, ასევე მათი სანავიგაციო სისტემები. 1476 9-ს მოსწონს 1-ს არა
|