სიახლეები ათბორბლიანი ავტომობილი Dhabiyan, სპეციალურად შეიხისთვის 2019, 5 მარტი, 12:23 დუბაის ერთ-ერთმა კომპანიამ შექმნა მონსტრი ავტომობილი, სახელწოდებით, Dhabiyan, რომელიც ზომით ავტობუსის ტოლია. ეს უნიკალური მონსტრი შექმნილია სპეციალურად შეიხისთვის.
ყველგანმავალი სპეციალურად შექმნეს პრინც ჰამად ბინ ხამდან ალ ნახიანი-თვის. ამ ავტომობილის მთლიანი სიგრძე შეადგენს 10, 8 მეტრს, ორნახევარი მეტრია სიგანეში, ხოლო მისი სიმაღლეა 3.2 მეტრი. ამ მონსტრის წონაა 24 ტონა. ეს მანქანა აშენდა ამერიკული სამხედრო მძიმე შეიარაღების ბაზაზე Oshkosh M1075. მისი სალონი Jeep Wrangler-ის არის, ხოლო განათება Dodge Carger-ის. მანქანას აქვს ათი საბურავი, ხოლო ორი - დამატებითი. 15, 2-ლიტრიანი დიზელის ძრავა აქვს, Caterpillar-ის სიმძლავრეა 600 ცხენის ძალა. 461 შეფასება არ არის
|