x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135738
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510112
გარუჯვა

imageდღეს-დღეობით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ ისეთ პრობლემას ვაწყდებით, რომელიც სილამაზისა დაპერფექციონიზმისკენ მიდრეკილებით არის გამოწვეული. Aამის საილუსტრაციოდ საუკეთესო მაგალითებია ანორექსია, ბულიმია, პლასტიკური ოპერაციები, რომლებიც ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას და
გარუჯვა რომელსაც ხშირად მათ გვერდით არ მოვიხსენიებთ. ჩემი აზრით, ერთია პრობლემა, როდესაც ადამიანს ქრონიკული დაავადება სჭირს, რომლის არსებობაც ნაკლებად არის დამოკიდებული ინდივიდის ქცევებზე და მეორე უკიდურესი შემთხვევაა, როდესაც ის შეგნებულად იზიანებს თავს. იქიდან გამომდინარე, რომ
მოგვიახლოვდა ზაფხული და შესაბამისად სეზონის ცვლილება თავისიდაუნებურად მისთვის დამახასიათებელ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ხდის აქტუალურს, გადავწყვიტე თემად ამერჩია გარუჯვა. საინტერესოა რამდენად ინტერესდება აღნიშნული საკითხით საზოგადოება, რა კეთდება პრობლემის მოსაგვარებლად და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ აქტმა. ჩემი კვლევის მიზანია ხაზი გავუსვა პრობლემის აქტუალურობას და სანამ გვიანი არ არის
ყურადღება მივაქციოთ კიდევ ერთ, ჩემი აზრით, სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემას.
ტანორექსია – (ინგლისურად ტან-რუჯი) – ადამიანისფსიქოლოგიური
დამოკიდებულება ულტრაიისფერ სხივებზე. ზოგი, ამ დაავადების გაჩენაში ადანაშაულებს დიზაინერ კოკო შანელს, რომელიც 1923 წელს კანში კრუიზის დროს დაიწვა. ამის შემდეგ მან შემოიტანა ახალი მოდა. ტანორექსია თავის სახელს იღებს ისეთ პათოლოგიებთან მიმსგავსებით, რომლებსაც სხვადასხვა ფსიქიკურ დააავადებებში ვაწყდებით, მაგალითად სხეულის აშლილობებში. “Fოხ ჩჰასე
ჩანცერ ჩენტერ”-მა შეისწავლა ეს საკითხი და აღმოაჩინა, რომ რუჯით
შეპყრობილთა 25%-ს, ჰქონდა ალკოჰოლიზმით დაავადებულთა და ნარკომან ინდივიდთა მსგავსი სიმპტომები დამოკიდებულებასთან მიმართებაში. ეს აღმოჩენაგამოაშკარავდა მოდიფიცირებული, მაგრამ ტრადიციული დამოკიდებულების საკვლევი კითხვარით ვირჯინიაში (Vირგინია ჩომმონწეალტჰ Uნივერსიტყ.) კვლევა ზომავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ტოლერანტობა რუჯის მიმართ, ამ
პროცესის კონტროლთან დაკავშირებული სირთულეები, მაშინ როდესაც ცნობილი იყო მისი ნეგატიური ეფექტები და ა.შ. კითხვარი შეიცავდა მსგავს კითხვებს: ფიქრობთ, რომ გჭირდებათ მეტი და მეტი დრო იმისთვის, რომ მიიღოთ სრულყოფილი რუჯი? აგრძელებთ თუ არა გარუჯვას იმის მიუხედავად, რომ თქვენი კანი გამოიყურება, როგორც დამჭკნარი? და სხვა. კვლევის შედეგების მიხედვით,
მონაწილეთა 27% კლასიფიცირდა როგორც რუჯზე დამოკიდებული, 40% კი სოლარიუმითსარგებლობდა 17 წლამდე. სხვა მონაცემებით, Aმერიცან Aცადემყ ოფ Dერმატოლოგყ-ის მიხედვით, ამერიკაში დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი და მათგან 2.3 მილიონი თინეიჯერი სარგებლობს ამ სერვისით.ყველაზე დამაინტრიგებელი ფაქტი კი ის არის, რომ რუჯზე დამოკიდებულთა უმრავლესობა
არის ან მწეველი ან გამხდარი ადამიანი. ტანორექსიით უმეტესად ავადდებიან 13-16 წლის გოგოები იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც მზიანი ამინდი იშვიათობაა. რაც დრო გადის, პრობლემა უფრო აქტუალური ხდება იქიდან გამომდინარე, რომ იმატებს სოლარიუმების რაოდენობაც, რასაც პროპაგანდას უწევენ შესაბამისი ცენტრები.

1
477
9-ს მოსწონს
ავტორი:გუგული1990
გუგული1990
477
  
2012, 17 ივლისი, 15:55
+100000000
0 1 1