x
image
თამილა გურაშვილი
როგორ დაუჩოქა ირანის შაჰმა სტალინს და რა უთხრა მან ბერიას

image
1941 წელს ირანის შაჰი რეზა-შაჰი გადადგა და ტახტი თავის შვილს, მოჰამადრეზა ფეჰლევს გადაულოცა, თვითონ კი გაიქცა. ახალ შაჰს ძალიან უჭირდა ქვეყნის მართვა. 1943 წელს, როცა სამთა შეხვედრა უნდა შემდგარიყო, რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის პრეზიდენტმა რუზველტმა კაბინეტში დაიბარა შაჰი და მხოლოდ 5 წუთი ესაუბრა.

შემდეგ, ჩერჩილმაც დაიბარა, რამდენიმე ხანი აყურყუტა მოსაცდელში, შემდეგ კაბინეტში შეიყვანა და 3 წუთს ელაპარაკა. ანუ ამ ორივე პრეზიდენტმა დაამცირა ირანის ახალი შაჰი.

სტალინმა კი ჭკუაში აჯობა ორივეს და ირანის შაჰს თვითონ ეახლა. როდესაც დარბაზში შევიდნენ, მოჰამადრეზა მიუახლოვდა სტალინს, მუხლებზე დაეცა და ხელზე ამბორს აპირებდა, თუმცა, სტალინმა ააყენა. ამის შემდეგ სტალინი მიუბრუნდა უკან მდგომ ლავრენტი ბერიას და გენერალ შალვა კარანაძეს, თან ქართულად გადაულაპარაკა: - „აფსუს, რომ ამ სურათს გიორგი სააკაძე და ერეკლე მეფე არ ხედავენ“

0
2575
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
2575
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0