x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
უმნიშვნელოა ადამიანი უდიდეს სამყაროში?
ადამიანი - ცალკეული,  მოაზროვნე სამყარო


როდესაც ვუყურებთ სამყაროს მასშტაბებს, ბუნებრივად გვიჩნდება უსუსურობის განცდა - კი მაგრამ ვინ ვართ, ჭიანჭველებიც კი, ატომებიც კი არ ვართ სამყაროს მასშტაბებთან შედარებითო. ეს მართლაც ასეა წმინდა ფიზიკური გაგებით, ვინაიდან ჩვენთვის დამზერად სამყაროში 2 ტრილიონი (2, 000, 000, 000, 000) გალაქტიკაა. ჩვენს - ირმის ნახტომის (რძის გზის) გალაქტიკაში 200 - 400 მილიარდი ვარსკვლავია (პლანეტა ბევრად მეტი). ანდრომედას გალაქტიკაში (მეზობელი გალაქტიკა) 1 ტრილიონი ვარსკვლავია. გალაქტიკაში სახელად J224607.57-052635.0-ში კი - 300 ტრილიონი ვარსკვლავი. თუ გავითვალისწინებთ გალაქტიკათა რაოდენობას, მაშინ ადვილად წარმოვიდგენთ რამხელა რიცხვებზე და მასშტაბებზე გვაქვს საუბარი.

ახლა უკეთ შევხედოთ ჩვენი სამყაროს ზომას. ხილული სამყაროს დიამეტრი. 93 მილიარდი სინათლის წელია. სინათლის სიჩქარე კი 300, 000 კმ/წმ-ია. ეს ნიშნავს, რომ სინათლე სამყაროს ამ წერტილიდან უშორეს ჩვენთვის ცნობილ წერტილამდე მივიდეს და სინათლის სიჩქარით რომ იაროს, მაინც დასჭირდება 93 მილიარდი წელი. და საერთოდ, თუ კოსმოსური ინფლაციის თეორია მართებულია, რისი ძალიან დიდი შანსიც ნამდვილად არსებობს, მაშინ მატერიალური სამყარო ამ ხილულ სამყაროზე 150 სექტილიონჯერ დიდია. 2 ტრილიონი გავამრავლოთ 150 სექტილიონზე - იქნება 300 დეცილიონი - სამიანი 36 ნულით. ეს ნიშნავს, რომ სამყაროს ერთი ბოლოდან რომ სინათლე მივიდეს მეორე ბოლოში, დასჭირდება ამდენი წელი სინათლის სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაშიც კი, რომელიც უდიდესი სიჩქარეა ამ სამყაროში. და ეს ყველაფერი როდია... სიმების თეორია ამტკიცებს, რომ მეგასამყაროში არ არსებობს მხოლოდ ერთი, არამედ მრავალი სამყარო. ანუ ჩვენი მსგავსი სამყაროების რაოდენობა წარმოუდგენლად დიდია (იხ. "ტრილიონობით ტრილიონი პარალელური სამყარო").


უმნიშვნელოა ადამიანი უდიდეს სამყაროში?



ამ მასშტაბებით თუ შევხედავთ არათუ ადამიანი, არამედ დედამიწაც კი, კოსმოსური მტვრის უმცირესთა შორის უმცირესი ნაწილაკია, მაგრამ აქ ისმის კითხვა - რამდენად მართებულია შევხედოთ საკითხს ამგვარად? არის კი მეცნიერულად ეს გამართლებული? უმნიშვნელოა ადამიანი ამ უდიდეს სამყაროში? არათუ ფილოსოფიურად, არამედ წმინდა მეცნიერული კუთხითაც კი... რა თქმა უნდა პასუხი არის - არა.

