x
image
intermedia.ge
Mediator image
4-10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი: როგორი კვირა გელოდებათ?
image


გთავაზობთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს. გაიგეთ, რა გელოდებათ 4-10 მარტს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:


კირჩხიბი

ამ კვირაში განსაკუთრებულ მოვლენას ელოდეთ, რომელიც დაკავშირებული იქნება თხის რქასთან, კურსოთან ან ქალწულთნ. ეს ადამიანი თქვენი ოჯახის წევრი ან ნათესავია. შესაძლოა მოვლენა დაკავშრბეული იყოსმიემართებოდეს ხელის თხოვნასთას, ქორწილს, ნათლობას, კარიერულ წინსვლას ან სახელის მოხვეჭას. ამ კვირაში სერიოზულად დაფიქრდებით და იპოვით პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც უკავშირდებას თქვენს ცხოვრებაში არსებულ ვერძეს, ლომესა და მშვილდოსანს. ეს ადამიანი ემოციურად გამოფიტულია, ან მუდმივად გაღიზიანებული, ან პროფესიულად არც თუ ისე დაწინაურებული. 4-დან 10 მარტამდე მის განზრახვებს ამოიცნობთ და გაესაუბრებით და თავადვე მოგიყვებათ. ამ პერიოდში სიყვარული მოგიტანთ მძაფრ ემოციებს და სასიამოვნო მოგონებებს, რომლის დავიწყებასაც ვერასდროს შეძლებთ. თუ გსურთ, რომ მომავალში უპრობლემოდ დაორსულდეთ, გამოიკვლიეთ რეპროდუქციული სისტემა.


image


ლომი


ეს კვირა ძალიან საინტერესოა ლომებისთვის, რადგან მათ სიყვარული ეწვევათ.
ზოგიერთი ლომი სერიოზულ ურთიერთობას წამოიწყებს. თუ ის ლომი ხართ, რომელსაც პირად ფრონტზე პრობლემები აქვს, მოცემულობა უნდა მიიღოთ და ისე იმოქმედოთ, როგორც პირადად თქვენთვის აჯობებს. თუ თქვენი პარტნიორი სხვა ქალაქში ან ქვეყანაში ცხოვრობს, თქვენ შორიოს უჩვეულო სულიერი კავშირი დამყარდება და ძალიან მიეჯაჭვებით ერთმანეთს. ურთიერთობა აგერევათ ოჯახის წევრ ქალთან, რადგან გამოიჩენს მოუთმენლობას ან სწრაფად (ზოგჯერ უმიზეზოდ) გაღიზიანდება. ამ კვირაში შესაძლოა გაგაკვირვონ საჩუქრით. თუ უძრავ ქონებასთან ან თანხის დაბანდებასთან დაკავშრებით პრობლემები გაქვთ, ამ კვირაში ხსნას არ ელოდეთ, პირიქით, ახალი გაურკვევლობები იჩენს თავს. ლომებს, რომლებმაც 35 წელს გადააბიჯეს, ემოციური აფეთქება ელოდებათ.


image


ქალწული

ამ კვირაში მოსალოდნელია უსიამოვნო საუბარი ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ვიღაცას ეწვევით სახლში... ვიღაც ისეთს, ვინც ცხოვრების ერთ-ერთ ურთულეს პერიოდს გადის. შესაძლოა მისი პრობლემები ჯანმრთელობასთან იყოს დაკავშირებული.
ამ პერიოდში არ მოგაკლდებათ სანერვიულო, რადგან ერთ გაურკვევლობას მეორე მოჰყვება. მოსალოდნელია იმედგაცრუებებიცა და დანაკრგიც. განსაკუთრებით იმ საკითხში, რომელთან დაკავშირებითაც დიდ გეგმებს აწყობდით. კარგი პერიოდია ქალაქის დასატოვებლად და დასასვენებლად, რომ მომავალ კვირაში პრობელმების მოგვარებას ახალი ძალით შეუდგეთ.


image


სასწორი
ამ კვირაში ახალგაზრდების ყურადღების ცენტრში მოექცევით. გაფართოვდება თქვენი კავშირების სია.
მნიშვნელოვან როლს ითამაშებთ თქვენი შვილის ინტელექტუალურ განვითარებაში.
იმპულსურ გადაწყვეტილებებს მიიღებთ მძაფრ ემოციურ ფონზე, რასაც შეუძლია ფინანსური ზარალი მოგაყენოთ. ამიტომ თავის ხელში აყვანა გმართებთ.
შესაძლოა დაკარგოთ ქოლგა, საფულე ან მობილური. დანაკარგის თავიდან ასარიდებლად, სიფრთხილე გამოიჩინეთ და ყურადღება მოიკრიბეთ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ წაუძინებთ, როგორი დაღლილიც არ უნდა იყოთ. ასევე, საჯარო ადგილებში ნუ გაერთობით რაიმეს თვალიერებით. ამ პერიოდში დიდ სიამოვნებას მიიღებთ სატელეფონო საუბრისგან. მამაკაცი გიამბობთ, როგორ შეცვალა თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ და როგორ მიაღწია წარმატებას.



იხილეთ ყველა ნიშანი > > >




0
628
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
628
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0