x
image
ელენე გუმა
"ჰოდა, აესე ვზივარ და მომდის უსუსურობის ღაპა-ღუპები და მომიკაკუნა ამ კაცმა ზურგში..."
სოციალური ქსელების ვარსკვლავი და პაროდიების უბადლო შემსრულბელი ბელა მაღლაფერიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სახალისო პოსტს აქვეყნებს.

პოსტში საკმაოდ იუმორისტულ ნოტაზე ყვება ისტორიას, რომელიც ცოტა ხნის წინ თავად შეემთხვა.


მოქმედება ნიუ-იორკში ხდება.


"დრამა უნდა ჩამოვდგა, თუ შეიძლლებოდეს
საქმიანი გადაკვეთა მქონდა ერთ კამანდასთან, მე ჩემი ვამტკიცე, იმათ თავისი.
მოკლედ, არ გაჭრა სახალხო არტისტობამ, დავიშალეთ. გამოვედი და გავუყევი გზას ცენტრალ პარკში ორთქლის გამოსაშვებად.
ვზივარ მარტო და აი უცებ შემიპყრო ძააან დიდმა სევდამ.
სრულიად მარტო, ვის ეკაჩავები რო ეკაჩავები, ვინ გყავს პატრონი, აქაც თბილისი მოლი ხო არაა, იი ბელა მეცნობით.
წამსკდა ცრემლები, არ დაგიმალავთ.
კაი ხოშიანად ვიტირე.
ჰოდა აესე ვზივარ და მომდის უსუსურობის ცხელი ღაპა-ღუპები...


თან ბიჯო, ვფიქრობ, ეს დედანატირები, ამერიკაა ბიჯო, ამმერიკა. ხო შეიძლება აესე მტირალი რო ვზივარ, ჩამოიაროს ვინმე მილიანერმა რუსმა ებრაელმა? კალამოისკიმ, ბაგალიუბოვმა..რავი, ხადარკოვსკიმ...
მოვიდეს და მითხრას: "ra gatirebzzz angelozo"
აესე ვფიქრობ და უკნიდან ექსქიუზმიუ კაი ყმამ.
ი ქ ს ქ ი უ ზ მ ი ო???
ვაიმე ღმერთო, მე უკვე ჯულია რობერტსი ვარ, აჩერავაშკაში რო უკან მიბრუნდა მაღაზიაში და დედისტრაკი დააფარა იმათ, ამ კაცის ყველა საკრედიტო ბარათს მე ვაკონტროლებ უკვე, წნორის მილანი ნაყიდი მაქვს, მშენებარეში მწვანე კარკასიო თუ რაღაც რო დაარქვეს, ბოლო სართული ჩემია, ამ კაცის ფულებით კენჭს ვიყრი, ჩაოს სახელობის ტურნირს ვატარებ აღმართის დაძლევაში, ნანუკა ფრიუნის პრესქულში მყავს, უფროსი ბალღი ემგეუში, ბრაიტონზე რესტორანი წიოწია ბელლა, აიფონებე, კრუიზებე, გულაობებეეეჰჰჰ...
სადღაც კარიბის ზღვის მიმდებარედ რო ვეგდე ჩემ გოგოებთან ერთად ბაჩელორეტე თუ რაცხა მაიმუნობა ფართიზე, მომიკაკუნა ამ კაცმა ზურგში.
ისაო, ჰოუმლესი ვარო (ასეიგი მიუსაფარ-უსახლკაროიო) ჰოდა თუ შეიძლება აადჟვი ამ სკამეიკიდან, უნ დავიძინოო.

კი მინდოდა ამ მხიარულ ნოტაზე დაგმშვიდობებოდით, მაგრამ ჩემ ბედს რო შე@#$&, ჩემსას "- წერს ბელა მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.



image

0
1062
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1062
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0