საქმე იმაშია, რომ სამყაროს არ უნდა შევხედოთ მხოლოდ გარე მიმართულებით, არამედ შიგნითაც - სიღრმეში. სამყარო არაა წარმოუდგენლად დიდი მხოლოდ მაშინ, როცა ვმოძრაობთ შიგნიდან გარეთ - მაკრო ზომებში, არამედ ის უსასრულოდ დიდი და მრავალფეროვანია როდესაც ჩავალთ მის სიღმრეებში და შევხედავთ გამადიდებელი შუშით ყველაფერს არსებულს, მიკრო დონეზე. მაგალითად: ერთი, საშუალო, 60 კილოგრამის წონის ადამიანი შედგება მინიმუმ 60 ტრილიონი უჯრედისგან (იხ. რამდენი უჯრედია ადამიანის ორგანიზმში?). ადამიანის ორგანიზმში ყოველ კილოგრამზე მოდის მინიმუმ 1 ტრილიონი უჯრედი. ყოველი ეს უჯრედი არის მცირე ქარხანა, რომელიც შედგება ორგანელებისგან, როგორიცაა მაგალითად: ბირთვაკი, ბირთვი, რიბოსომა, ვეზიკულა, ენდოპლაზმური ბადე, გოლჯის კომპლექსი, ციტოჩონჩხი, მიტოქონდრია, ვაკუოლი, ციტოზოლი, ლიზოსომა, ცენტრიოლი და პლაზმური მემბრანა. უჯრედთა ბირთვში მდებარე ქრომოსომებში მყოფი დნმ-მოლეკულები ანუ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა შეიცავს ინფორმაციას 4 მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწური სიცოცხლის მთელი ევოლუციის შესახებ (იხ. დედამიწის ისტორია). დნმ-ის ერთი მოლეკულა შეიცავს იმაზე მეტ ინფორმაციას, ვიდრე მთელი დედამიწის ყველა ბიბლიოთეკის ყველა წიგნი ერთად. ადამიანის ერთი ტიპიური, ცალკეული, საშუალო ზომის უჯრედი შეიცავს დაახლოებით 100, 000, 000, 000, 000 (100 ტრილიონ) ატომს. ყოველი ატომი შედგება ატომბირთვისა და ელექტრონებისგან. ატომბირთვი კი შედგება პროტონებისგან და ნეიტრონებისგან. არსებობს ამათზე მილიონჯერ და მეტად უფრო მცირე ნაწილაკებიც, კვარკები, ლეპტონები და ა.შ. რაც უფრო ღრმად ჩავდივართ მაგალითად ადამიანის შესწავლაში მით უფრო მეტად ვხედავთ, რომ ეს განუზომლად მრავალფეროვანი, ღრმა შინაარსის და ურთულესი მოწყობის სისტემაა - ადამიანი ბიო-ქიმიური და ფიზიკური სასწაულია.


უმნიშვნელოა ადამიანი უდიდეს სამყაროში?


თუმცა აქ არ მთავრდება ყველაფერი. ამ არსებას, რომელსაც ქართველები ადამიანს ვეძახით უბრალოდ სიცოცხლე კი არ შეუძლია, როგორც მაგალითად მცენარეს, ბაქტერიას ან შედარებით დაბალგანვითარებული ცენტრალური ნერვული სისტემის ცხოველებს, არამედ შეუძლია ჩვენთვის ცნობილ ორგანიზმთა შორის ყველაზე მაღალინტელექტუალური აზროვნება, რომელიც საბოლოოდ აყალიბებს პიროვნებას, კრიტიკულ აზოვნებას, ლოგიკას და შეიცნობს მთელ სამყაროს არა მხოლოდ ცოდნის და ინფორმაციის მიღებით, არამედ წარმოსახვის საშუალებით, რომელსაც თვალების გარეშე, გონებით ხედვასაც უწოდებენ და რომელზეც აინშტაინი ამბობდა, რომ ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა. (იხ. ცხოველთა ტვინის შედარება).


