ნადაბური — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დიდი გოლისი, პატარა გოლისი). მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ძირულის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 760 მეტრი. ხარაგაულიდან 53 კილომეტრი. წყაროებში მოხსენიებულია 1628 წელს. სოფელში შემორჩენილია კოშკი. მოქმედებს ბიბლიოთეკა და არის საჯარო სკოლა. საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები გელაშვილის ძირი, ნადაბურიდანაა, ნადაბური თავისი თვალწარმტაცი ბუნებით და მდინარე ძირულითაა ცნობილი.გელაშვილების სალოცავი გელათია
გელაშვილების საგვარეულო დროშა:
და
გერბი
სოფელში არის წმინდა თევდორეს სალოცავი, თევდორობა აღინიშნება დიდ მარხვის პირველ შაბათს.