სიახლეები რატომ ისხამს მოზარდების სისხლს სულ უფრო მეტი ხანდაზმული ადამიანი? 2019, 7 მარტი, 9:19 ასაკოვანი ადამიანები სულ უფრო ხშირად რატომ ისხამენ მოზარდების სისხლს სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის?
![]() ნუთუ მარადი ახალგაზრდობის საიდუმლო გახსნილია? დაბერდე და მოკვდე _ ეს ხომ ისეთი სადარდებელია! ცხოვრების ჯანსაღი წესი და სწორი კვება რა თქმა უნდა, მხოლოდ ათი წლის გადავადებას მოგცემთ, მაგრამ არა გარანტირებულს, пишет Inverse.
თუ გსურთ, ასპროცენტიანი შედეგი მიიღოთ, არსებობს ერთადერთი საშუალება - მოზარდების სისხლი. სულ რაღაც 8 000 დოლარად ყველას შეუძლია გაიაროს მოზარდის სისხლის გადასხმის პროცედურა. დიახ, თქვენ ყველაფერი სწორად გაიგეთ. კლინიკა Ambrosia-ში, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, ასაკოვან ადამიანებს ახალგაზრდის სისხლს უსხამენ სხვადასხვა დაავადებების პრევენციისათვის. კლინიკის კლიენტებში შეჰყავთ დაახლოებით 2, 5 ლიტრი დონორის სისხლი. ამ დონორების ასაკი 16-დან 25 წლამდე მერყეობს. კლინიკა Ambrosia-ს ქსელის დამფუძნებელია - ჯესი კარმაზინი. ორგანიზმის გაახალგაზრდავების ასეთ მეთოდს ის სრულიად უსაფრთხოდ თვლის. ექიმ კარმაზინის კლიენტი 120 ასაკოვანი ადამიანი გახდა. ყველა მათგანი მონაწილეობას ღებულობს იმ კლინიკურ კვლევაში, რომლის მიზანია - გაირკევს, მოზარდების სისხლის გადასხმა როგორ გავლენას ახდენს ასაკოვანი ადამიანის დაბერების ბიომარკერებზე. მოხუცები დონორებისგან ყველაზე ფასეულს ღებულობენ - სისხლის პლაზმას. ეს გამჭვირვალე სითხეა, რომელიც შედგება ცილების, ფერმენტების, ამინომჟავების, ჰორმონების და სხვა ფასეული ნივთიერებებსგან. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას კლინიკის სპეციალისტები ასობით ანალიზს ატარებენ სისხლის სხვადასხვა მაჩვენებლებზე იმისთვის, რომ თვალი მიადევნონ პროგრესს მოხუცი პაციენტების მკურნალობისას. კარმაზინის თქმით, შედეგები დღემდე სრულიად დადებითი იყო. ამ მეთოდს თავისი უარყოფითი მხარეც აქვს. პირველი - ძვირია, მეორე - კარმაზინის კოლეგების ნაწილი მის წამოწყებას შიშით ეპყრობიან.
„არ არსებობს არავითარი კლინიკური ნიშანი იმისა, რომ მკურნალობა სასარგებლო იქნება“, - განაცხადა სტენფორდის უნივერსიტეტის ნევროლოგმა, ტონი ვის-კორაიმ. ამაზე კარმაზინი პასუხობს, რომ სისხლის ანალიზები გადასხმამდე და გადასხმის შემდეგ, თავად საუბრობენ შედეგებზე. მრავალ სპეციალისტს ეს მეთოდი საკმაოდ საშიშად და არაპროგნოზირებადაც კი მიაჩნია, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ის ნამდვილად მარადი ახალგაზრდობის გასაღებია. თუ ეს ასეა, მაშინ უფროსკლასელებს ზაფხულის არდადეგების დროს ფულის გამომუშავების კიდევ ერთი მეთოდი გაუჩნდებათ. გჯერათ ასეთი მეთოდის ეფექტურობის? თქვენ როგორ ებრძვით ორგანიზმის დაბერების პირველ ნიშნებს?
იხილეთ ასევე:
219 10-ს მოსწონს
|