x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139019
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512557
"სასქესო ორგანოების სახელები და პრეზერვატივების ჩამოცმის ცოდნა აამაღლებს ჩვენი შვილების IQ ს ! ვაი, თქვენს პატრონს"

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სკოლებში განათლების საკითხზე ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე წერს.


მისი თქმით, ბავშვს, რომელსაც არც ღმერთის რიდი აქვს და არც არაფრის არსებობის სჯერა, რომელსაც საკუთარი გაუგებარი უფლებები მიანიჭე და მშობლის როლი შეზღუდე, როგორ უნდა ასწავლო, რა არის კარგი და რა ცუდი.


"ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, მე ვარ იმ ასაკში, რომ დროს ვეღარ ვეწევი, თუ მართლა გლობალურად ცდილობენ შვილები, მწყობრიდან გამოგვიყვანონ !!! სკოლის პროგრამიდან ამოიღეს იაკობ გოგებაშვილი და ჩაანაცვლეს გაურკვეველი წიგნებით, შემდეგ ამოიღეს რელიგია და ვერ ხვდებიან რატომ იმატა და გადაამეტა უკვე თინეიჯერების სუიციდმა ზღვარს, ბავშვს, რომელსაც არც ღმერთის რიდი აქვს და არც არაფრის არსებობის სჯერა, რომელსაც საკუთარი გაუგებარი უფლებები მიანიჭე და მშობლის როლი შეზღუდე, როგორ უნდა ასწავლო რა არის კარგი და რა ცუდი. განათლების სისტემა ნული ! არ დავიწყებ მაგალითების მოყვანას, შორს წაგვიყვანს და იმის მაგივრად, მომავალი თაობები განათლებული და შემდგარი ადამიანები ჩააბარონ ქვეყანას, იპოვეს, რა აკლდათ თურმე სისტემაში !! და აი ისიც !! სექსუალური განათლება !! ვაი თქვენს პატრონს !! დანარჩენი მოგვარებული გაქვთ განათლების სისტემაში !! სუიციდი მოზარდებში თქვენი პრობლემა არ არის და სასქესო ორგანოების სახელები და პრეზერვატივების ჩამოცმის ცოდნა აამაღლებს ჩვენი შვილების IQ ს !!! ვერ გამიგია რას ემსახურებით?! ვინ ხართ, საიდან მოხვედით ესეთი დეგრადირებულნი, რომ საკუთარი თავები არ გყოფნით, ეხლა მომავალი თაობის დეგრადირება გინდათ !!! შეიძლება მე უკვე იმ ასაკში ვარ, რომ თქვენს “განვითარებულ “ აზრებს ვერ ვეწევი, მაგრამ არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია ჩვენს თაობას, რომელსაც რეზინების ჩამოცმას არ გვასწავლიდნენ და დღევანდელი გადმოსახედიდან, ნეტავ თქვენი მშობლებისთვის ესწავლებინათ ეგ !!! არ ვიცი, არსებობს თუ არა საქართველოში მშობელთა ასოციაცია ან რაღაც ამდაგვარი, დიდი სიამოვნებით გავწევრიანდებოდი !!!"



image

1
1697
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1697
  
ვაღიარებ, ადრე ეს მშვენიერი ქალბატონი მხოლოდ ლამაზ ქალად მიმაჩნდა და... როგორ ლამაზ დედად ჩამოყალიბდა!
"ლამაზად შვილის გამზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადა" - ვაჟა
0 1 1