კახეთი დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სათნოების სახლს ესტუმრნენ 2019, 5 მარტი, 22:10 ![]() მოსწავლეებმა ბენეფიციარებთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მოუსმინეს და გულთან მიიტანეს მათი გულისტკივილი. . „ისინი მათ დახმარებასაც დაჰპირდნენ, სახელდახელოდ მომზადებული კონცერტიც გამართეს, წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს და ააცეკვეს მასპინძლები. ეს დღე განსაკუთრებული იყო არა მარტო მათთვის, არამედ მოსწავლეებისთვისაც, რადგან მათ ისწავლეს თანადგომა და უფროსების პატივისცემა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. . ამას გარდა, რამდენიმე კვირის წინ დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მეშვიდე და მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების თანამშრომლებმა თემაზე - „ჩვენ ვიცავთ ბუნებას“ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრის პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა ვაშლოვანის შესახებ პრეზენტაცია ნახეს და მის უნიკალურობას და ბიომრავალფეროვნებას გაეცნენ. . სკოლის აღსაზრდელებმა ასევე სტუმრების დასმულ კითხვებს უპასუხეს და თავადაც საინტერესო შეკითხვები დაუსვეს პრეზენტატორებს. მეორე ეტაპზე კი მოსწავლეებმა ბუნების დაცვის თემაზე ნახატები შექმნეს. . ![]() 16 შეფასება არ არის
|