ალბერტ აინშტაინი


აზროვნების, ინტელექტის, ცოდნის და წარმოსახვის საშუალებით ადამიანი შეიცნობს მთელ სამყაროს, მათ შორის თავის თავს და ამით თავის თავში მოიცავს და იტევს მთელ ჩვენს სამყაროს, და არა მხოლოდ ჩვენსას, არამედ თუ სიმების თეორია სინამდვილეა - მთელ მულტისამყაროსაც. მეცნიერული ფაქტია და აქსიომა, რომ ადამიანი არის იმდენადვე რთული აგებულების, როგორც თავად სამყარო და ამით უთანაბრდება მას, ხოლო უსწრებს იმით, რომ მასში ხდება არა მხოლოდ ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური პროცესები, არამედ მეტაფიზიკურიც - აზროვნება - ეს უნარი სამყაროს რამდენადაც ჩვენ დღესდღეობით ვიცით - არ გააჩნია. ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ნებისმიერი მოაზროვნე არსება, იქნება ეს დღეს ადამიანი, უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელი (იხ. აკადემიური მეცნიერების აზრი უცხოპლანეტელების შესახებ) თუ ხვალ ხელოვნური ინტელექტი, დგას თავისი არსით უფრო მაღლაც კი, ვიდრე თავად სამყარო. მაგალითად სამყარო საჭიროა ნებისმიერი ცოცხალი არსების არსებობისთვის, როგორც ჰაერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჰაერი უფრო მნიშვნელოვანია თავისი არსით, ვიდრე მისი მსუნთქავი სიცოცხლე. თავად სამყარო (და მით უმეტეს მულტისამყარო) იმდენად შემაძრწუნებლად და დაუსრულებლად დიდია, რომ მასში ზომებს მნიშვნელობაც კი ეკარგება - პატარა დიდია, ხოლო დიდი - პატარა. მთავარი ხდება არა ზომები, არამედ სირთულე, სიღრმისეული არსი, სიცოცხლე და ამ სიცოცხლის შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ ადამიანი თავადაა მიკროსამყარო მაკროსამყაროში. აი, სწორედ აქ ცდება ხალხი, რომელიც თითოეულ ადამიანს და მით უმეტეს ამ ადამიანთაგან შემდგარ ათასწლოვან ერებს, ეთნოსებს, სახელმწიფოებს, ისტორიას, კულტურებს, ფასეულობებს, აკნინებენ სამყაროს სიდიდის არგუმენტით.


უმნიშვნელოა ადამიანი უდიდეს სამყაროში?


რელიგიურ აზროვნებას თუ არ მივყვებით და ვეთანხმებით იმას, რომ სამყაროს და კაცობრიობის გაჩენა შემთხვევითობათა უზარმაზარი ჯაჭვის პროდუქტია, მაშინ იმასაც უნდა ვეთანხმებოდეთ, რომ არ არსებობს ობიექტურად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო საგნები და მოვლენები, მნიშვნელოვანი ხდება ის, რასაც ვინმე მიიჩნევს ასეთად. მნიშვნელოვანი არა ამ სიტყვის საყოველთაო გაგებით, არა ყველასთვის, არამედ მნიშვნელოვანი სუბიექტურად, კონკრეტული ინდივიდისთვის, ან ინდივიდთა ჯგუფისთვის. ჩვენი ვერც ერთი სადარდებელი და ვერც ერთი სიხარული ვერ დაკნინდება იმის გამო, რომ სამყაროს ფონზე მცირე და უმნიშვნელო ჩანს. ბავშვისთვის, რომელმაც სათამაშო დაკარგა, პატარა და უმნიშვნელო ჩანს სამყარო და არა მისი დანაკარგი. დედამ, რომელმაც შვილი დაკარგა, მან მთელი სამყარო დაკარგა. ზოგიერთი დედა, შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, მთელ სამყაროს გაწირავდა მთელი თავისი გალაქტიკებით და ცივილიზაციებით, ოღონდ თავის შვილის დაბრუნება შეძლებოდა. ერთი კონკრეტული ადამიანისთვის მეორე ადამიანი შესაძლოა იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დანარჩენი ყველაფერი, მათ შორის საკუთარი თავი და სიცოცხლეც. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად ასეა - ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამყაროში ობიექტურად, როგორც მოაზროვნე არსება, რომელსაც აქვს, თუნდაც შემთხვევით მიღებული პრივილეგია - სუბიექტურად გადაწყვიტოს, თუ რა არის უმნიშვნელოვანესი.








