x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მამაკაცების ჰარემი და კლეოპატრას მორალური სახე

თუ ჰარემის შესახებ ინფორმაციის მოძიებას გადაწყვეტთ, ნახავთ, რომ მასში საუბარი, ძირითადად, არაბულ ან თურქულ ჰარემებზეა. «ჰარემი» არაბული სიტყვაა და ქართულად «აკრძალულს, წმინდა ადგილს» ნიშნავს. ამ სიტყვით, მუსულმანურ ოჯახებში, ქალებისთვის განკუთვნილ სახლის ნაწილს აღნიშნავენ, რომელშიც შესვლის უფლება მხოლოდ სახლის პატრონს აქვს.

ისტორიულად, ევროპელებისთვის, ჰარემი მხოლოდ არაბული და თურქული იყო და ითვლებოდა, რომ როგორც მოვლენა, ეს სოციალური ინსტიტუტი აბასიანების (არაბთა ხალიფების დინასტია, 750 - 1258 წწ.) დროს გაჩნდა. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთში და ინდოეთში ჰარემები ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, როდესაც იგივე არაბებმა და თურქებმა ჯერაც არ იცოდნენ, რომ არაბები და თურქები იყვნენ. მაგ., იმპერატორი უ ძინის (236-290 წწ.) ჰარემში 10 000-მდე ქალი იყო, ხოლო სიუან-ცზუნის ჰარემში (712—756 წწ.) – 40 000-ზე მეტი. რაც შეეხება ინდოეთს, ამ სახელმწიფოს უძველესი კანონმდებლობით, კაცს იმდენი ცოლის ყოლის უფლება ჰქონდა, რამდენის შენახვაც შეეძლო.


ჰარემი «უკუღმა»


image


უამრავი ინფორმაცია არსებობს აღმოსავლეთის გავლენიან მმართველ მამაკაცებზე, რომლებსაც მრავალათასიანი ჰარემები ჰქონდათ. მაგრამ, თუ დაინტერესებულხართ არსებობდა, თუ არა, ჰარემი «უკუღმა?» – ანუ ჰარემი, რომელშიც მამაკაცები იყვნენ, ხელისუფლების სათავეში მყოფი ქალებისთვის?.. და რა თქმა უნდა, თემასთან დაკავშირებით, მაშინვე კლეოპატრა გაგახსენდებათ, რომელიც თითქოს, ათასობით საყვარელი ჰყავდა და ორგიებს აწყობდა. იმასაც ამბობდნენ, რომ სიცოცხლის სანაცვლოდ, ნებისმიერ მამაკაცს შეეძლო მასთან ღამის გატარება. მაგრამ, ეგვიპტის დედოფალი არც ისე ლამაზი იყო, რომ მისი გულისთვის ვინმეს თავი გაეწირა... და ასეც რომ არ ყოფილიყო, დღეს უკვე ცნობილია, რომ მის ცხოვრებაში, მსგავსი არაფერი ყოფილა***, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენი ცივილიზაციის ისტორიაზე:

ძველ ეპიკურ პოემაში «მაჰაბჰარატაში», რომელშიც ძვ. წ. აღრ. I ათასწლეულის II ნახევრის ინდოეთის შესახებ არის მოთხრობილი, დეტალურად არის აღწერილი ქალის და მისი 5 ოფიციალური ქმარის ისტორია: თავდაპირველად, დრაუპადზე, მეფე პანჩალას ქალიშვილზე, მეფე პანდუს მესამე ვაჟი – არჯუნი უნდა დაქორწინებულიყო, მაგრამ ძმებს შორის შუღლი რომ არ ჩამოვარდნილიყო და ოჯახში სიმშვიდე შენარჩუნებულიყო, ძმებმა პანდავებმა გადაწყვიტეს, რომ ლამაზმანი დრაუპადი ხუთივეს ცოლი იქნებოდა. ხოლო, ძველ ჩინეთში, იყო პერიოდები, როდესაც იმპერიას ქალები მართავდნენ და როგორც ჩინეთის იმპერატორებს შეეფერებოდათ, მათაც ჰქონდათ ჰარემები.


