სხვა ფოლკლორისა და რასის ურთიერთმიმართება 2019, 6 მარტი, 18:08 გრიგოლ რობაქიძე "გველის პერანგში" წერს: "ეს ცეკვა ქართულია და გარდა ქართველისა, მას ვერ იცეკვებს ვერავინ - რასსა არ ეყოფა. ვაჟი გამოიხმობს სათნოების დაჰს ქართველს. რამდენი ვაჟური შეტევა და რამდენი ქალური გარინდება?! რამდენი კამარა სიყვარულის თუ ტრფიალის პოემის?! ბოლოს - თითქოს ქალის დატყვევება და აჭრილი კამარათი მისი გატაცება, მაგრამ არა... ტყვექმნილი ქალი ვაჟის მკლავებისათვის მთელი სხეულით გადახსნილი (თითქო ეს გადახსნილი სხეული აფეთქილი გულია მარტო) უეცარი მოსხლეტით ვაჟის რკალიდან გავარდება ქალწულური დარცხვენით. ცეკვა თითქოს წყდება - არ თავდება. ეს ბეჭედია ქართული რასსის და მისი სირაინდის". არაა რასიზმი ის, რომ გიყვარდეს შენი ხალხი და გინდოდეს საკუთარი კულტურის დაცვა იმ სახით, რა სახითაც ის ათასწლეულთა განმავლობაში არსებობდა დღემდე, გინდოდეს მისი შენახვა, მოფრთხილება და განვითარება. არ გინდოდეს საკუთარი ეროვნული სახის დაკარგვა. ეს არა რასიზმი, არამედ კონსერვატიზმია. ვისაც არ ესმის ის, თუ რას ვამბობ და რას ვგულისხმობ, წარმოიდგინოს პიგმეების მიერ ნაცეკვი "დაისი", ან ჩინელების მიერ ნამღერი "ჩაკრულო" და ადვილად მიხვდება თუ რატომაა მნიშვნელოვანი ჯიშის პრეზერვაცია და დაცვა. ამით ხომ მსოფლიოს დაეკარგება მთელი ცივილიზაცია - თეთრკანიანთა ერთ-ერთი ერის ათასწლოვანი კულტურა და მისი სახე. სიმღერა, ცეკვა, მანერები, რომელიც ქმნის იმ სიღრმეს, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ ჯიშს შეუძლია და მხოლოდ მას უხდება. მაგალითად ხალხური ცეკვები ისეთი ფენომენია, რომ მარტო იმ ხალხს უხდება, ან იმ ხალხის ძალიან მსგავთ, სადაც ის ჩამოყალიბდა ათასწლეულების განმავლობაში. თუ ეს ელემენტი დაიკარგება, ის ვეღარასოდეს ანაზღაურდება და მხოლოდ ჩანაწერებზე შემორჩება. ტიბეტელების ან ჩინელების მიერ შერულებულ "ჩაკრულოს" აღარ გაუშვებდნენ კოსმოსში. ინდუსების ან მონღოლების მიერ შესრულებული მრავალჟამიერი აღარ დააყენებს ბალანს ყალყზე. მე არა დეკადანსი და გადაშენება, არამედ გადარჩენა და წინსვლა მინდა არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველა დანარჩენი ცალკეული ერისა და მათი ფენომენალური გამოვლინებების. ყველა, ვინც ამას არ ეთანხმება და უნდა, რომ კაცობრიობა ჩაყაროს გუდაში, თავი მოუკრას, შეანჯღრიოს და დაელოდოს იქიდან რა გამოვა, არის უდიდესი ძვირფასეულობის სასწორზე შემგდები ექსპერიმენტატორი, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტული ერების ან რასების, არამედ მთელი კაცობრიობის, მისი ცივილიზაციის, ისტორიის, კულტურის და მომავლის მტერია. ამ ადამიანთა ალეგორიული სახე გახლავთ დაისის მოცეკვავე პიგმეები. რა სჯობს მრავალფეროვან, ლამაზ მსოფლიოს, სადაც ყოველი კულტურა შენარჩუნებულია თავისი ხალხითურთ? რა სჯობს იაპონური იაპონიის ხილვას, ან ფრანგულ საფრანგეთს, არაბულ არაბეთს, ანდაც აფრიკულ აფრიკას. სადაც ჩახვალ და დაგვხდება ყოველი ერის საინტერესო და ლამაზი კულტურა, ხალხთა უძველესი და ლამაზი სახე, შენარჩუნებული ყველაფერი საუკეთესოს რაც ჰქონდათ მათ წინაპრებს და შეძენილი ყოველივე საუკეთესოსი, რაც კი სხვა ერებს შეუქმნია ახალი და სასარგებლო განვითარებისთვის და წინსვლისთვის? ამის საუკეთესო მაგალითი იაპონიაა, შეინარჩუნეს საკუთარი ეროვნული სახე, ჯიში, საუკეთესო ტრადიციები, და შეითვისეს უახლესი და შეიტანეს დიდი წვლილი კაცობრიობის განვითარებაში პირველ რიგში საკუთარი თავის განვითარების გზით, მაგრამ ფესვებთან მოუწყვეტლად. მე არ მომეწონება მსოფლიო, სადაც რომელიმე ქვეყანაში