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია)

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ

5. ქართული მითოლოგია - მამბერი (+14 სტატია)



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


10
184
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
184
  
2020, 29 ნოემბერი, 17:19
Our place in this Universe

Who are we? We have discovered that we live on a small planet, in a forgotten corner of the universe, among billions of stars, where the number of galaxies is much larger than that of humans. There are 2,000, 000, 000, 000 (2 trillion) galaxies in this vast, infinite universe, one of which is our home. Each galaxy contains on average 10,000 to 100,000,000,000 (100 billion stars), most of which have planets. There are about a trillion planets in our galaxy alone, of which 40 billion are located in the living space relative to its star. One such planet is the Earth. We look at the sky from this one point and observe the wonders and beauty of the universe. We study its 13.8 billion-year history and admire it.
Here is what we see when we look more closely at the sky:
Nebulae, Galaxies, Stars, Planets and their satellites... if we look closely, we see even ourselves.
2020, 29 ნოემბერი, 17:18
Our universe is 13.8 billion years old and at least 93 billion light-years in diameter and is expanding more and more. If we equate the age of the universe to 1 year, then the whole history of humans includes only the last 10 seconds. If the universe were equal to Earth, then Earth would be much smaller than the nucleus of Atom. Do you still not feel small, insignificant compared to the greatness of nature?

Are we even lonely in this world? There are about 12, 500, 000, 000, 000, 000, 000, 000 stars in the universe. If at least one of the 10 stars is introduced to the planets and their average number is 5, then there are 6, 250, 000, 000, 000, 000, 000, 000, 000 planets.
If the chance of life on these planets were one millionth, 1/1,000, 000, 000 (0, 00000000001%), then there would be 6, 250,000,000,000 planets in the universe where life would have evolved.
2020, 29 ნოემბერი, 17:18
The universe is much larger than we see. We can only see a maximum of 6,000 stars in the sky with the naked eye. We are very small, quite insignificant in the light of all this, but individuals like us, will never be anywhere again, on any planet, in any time, in any galaxy, in any universe. That is one of the reasons, we are so special.

When we look at the scale of the universe, we naturally feel helpless - yes, but who we are, even ants, not even atoms, compared to the scale of the universe. This is indeed the case in a purely physical sense, since we have 2 trillion (2,000, 000, 000, 000) galaxies in the universe. There are 200-400 billion stars in our Milky Way galaxy (much more than the planet). There are 1 trillion stars in the Andromeda Galaxy (neighboring galaxy). In the galaxy named J224607.57-052635.0 - 300 trillion stars. If we consider the number of galaxies, then we can easily imagine how great numbers and scales we are talking about.
2020, 29 ნოემბერი, 17:18
Now let’s take a closer look at the size of our universe. as we already said above, diameter of the visible universe is 93 billion light years. The speed of light is 300,000 km / s. This means that light can travel from this point in the universe to a point known to us, and it would take at least 93 billion years to travel at the speed of light. And in general, if the theory of cosmic inflation is correct, of which there is a very good chance, then the material world is 150 sextillion times larger than this visible world. Multiply 2 trillion by 150 sextillion - there will be 300 decillion - triple by 36 zeros. This means that it will take so many years for light to travel from one end of the universe to the other, even at the speed of light, which is the highest velocity in the universe. And that's not all ... String theory argues that there is not just one but many universes in the multiverse.