მამაკაცების ჰარემი იმპერატორი ქალისთვის


image


50 წელზე მეტ ხანს მართავდა ჩინეთის იმპერიას ვუ ზეტიანი (624-705), რომელმაც თავისი გზა, ჩინეთის სახელმწიფო იერარქიაში, 14 წლის ასაკში დაიწყო. ის იმპერატორი ტაი ცუნგის მეხუთე თანრიგის (უმცროსი) ხარჭა იყო. მაგრამ, მხოლოდ ლამაზი კი არა, ძალიან ჭკვიანი და მოხერხებული იყო. მან ყველა კონკურენტი ჩამოიშორა და იმპერატორის შვილის და ტახტის მემკვიდრის კაო ცუნგის მეუღლე გახდა. ვუმ იმპერატორს 4 ვაჟი და 1 ქალიშვილი აჩუქა, მაგრამ ისინი (ვაჟები) განსაკუთრებული ნიჭით არ გამოირჩეოდნენ, ამას მეუღლის სუსტი ჯანმრთელობაც დაემატა და იმპერიას ფაქტიურად ის მართავდა, ხოლო ქმრის გარდაცვალების შემდეგ (683 წ.) ტახტი არავის დაუთმო და ქვეყნის იმპერატორი გახდა.

ისევე, როგორც ყველა იმპერატორს, ზეტიანსაც ჰქონდა ჰარემი, რომელიც მთებში, სიანის სასახლეში მდებარეობდა და მასში კარგი აღნაგობის, 400-მდე მამაკაცი ცხოვრობდა. ყოველი მათგანი მზად იყო, პირველსავე დაძახებაზე მასთან გაჩენილიყო...

ზოგადად, ჰარემის ინსტიტუტი, ჩინეთში კანონით იყო დაშვებული და ის მხოლოდ იმპერატორებს კი არა, სურვილის შემთხვევაში, მისი ოჯახის სხვა წევრებსაც შეეძლოთ ჰქონოდათ. მაგ., იმპერატორის დას და ჩინეთის ისტორიაში, ასეთ შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი...

უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცების ჰარემი არც ისე შორეული წარსულის საქმეა. XIX საუკუნის II ნახევარში და XX საუკუნის დასაწყისში ჩინეთს იმპრტატორი ცისი მართავდა, რომელიც, თავდაპირველად, სიენ ფენის ხარჭა იყო. მან იმპერატორს 1856 წ. ვაჟი გაუჩინა (ამჟამად, უკვე ცნობილია, რომ ცისის იმპერატორისგან შვილი არა ჰყოლია და რომ ტახტის მემკვიდრის დედა სხვა ხარჭა იყო, რომელიც ცისმა მშობიარობის შემდეგ მოკლა, კარის ექიმი დააშინა და ახალშობილი მიითვისა. მან ბავშვის დაბადებამდე და მას შემდეგ, ყველაფერი ისე მოაწყო, რომ ყველას დაეჯერებინა, თითქოს ბავშვის დედა სწორედ ის იყო. რედ.), ხოლო როდესაც იმპერატორი სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლიდა (1861), მან საიმპერატორო ტახტის მემკვიდრედ, თავისი ერთადერთი შვილი – ტუნ ჩინი დაასახელა. 5 წლის ბავშვი, რა თქმა უნდა ქვეყანას ვერ მართავდა და ჩინეთის იმპერატორი ცისი გახდა. როდესაც ტახტის მემკვიდრეს 17 წელი შეუსრულდა, მას ტახტი შვილისთვის უნდა დაეთმო. ცისიმ, ამ ფაქტთან დაკავშირებით, დეკრეტიც კი გამოსცა, მაგრამ უეცრად ტახტის მემკვიდრე გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ყვავილის ვირუსი (ოსპა) იყო, თუმცა ხმა გავრცელდა, რომ ის საკუთარმა დედამ მოწამლინა. შვილის გარდაცვალების შემდეგ, ცისმა ახალი დეკრეტი გამოსცა და თავი ქვეყნის მმართველად გამოაცხადა. ხოლო, ქვეყნის ტრადიცია რომ არ დაერღვია, ტახტის მემკვიდრედ, საკუთარი ძმის შვილი გამოაცხადა, რომელიც იმ მომენტისთვის, 4 წლის იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ცისის, შიდა და გარე მტრებთან, გამუდმებით ბრძოლა უწევდა, ის მაინც აგრძელებდა განათლების მიღებას და საკთარ თავზეც ზრუნავდა. მის საძინებელში, საწოლის თავთან, წიგნების დიდი კარადა იდგა. ის ბევრს კითხულობდა, გატაცებული იყო ჩინური ფერწერით, მუსიკით, შეეძლო ცხენით ჯირითი და შვილდ-ისრის გამოყენება. თავისი განსწავლულობით და გარეგნობით, ის ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. 50 წლის ასაკში 30 წელის ქალივით გამოიყურებოდა, ხოლო 70 წლის იმპერატორს, 40 წელს ქალის გარეგნობა ჰქონდა (როგორც ამბობდნენ, იმპერატორის კვების რაციონში მხოლოდ თევზი და ზთვის პროდუქტები შედიოდა).

