x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიას წინააღმდეგ
ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიას წინააღმდეგ


"უჭკუო უმეცარის კაცისთანა თამამი და კადნიერი ლაპარაკსა და სჯაში, ძნელად მოიპოვება ქვეყნიერებაზე. არ არის ქვეყანაზე საგანი, რომ უჭკუო უმეცარმა არ დაიჩემოს მისი ზედმიწევნით ცოდნა და თავისს უგემურ და უთავბოლო საღეჭავად არ გაიხადოს. მოგაყრით ტყუილ უბერალოდ გაბერილ ფრაზებს, რომელიც არც თვითონ ესმის და არც მსმენელს გაეგება და ჰყოყოჩობს, აი რაები მცოდნია და რა ბრძენი კაცი ვარო! ამგვარ უვიცთა დაუმეცართა შორის ერთი მეტად თვალსაჩინო ადგილი დაიჭირა ჩვენში ბატონმა ნოე ჟორდანიამ. მან სწორედ ამისთანა კაცად გამოიჩინა თავი, თუმცა კი თავი დიდ ბრძენად და მეცნიერად მოაქვს და რაღაც უზომო დიადობით განგებ გაბუებულა თავის თავის ქებითა. იმას რომ ჰკითხოთ, იგი მოვლინებულია, რომ წუთისოფლის ბორბალს ღერძი გამოუცვალოს და თავისი ბრძანებისა და ნებისაებრ ატრიალოს ცა და ქვეყანა. აქ გამოსაკიდებელი მარტო მისი ქადილი და თანხებია. ქვეყნის აშენებას გვიქადის ბატონი ჟორდანია და მისი აიარები. საბა ორბელიანის ზღაპრისა არ იყოს, თვითონ მამალსავით ხეზე შემომჯდარა და იძახის, მე აქ ვიყივლებ და თქვენ მანდ ქვემოთ იყეფეთ და სოფელი აშენდებაო. ამ იმედით ბრძანდებოდეს ბატონი ჟორდანია და მისი კამპანია, და როცა ამ გზით იმან ქვეყანა ააშენოს, მე წილს ნუღარ დამიდებენ, არ დავემდურები. ბაქიაობა, კვეხნა, თავის თავის ქება და განდიდება, უტყუარი ნიშანია იმისი, რომ ზემო სართულში ყველაფერი თავის ადგილას არ არის დალაგებული."


ილია ჭავჭავაძე. "უმეცრობის ფართი-ფურთი". 1900 წ.



ასევე დაგაინტერესებთ:


1. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ


2. 160 სამეცნიერო სტატია

3. სუმელა - მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია)

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
824
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
824
  
2019, 8 მარტი, 12:03
მწარე სიმართლე,ამიტომაც მოკლეს ილია, რაც შეეხება ნოეს მან გამოაჩინა თავის ვაიკაცობა,როცა კურდღელივით გაიქცა....
0 1 1