
Geminoid F-ს მეორენაირად „ცოცხალ თოჯინასაც” უწოდებენ. აქამდე შექმნილი რობოტებიდან ის ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანს – შეუძლია 65 სხვადასხვა გამომეტყველების მიღება, ლაპარაკობს და მღერის კიდეც.
შესაძლოა, სულ რაღაც რამდენიმე თვე გვაშორებდეს იმ პერიოდამდე, როცა მომღერალთა ჯგუფებსა და ახალბედა მსახიობებს რობოტები ჩაანაცვლებენ. მრავალფუნქციურმა Geminoid F-მა ჰონგკონგში გამართული პრეზენტაციის შემდეგ ჩინეთის მოსახლეობაში დიდი
მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ამ ქმნილებას შეუძლია გაღიმება, ასევე უცნაური და დამცინავი მიმიკების გამოხატვაც კი. ამ ყველაფერს რეზინის კანის ქვეშ განლაგებული მექანიკური სტიმულატორები უზრუნველყოფენ.
როგორც Geminoid F-ის შემქმნელი ჰიროში იშიგურო ამბობს, მისი მიზანია ისეთი რობოტის შექმნა, რომელიც ადამიანის მაქსიმალურად ზუსტი ასლი იქნება და მრავალს დააჯერებს, თითქოს მექანიკური
მოწყობილობა კი არა, ცოცხალი ორგანიზმია.

ჰიროში იშიგურო რობოტების ცნობილი დიზაინერია და დასავლეთ იაპონიაში, ოსაკას უნივერსიტეტში მოღვაწეობს. მისი ანდროიდები ხშირად 1 მილიონ დოლარზეძვირად ფასობენ. თუმცა Geminoid F შედარებით იაფია – მისი ღირებულება „სულ რაღაც” 110 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. შემოსულ თანხას იშიგურო
რობოტების ტექნოლოგიის დახვეწა-გაუმჯობესებას მოახმარს.