x
არსებობს ქვეყანაში სტუდენტებისთვის დამაკმაყოფილებელი სამსახური?

image

გინდათ სამსახურის დაწყება?ეს განცხადება ნამდვილად თქვენთვისაა. მსგავსი ფრაზებით მოტყუებული ახალგაზრდები და გაცრუებული იმედიები. რატომ? განცხადების გახსნისთანავე ვხვდებით, რომ მხოლოდ სათაურმა მოგვხიბლა და 19, 20 წლისას 3-5 წლიან გამოცდილებას გვთხოვენ, ესეც მინიმალურია. ამ ყველაფერთან ერთად ინგლისურის B2 დონეს უნდა ფლობდე და რუსულიც უნდა იცოდე, აი გაქცეულს რომ მოაბრუნებ მასე კი არა, კარგად რომ საუბრობ და ენა არ გებმის ზუსტად ასე. შემდეგ გადავდივართ სამუშაო გრაფიკზე, რომელიც რა თქმა უნდა სრულია და სახლში დღის დასასრულს თუ მოხვალ კმაყოფილი უნდა იყო. ამ ყველაფერს თავი გავანებოთ და გადავიდეთ ყველაზე მთავარზე, რომელიც სტუდენტებისთვის ყველაზე საჭიროა. ანაზღაურება, 300 ლარი. აი სად მთავრდება განცხადების კითხვა და მისივე დახურვა. არა, სტუდენტები ვერ დახურავენ ამ განცხადებას და უყურადღებოდ ვერ დატოვებენ, რადგან მათ სხვაგან გასაქცევი გზა არ აქვთ. ამ 300 ლარით მან უნდა გადაიხადონ ბინის საფასური, ჩაიცვან, დაიხურონ, ჭამონ და ცოტა თვალი გაახილონ, გაიარ გამოიარონ მეგობრებში, რომ ეს ბედნიერი წუთები, რომელსაც სტუდენტობა ჰქვია კარგად გამოიყენონ. ამის ხომ თავად მეც არ მჯერა და მკითხველმა ალბათ ჩემზე კარგად იცის. სად არის სტუდენტობა, სუპერმარკეტებში სადაც ჩვეულებრივ თოხზე მომუშავე გამოდიხარ? 50 კილოიან მეშოკს რომ ეწევი და სახლში დაბრუნებულს, მხოლოდ ძილი როცა გელანდება საწოლზეც ვერ წვები წელი ისე გტკივა. ამის შემდეგ გამოგიხტება ფულისაგან ჯიბე გასქელებული უფროსი და ბრძანებებს დაგიწყებს.მყიდველი შემოვა და შენი უძინარი თვალებით მიაშტერდები, ხურდის დაბრუნება შეგეშლება ან სწრაფად ვერ გასცემ მის დასმულ კითხვას პასუხს და ლანძღვას მოჰყვება, უკმაყოფილო დარჩება შენი მომსახურებით. ეს მხოლოდ სუპერმარკეტზე არაა უმრავლესი ადგილი ასეთია, რადგან ჩვენ საქართველოში ვართ. სწორედ აქ არის გამწარებული სტუდენტობა, სადაც უბრალოდ გიჭირს კარგის დანახვა. შენი განათლება კი მეორე ადგილას გადადის ან საერთოდ ბოლოში.

ახლა გადვიდეთ საკუთარი პროფესიით სამსახურის ძებნაზე, სადაც საქმე მეტად რთულადაა. კერძოდ ვისაუბროთ ჟურნალისტიკაზე, რადგან გამოცდილება უფრო მეტს მალაპარაკებს. ალბათ მეც მალე დავუჯერებ იმ ფრაზას ვინმე თუ არ გყავს ვერ დაიწყებ მუშაობასო, რომლის ყოვლად წინააღმდეგი ვარ. იმიტომ რომ ვეძებ სხვა გზებს და რამდენჯერმე ვიპოვე. ბევრი ვეძიე და მივედი ტელევიზიაში, რას ვაკეთებდი? გადაცემაში მიმყავდა ტაშის დამკვრელები და მეც ცირკის მონაწილე ვიყავი. აქ დასრულდა ყველაფერი. გაზეთში მივედი და მადლობელი წამოვედი, რადგან დღეს რაღაცის წერა თუ ვიცი მისი ჯგუფის დამსახურებაა, მაგრამ რა თქმა უნდა ბევრს ვწვალობდი. დღემდე ვეძებ სამსახურს, არ არსებობს ტელევიზია, ინტერნეტ გამოცემა, გაზეთი რომ მასთან მიწერილი არ მქონდეს, ვუზიარებდე ჩემ გამოცდილებას, მაგრამ უპასუხოდ ვრჩები. ვირის მუშადაც კი არავის უნდიხარ თუ ენდომები ძალიან უნდა შეგიცოდონ, ბევრი იწვალო ან და დიპლომი გქონდეს, მაგრამ დიპლომისაც არ მჯერა, იმიტომ რომ მალე მოვა დრო, რომ მივალ დიპლომიანი და უკან წამოვალ ალბათ. ნეპოტიზმია გამეფებული ხალხო. მაპატიეთ თუ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ არ მეზარება შრომა და დროის გამოყენება მინდა ჩემი ცოდნისთვის მაქსიმალურად. თუ მივალ სადმე მინდა, რომ ვისწავლო და არ ვიყო გამოყენების საგანი. მინდა, თუ შემეშლება რაღაც უფროსმა ბოლო ხმაზე არ მიყვიროს და გული არ გამიხეთქოს. მინდა, რომ მე და სხვას ვინც მსგავსად ფიქრობს გაუმართლოს. ყველა სტუდენტს მოთმინებასა და გამძლეობას ვუსურვებ, მიყვარხართ მე თქვენ შრომისუნარიანები, თავდაუზოგავები და მებრძოლები. გამიხარდება ყველას წინ წადგმული ნაბიჯი, რადგან მომავალი ჩვენია და იმედია მათ შევუქმნით ბედნიერ სტუდენტობას. წარმატებული და იმედის მომცემი ყოფილიყოს თქვენთვის ყოველი დღე. ჩვენ ამას შევძლებთ, აუცილებლად გამოიდარებს, აუცილებლად მოვიწმენდთ სიმწრის ცრელმლებს. შრომასთან ერთად მოთმინება, მოთმინება და კვლავ მოთმინება.

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ტოჩილაშვილი
თამარ ტოჩილაშვილი
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0