If we look at this scale not only man but even the Earth is the smallest particle of cosmic dust, but here the question is - how right is it to look at the matter this way? Is it scientifically justified? Is man insignificant in this great universe? Not philosophically, but even from a purely scientific point of view ... Of course the answer is - No.
2020, 29 ნოემბერი, 17:18
The point is, we need to look at the world not only in the external direction but also in the depths. The universe is not only incredibly large when we move from the inside out - in macro dimensions, but it is infinitely large and varied when we go into its depths and look at everything in the magnifying glass, at the micro level. For example: one, the average, 60 kg weight is made up of people with at least 60 trillion cells. There are at least 1 trillion cells per kilogram in the human body. Each of these cells is a small factory, composed of organs such as: nucleus, ribosome, vesicle, endoplasmic reticulum, Golgi complex, cytoskeleton, mitochondria, vacuole, cytosol, lysosome, centriole, and plasma membrane. DNA molecules, or deoxyribonucleic acid, found on chromosomes in the nucleus of cells contain information about the entire evolution of terrestrial life over 4 billion years. One molecule of DNA contains more information, than all the books in every library on earth. One typical, individual, medium-sized human cell contains about 100,000,000,000,000,000 (100 trillion) atoms. Each atom is made up of protons, Neutrons and electrons. The nucleus is made up of protons and neutrons. There are millions of times smaller particles, quarks, leptons, and so on. The deeper we delve into the study of man, for example, the more we see that it is an immeasurably diverse, deeply content and complex arrangement system - man is a bio-chemical and physical miracle.
2020, 29 ნოემბერი, 17:18
However, this is not the end of the story. This creature, which we Georgians call "Adamians", can not just live, such as plants, bacteria or animals with relatively low central nervous system, but can be the most highly intelligent of all the organisms known to us, which ultimately forms the personality, critical thinking, logic and knowledge of the whole world. Not only through the acquisition of knowledge and information, but also through the imagination, which is also called vision without eyes, and which is what Einstein said is more important than knowledge.
2020, 29 ნოემბერი, 17:17
Through thought, intellect, knowledge, and imagination, man knows the whole universe, including himself, and thus encompasses our entire universe, and not just ours, but if string theory is true - the entire multiverse. It is a scientific fact and an axiom, that man is as complex in structure as the universe itself and thus equals it, and precedes it in that not only biological, chemical and physical processes take place, but also metaphysical - thinking - Universe has not this ability as long as we know. It can therefore be assumed, that any thinking creature, be it a human being or a representative of an alien civilization is more important, than the vastness of the universe itself. If tomorrow artificial intelligence, stands in its essence even higher than the universe itself. For example the universe is necessary for the existence of any living thing as air, but this does not mean that air is more important in its essence than its breathing life. The universe itself (and especially the multiverse) is so shockingly and infinitely large that even the sizes in it lose their meaning - the small is big and the big is small. The main thing is not the sizes, but the complexity, the depth of the essence, life and the possibilities of this life. That is why man himself is a microcosm in the macrocosm. This is why the people who say, that human is just a dot, a dust are mistaken. especially when we are talking about the nations, ethnic groups, states, history, cultures, values.
2020, 29 ნოემბერი, 17:17