ცისის უამრავი საყვარელი ჰყავდა, ხოლო მის სასახლეში არსებული ამაზრზენი ზნეობის შესახებ, ლეგენდები დადიოდა. სხვადასხვა დროს, მასთან ყველაზე მეტად დაახლოებული პირები საჭურისები და ცრუ საჭურისები იყვნენ, რომლებიც ფავორიტობის პერიოდში, განუსაზღვრელი ძალაუფლებით სარგებლობდნენ. იმპერატორის პირად ცხოვრებას არავინ ასაჯაროვებდა, მაგრამ როგორც ამბობდნენ, მის საძინებელში 1000-ზე მეტ მამაკაცს ჰქონდა ღამე გატარებული და არც ორგიები იყო უცხო, ჰარემიდან ამოსული და ხელისუფლების სათავეში მოქცეული, ყოფილი ხარჭასთვის.


image

image*** რაც შეეხება კლეოპატრას, 2013 წ. აღმოჩენილი, აქამდე უცნობი, უძველესი ეგვიპტური პაპირუსის შესწავლის შემდეგ, ინგლისელმა და იტალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეგვიპტის დედოფალი დილიდან საღამომდე მხოლოდ სახელმწიფო საქმეებით იყო დაკავებული და ორგიებისთვის, რომლის მოწყობასაც მას აბრალებენ, უბრალოდ დრო არ ჰქონდა. გარდა ამისა, როგორც მეცნიერებმა განაცხადეს, საყოველთაოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, კლეოპატრა «მორალურად მდგრადი» იყო და ყველაზე მეტად ქვეყანაზე, საკუთარი ოჯახის პატივს და ღირსებას უფრთხილდებოდა. იგივე კვლევის შედეგად, გაირკვა, რომ მის ცხოვრებაში მხოლოდ 2 მამაკაცი იყო — იულიუს კეისარი და მარკუს ანტონიუსი.

ისტორიკოსებმა ისიც გაარკვიეს, თუ რატომ ჰქონდა კლეოპატრას, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცუდი სახელი. როგორც აღმოჩნდა, ამ ჭორების უკან, დედოფლის უპირველესი მტერი ოქტავიანე ავგუსტუსი იდგა. მას კლეოპატრა იმდენად სძულდა, რომ დამშვიდება მისი სიკვდილის შემდეგაც ვერ შეძლო. სწორედ ოქტავიანემ უბრძანა «ჟამთაღმწერებს», რომ მსოფლიოსთვის და მომავალი თაობებისთვის ეცნობებინათ, «ეგვიპტელი ქალის» სისხლიანი ორგიების და მისი «თავაშვებული» ცხოვრების შესახებ. მისივე ბრძანებით, კლეოპატრას უამრავი ქანდაკება დაამზადეს, არც თუ ისე მოკრძალებულ პოზებში. თუმცა, არსებობდა ხელის შემშლელი ფაქტორი, რომლის გამო, შეიძლება მის მიერ გავრცელებული ხმები საეჭვო გამხდარიყო, – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დედოფალი ლამაზი არ იყო და არც საყვარლების არმია ეყოლებოდა, როგორც ამას ოქტავიანე ამტკიცებდა... და სწორედ მაშინ გადაწყდა, კლეოპატრას მითიური სილამაზისთვის ქების შესხმა და მისი მშვენიერების განდიდება. ოქტავიანეს გეგმამ გაამართლა და მის მიერ მოგონილი ტყიული ყველამ დაიჯერა.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageაღმოსავლური ჰარამხანა

ოთხი ცოლი (იგავი)


მეცნიერებმა დედოფალი კლეოპატრას გარდაცვალების საიდუმლო ამოხსნეს

ყველაზე გავლენიანი მმართველი ქალები


0
1949
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1949
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0