x
ანდრეს ინიესტა

ანდრეს ინიესტა ლუხანი (დაიბადა 11 მაისს 1984) ესპანელი ფეხბურთელი, ამჟამად იაპონური კლუბის ვისელ კობეს ფეხბურთელი. ინიესტამ მისი კარიერის დიდი ნაწილი ბარსელონაში გაატარა. რომელსაც სამი წელი უკაპიტნა.

ინიესტა აღზარდა ლა მასიამ, ბარსელონას ახალგაზრდულმა აკადემიამ. მისი დებიუტი პირველ გუნდში 18-წლის ასაკში 2002-წელს შედგა. მან რეგულარულად თამაში დაიწყო 2004-2005 სეზონში. ინიესტას, ბასელონასთან მოგებული აქვს ორი ისტორიული ტრიპლეტი 2009 და 2015 წლებში და 33 ტიტული, რომელიც მოიცავს: 9 - ლა ლიგისა და 4-უეფას ჩემპიონთა ლიგის თასს. ის ყველა დროის უდიდეს ესპანელ ფეხბურთელად ითვლება.

ინიესტა თამაშობდა ესპანეთის: 16, 19 და 21- წლამდელთა ნაკრებებში. მისი საერთაშორისო დებიუტი შედგა 2006-წელს. მისი დიდი დამსახურებაა ევრო-2008-ზე ესპანეთის გამარჯვება. ინიესტას მოგებული აქვს 2010- წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, როცა ფინალში ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ის შეიყვანეს ოლ-სტარის გუნდში, ევრო 2012-ზე, როცა ესპანეთის ნაკრებმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა გამარჯვება და ინიესტა მატჩის პავორიტ ფეხბურთელად დაასახელეს.

ინიესტა განიხილება მისი გენერაციისა და ყველა დროის უდიდეს გამთამაშებლად. მას მოგებული აქვს უეფას საუკეთესო მოთამაშის ტიტული 2012-წელს.image

0
56
1-ს მოსწონს
ავტორი:თემოscofeld
თემოscofeld
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0