If we do not follow religious thinking and agree, that the emergence of the universe and humanity is the product of a vast chain of coincidences, then we must also agree that there are no objectively important or insignificant objects and events, what becomes important is what one considers to be so. Important not in the universal sense of the word, not for everyone, but important subjectively, for a particular individual, or group of individuals. Not a single one of our worries and not a single joy can be diminished because the world seems small and insignificant in the background. For a child who has lost a toy, the world seems small and insignificant and not its loss. A mother who has lost a child has lost her whole world. Some mothers, if they had the opportunity, would doom the whole world with all its galaxies and civilizations, if she would be able to bring his son back. For one particular person, another person may be more important than everything else, including oneself and life itself. That is why it is unequivocally so - man is very important in this world objectively, as a thinking creature who has, even accidentally acquired privilege - to subjectively decide what is the most important.
2020, 2 ივნისი, 17:01
ნებისმიერი რამ, რაც იწონის 0.5 გრამს (ნახევარ გრამს) შედგება მინიმუმ 1 სექსტილიონი (მილიარდჯერ ტრილიონი) ატომისგან. 1 გ = 1000 მგ. ამიტომ ნებისმიერი რამ, რაც იწონის 0.5 (ნახევარ) მილიგრამს, შედგება, ყველაზე ცოტა, ტრილიონჯერ მილიონი ატომისგან - (10^18 - კვინტილიონი). ყოველი ადამიანი ურთულესი მოაზროვნე სისტემა და მიკრო-სამყაროა მაკრო-სამყაროში. დედამიწური სიცოცხლის 4-მილიარდწლიანი ევოლუციის გვირგვინი. ჩვენ ვართ ღმერთები არა მხოლოდ აზრობრივი, იდეური, შინაარსობრივი თუ მეტაფიზიკური გაგებით, არამედ ვართ ტიტანები ფიზიკური გაგებითაც კი - ერთადერთი არსებები ჩვენთვის ცნობილ სამყაროში, რომელსაც საკუთარი ევოლუციის წარმართვის ხელმწიფება მიეცა. არასწორია გამოთქმა "თავს ზემოთ ძალა არაა", რასაც ეს სახეობა მიზნად დაისახავს, ყველაფერს მიაღწევს.
უპირველესად მყოფობს უსასრულობა. რასაც დასაწყისი აქვს, დასასრულიც გააჩნია და სწორედ ის საწყისი წერტილია მისი სასრული. ხოლო დაუსაბამოს აქვს არც დასაწყისი და არც დასასრული. უსასრულობა იყო, არის და იქნება და ის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე ცალკეული სამყარო, ვინაიდან ყოველი სამყარო და ყოველივე რაც და ვინც მათშია, მისი წიაღიდან იშვა და მის წიაღშივე შთაინთქმება. არ იყო ისეთი მომენტი, როდესაც ის არ არსებობდა იმიტომ, რომ ისაა თავად დროის საწყისიც. ეწოდება მას დიდი მშობელი ან დიდი დედა, ვინაიდან განუწყვეტლივ ბადებს, განუწყვეტლივ შობს.
2020, 2 ივნისი, 17:01
ეს არის უსასრულო ოკეანე, სადაც ყოველი წვეთი ერთი სამყაროა და არ აქვს ამ ოკეანეს კიდე, არამედ არის ყველგან და ყოველთვის, მასში არსებულ სამყაროთა რაოდენობა ურიცხვია და ერთმანეთის გვერდიგვერდ თანაარსებობს, თუმცა სხვადასხვა სიხშირეზე და ამიტომაც შესამჩნევად არ ურთიერთქმედებენ. ერთ-ერთი ეს წვეთი უსასრულობის ამ სამყაროთა ოკეანეში არის ჩვენი სამყარო, წარმოშობილი სხვა დედა-სამყაროდან ან თვით უსასრულობის წიაღიდან - ჩვენი დროით 13.8 მილიარდი წლის წინ. სწორედ ამ დაუსაბამო არსის ხსენებით იწყებს რუსთველი "ვეფხისტყაოსანს" - "რომელმან შექმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა". ხოლო ეს "რომელმან" ყოველივეს გარემოიცავს - იძინებს ქვებში, სიზმრებს ხედავს ცხოველებში და იღვიძებს ადამიანში. ყოველი ცოცხალი და არაცოცხალი მისი ნაწილი და გამოვლინებაა. ყოველი არსება და თავად არსებობა კი ფასდაუდებელი და შესაყვარებელი. უსასრულობის დაუსაბამო წრებრუნვა ბორჯღალად შეიძლება გამოისახოს. თავად სამყარო (და მით უმეტეს მულტისამყარო) იმდენად შემაძრწუნებლად და დაუსრულებლად დიდია, რომ მასში ზომებს მნიშვნელობაც კი ეკარგება - პატარა დიდია, ხოლო დიდი - პატარა. მთავარი ხდება არა ზომები, არამედ სირთულე, სიღრმისეული არსი, სიცოცხლე და ამ სიცოცხლის შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ ადამიანი თავადაა მიკროსამყარო მაკროსამყაროში. აი, სწორედ აქ ცდება ხალხი, რომელიც თითოეულ ადამიანს და მით უმეტეს ამ ადამიანთაგან შემდგარ ათასწლოვან ერებს, ეთნოსებს, სახელმწიფოებს, ისტორიას, კულტურებს, ფასეულობებს, აკნინებენ სამყაროს სიდიდის არგუმენტით.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10