საზოგადოებრივი რა ტერიტორიები დაკარგა საქართველომ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში? 2019, 3 მარტი, 16:44 1. რუსეთმა შეიერთა საქართველოს ისტორიული მიწა - ჯიქეთი. (1920 წ.) 2. საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის ისტორიული დვალეთის და დარიალის გასწვრივ "ჩასწორდა" რუსეთის სასარგებლოდ. ანუ საქართველომ დაკარგა უძველესი კუთხე - დვალეთი. (1931 წ.) 3. ზაქათალას ოლქი და ფოილოს რაიონი (ყარაიას ველის ჩათვლით), გადაეცა აზერბაიჯანის სსრ-ს, რომელმაც 1920 წელს აგსტაფის ხელშეკრულებით უარი თქვა ამ ტერიტორიების მიმართ რაიმე პრეტენზიაზე საქართველოს სასარგებლოდ. შესაბამისად, საქართველომ დაკარგა უძველესი ისტორიული კუთხე - ჰერეთი. (1921 წ.) 4. ე.წ. ნეიტრალური ზონა, ბორჩალოს მაზრის ჩათვლით გადაეცა სომხეთის სსრ-ს. იყო მცდელობა ჯავახეთის ავტონომიის შექმნისა, თუმცა საბოლოოდ მოსკოვმა არ მიიღო ეს გადაწყვეტილება. საქართველომ დაკარგა ლორე (1931 წ.) 5. არტანია (არდაგანი) - ართვინის და ოლთისის ოლქები გადაეცა თურქეთს, ისევე, როგორც ბათუმის ოლქის ნაწილი - ბორჩხა. აჭარა გახდა ასსრ (1921 წ.) 6. რუსეთის დახმარებით აფხაზეთმა მიიღო დამოუკიდებლობა, გაღვივდა სეპარატიზმი, რამაც მოგვიანებით შედეგი გამოიღო და საქართველომ დაკარგა აფხაზეთი. (1933 წ.) 7. სტალინის დაჟინებული მოთხოვნით, მიუხედავად საბჭოთა საქართველოს ადგილობრივი მესვეურების წინაარმდეგობისა, შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, საქართველოს უძველესი ისტორიული კუთხის - შიდა ქართლის ტერიტორიაზე. საინტერესოა ისიც, რომ გერმანიაში, გიოტენბერგის უნივერსიტეტში დღემდე უცნობი ფრანგული რუკა აღმოჩინეს, რუკაზე ნაჩვენებია 1920 წლის საქართველო ერთა ლიგის მიერ აღიარებულ საზღვრებში. ასევე დაგაინტერესებთ:1. 160 სამეცნიერო სტატია 2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 3. სუმელა - უნიკალური ქართული მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია) 4. ქართული მითოლოგია - მამბერი (+14 სტატია) 5. 40 სტატია რელიგიის შესახებ ავტორი: თორნიკე ფხალაძე2066 2-ს მოსწონს |
ეს იყო უბრალოდ რუკა რა სურვილიც ჩვენ გვქონდა რომ ჩვენ ტერიტორიად ეღიარებინათ (მსგავსი სურვილი ახლაც გვაქვს, უბრალოდ დიპლომატიის გამო აღარ ვაღიზიანებთ მეზობლებს).
ერთა ლიგას არ უღიარებია საქართველო და არც აღიარებდა უახლოეს წლებში, არ ქონიათ ამის არანაირი გეგმა და არც მოწყობილა საქართველოს მიღებასთან დაკავშირებით არანაირი სხდომა, და თუ ოდესმე მიგვიღებდნენ რათქმაუნდა არავინ გვაღიარებდა ამ საზღვრებში, ერთი უბრალო მიზეზით, მაინც, რომ თურქეთი უკვე იყო ერთა ლიგის წევრი თავის სასურველ საზღვრებში და აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც უკვე წარდგენილი ქონდათ თავისი რუკები, რა ტერიტორიებშიც მათ სურდათ აღიარება.