x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ზვიად გამსახურდიას მიმართვა ქართველ ახალგაზრდებს
ზვიად გამსახურდიას მიმართვა ქართველ ახალგაზრდებს


"მეგობრებო, ძალზე მძიმე მდგომარეობაა ზნეობის თვალსაზრისით. 107 მკვლელობაა ამ უკანასკნელ ხანში თბილისში და ამას სჩადიან უმთავრესად ახალგაზრდა ადამიანები. ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვახცადოთ ასეთი ადამიანები ერის მოღალატეებად, ეროვნული მოძრაობის მოღალატეებად და მათი ფოტო ბრალდებებით და ბიოგრაფიებით უკვდავვყოთ ისინი, როგორც ერის მოღალატეები. სხვა გამოსავალი არ არის. თან გვაქვს მონაცემები, რომ ჩვენი მოსისხლე მტერი ფარულად წარმართავს ყოველივეს. ძალიან გთხოვთ, აი ამაში ამოგვიდგეთ მხარში. ჩვენ პოლიტიკური თეორიების შექმნაში მოხმარება არ გვჭირდება. კი ბატონო, თქვენც შექმენით, მაგრამ მოდით, ზნეობის საკითხებში უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი ერთმანეთს, რათა არ დავღუპოთ ერი, მეგობრებო!


ზვიად გამსახურდიას ბიუსტი ზუგდიდში


მინდა კიდევ გისურვოთ, რომ ახალგაზრდობა უფრო ინტენსიურად ჩაებას რელიგიურ ცხოვრებაში. ღვთისმეტყველების და რელიგიის გარეშე არ არსებობს არავითარი განათლება. ეს კომუნისტებმა შემოიღეს ანტირელიგიური განათლება. მოვექცეთ რწმენაზე საქმით, პრაქტიკულად. ვინაიდან "სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკვდარ არს", (რწმენა საქმის გარეშე მკვდარია) როგორც არის ნათქვამი ბიბლიაში. ესაა ჩვენი სურვილები.



ზვიად გამსახურდიას მიმართვა ქართველ ახალგაზრდებს


ისევ ზნეობას დავუბრუნდეთ - საშინელი მდგომარეობაა სკოლებში ზნეობის მხრივ. რა მეტყველებაა? რა მეტყველებაა სკოლებში?! რა ენაზე მეტყველებს ჩვენი ახალგაზრდობა?! დაივიწყა წინაპრების ენა, წინაპართა სარწმუნეობა, გადავიდა საშინელ მეტყველებაზე, რომელიც ყურით არ მოისმინება. აი, რას უნდა ვებრძოლოთ პირველ რიგში და მერე ვიმსჯელოთ მაღალ პოლიტიკურ საკითხებზე და მერე გავარჩიოთ მსოფლიო პოლიტიკის და თუნდაც შიდა პოლიტიკის საკითხები. შეძრული ვარ, ისეთი სიტყვები მესმის, როდესაც დავდივარ სკოლებში. მეტყველება სულის ანარეკლია მეგობრებო! ის სულის გამოხატულებაა. ეს ამ კომუნისტურმა წყობამ გადააგვარა ასე ადამიანები. კომუნისტურმა წყობამ წაართვა რელიგია, ზნეობა. ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ყოველივე ამას, თუ გვინდა, რომ მართლაც ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობისათვის. ჩვენი ერი ვერასოდეს იქნება დამოუკიდებელი, თუ ზნეობრივად არ ამაღლდა! რელიგიურად არ ამაღლდა.


ზვიად გამსახურდია. ავტორი - ლევან გოგიტაძე


ესეც უნდა გვახსოვდეს მეგობრებო, რამეთუ ისტორიამ იცის სასჯელები. მე დიდ დავით გურამიშვილს გაგახსენებთ. როგორ უკავშირებს ის საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას და მის უბედურებას რელიგიის დაკარგვას და ზნეობის დაცემას. ხომ გვახსოვს ყველას "ქართლის ჭირი"? მე კიდევ ვიმეორებ და გთხოვთ, რომ ჩვენს მეგობრებს, ნაცნობებს, ყველას მოვუწოდოთ, რომ აღარ მოხდეს ჩვენს თბილისში, მთელს საქართველოში ის მახინჯი მოვლენები, რომლებმაც ჩვენს ახალგაზდობას სახელი გაუტეხა. აი, ეს არის ჩემი უპირველესი სურვილი!" (შენიშვნა: ეს არის ფრაგმენტი მთლიანი გამოსვლიდან)





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია)

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ

5. ქართული მითოლოგია - მამბერი (+14 სტატია)



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
129
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
129
  
მეც მახსოვს ეს გამოსვლა... მარა, კიდევ ერთხელ, სად პოულობ ასეთ მარგალიტებს კაცო შენ? ჰაიტ მალადეც! :)
0 1 1