ან კონტინენტზე ჩავალ და არ დამხვდება იმის ნატამალიც კი, რასაც ვკითხულობდი, რაზეც ვოცნებობდი, რაც მომწონდა და მაინტერესებდა და იქნება ყველა ერთი ფერის და ერთი ნირის. მე არ მინდა მთელი მსოფლიო იყოს ჩინეთი, აფრიკა ან ევროპა. მე არ მომეწონება შავკანიანი სამურაი, არ მომეწონება ჩინელი ბედუინი, არაბი ვიკინგი.... ეს არის სიმახინჯე. ნუ გავანადგურებთ მრავალფეროვნებას, მოვუფრთხილდეთ ამ შეუფასებელ სიმდიდრეს რომელიც ბუნებრივად ჩამოყალიბდა და განვითარდა დედამიწაზე. კაცობრიობის ყოველი კულტურა, რასა, ერი, ენა, ეთნოსი ძალიან დასაფასებელია და მათი გაქრობა ან ამის სურვილი - დიდი დანაშაული. განვითარება უნდა მოხდეს არა სახის დაკარგვის ხარჯზე, არამედ სახის შენარჩუნებასთან და კიდევ უფრო დახვეწასთან ერთად, რაც შეიძლება ახლოს სრულყოფილებამდე. ასევე დაგაინტერესებთ:1. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 2. 160 სამეცნიერო სტატია 3. სუმელა - მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია) 4. 40 სტატია რელიგიის შესახებ 5. ქართული მითოლოგია - მამბერი (+14 სტატია) ავტორი: თორნიკე ფხალაძე196 1-ს მოსწონს |
ვიღაც თურქი "ინვესტორი", რომელსაც 32 შვილი ყავს, საქართველოს მოქალაქე გახდა, თავისი შვილები აჭარაში ჩამოიყვანა, ამბობს რომ კიდევ მეტი უნდა გავაჩინოო და მიხარია რომ საქართველოს მოქალაქე ვარო და ამას იმედის ტელევიზია აშუქებს როგორც სასიხარულო ამბავს და ჯაჯანიძეს 32 კბილი აქვს გადმოყრილი.
მასეთმა ფიქრებმა დაღუპა აღმოსავლეთ საქართველო ნახევარი რომ აზერებს აქვთ, მეორე ნახევარი ოსებს, სამხრეთ საქართველო სომხებს და ახლა დასავლეთიც უნდათ რომ დაღუპონ ფსევდო-კაცთმოყვარული სიბრძნით. მესამედი კია დაღუპული დასავლეთიც ისე - აფხაზეთი აგწაპნეს ისევ და ისევ მასეთი სიბრძნეების ფრქვევის წყალობით. გამოვლენ ხოლმე აქ კაცთმოყვარეები და ფეხზე კიდიათ თავისი ერის დაღუპვა ოღონდ წმინდათაწმიდა გლობალისტურ საერთო საკაცობრიო ღირებულებებს ნამცეცით არ გადაუხვიონ. სადაა კაცობრიობის სიყვარული თუ ჯერ შენი ოჯახი, მერე შენი ეთნოსი და შენი ერი, მერე შენი თავი არ გიყვარს და მათ უსაფრთხოებაზე და გარანტირებულ მომავალზე არ ზრუნავ? სულ ბოლოს არის კაცობრიობაზე ზრუნვა, სულ ბოლოს და ზუსტად იქიდან გამომდინარეობს რომ ზემოთ ჩამოთვლილებზე ზრუნავ.
ერთი უცხოელიც კი არ უნდა შემოვიდეს ამ ქვეყანაში დამატებით როგორც მუდმივი მოსახლე, მოქალაქე და აღარ უნდა შეიქმნას მათი დასახლებული პუნქტები. მორჩა. ამოვიდა უკვე ყელში. ბოლომდე ხო გადაგვიარეს ყველამ ვისაც არ დაეზარათ, ეგეთი პოლიტიკით შემოშვებულებმა. კიდე უნდათ ლიბერალებს, არ ეყოთ...
ერთადერთი ჩვენი სუსტი წერტილი იქნება ის რეგიონები, სადაც არაქართული მოსახლეობა მეტი იქნება და აფეთქებადი იქნება ხოლმე იქ სიტუაცია. აი ეგაა აქილევსის ქუსლი ჩვენი. ასეთი რეგიონები რომ შეგვიქმნეს ხელოვნურად, ისეთი მეფეები ან მმართველები ნუ მოგყავთ ხოლმე მაგალითად. მავნებელი ნაბიჭვრები იყვნენ, რომლების პოლიტიკამაც ჯერ ქვეყანა დაშალა 8 სახელმწიფოდ მე-15 საუკუნიდან (ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, სვანეთი, აფხაზეთი, სამცხე-საათაბაგო), მერე აქედან 1 გააქრო (სამცხე-საათაბაგო) და გაათურქა, ქვემო ქართლი აზერებისთვის გაწირა, ჯავახეთი - სომხებისთვის, აფხაზეთი - აფსუებისთვის, შიდა ქართლი - ოსებისთვის. შევარდნაძემ პანკისში დაუმატა კიდე ერთი ნაღმი და მოგეცა ლხენა. ახლა აჭარაში თურქებს უსახლებენ და ხალხი მაინც იძახის - დიადი ხელოვნება ისაა მტერს რომ მოყვარედ აქცევ და თუ შემეწინააღმდეგებით, მაშინ სულელები ხართო კიდევ აქეთ გეუბნებიან.