ქალი და მამაკაცი რა ასაკამდე სჭირდება ქალს მამაკაცი 2019, 3 მარტი, 9:35 ![]()
ყველა ქალს აქვს ის საიდუმლო ასაკი, როდესაც მამაკაცის მიმართ გულგრილი ხდება.
ზოგიერთ შემთხვევაში ეს საპენსიო ასაკთან ახლოს ხდება, სხვებს კლიმაქსის პერიოდში, ზოგს კი ამ საკითხის გადაწყვეტა ოცდაათი წლის ასაკში უხდება. ასეთი მამაკაც- დავიწყებული ქალის გამოთვლა ეგრევე შეიძლება. მთავარი ნიშანი - ის არის დეიდა ცუდი ვარცხნილობით, დაღლილი თვალებით და მომაბეზრებელი, წუწუნა და ფრთებმოჭრილი. რა შეემთხვა? შევიდა ისეთ ასაკში, როდესაც მამაკაცები აღარ სჭირდება, განთავისუფლდა წყენისგან და იმედგაცრუებებისგან. რატომ არის საიდუმლო ასაკი? იმიტომ, რომ ქალი მასზე არსოდეს ისაუბრებს, ფემინისტებთან კი შესაძლებელია. თქვენ ხომ არასოდეს გინახავთ ქალი, რომელიც შემოიკრებდა ხალხს და გააცნობდა საკუთარ იმედგაცრუებას მამაკაცების თაობაზე. ეს უბრალოდ მიუღებელია. თუმცა შეძლებით ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როგორღა გავიგოთ, რომ ასეთი რამე მოხდა? ქალი თითქოს საკუთარ გულს რკინის მარწუხებში ახვევს. მისი ტკივილის ძალა ისეთია, რომ მას გადაწყვეილი აქვს არავინ მიუშვას გულამდე. ის აღარ ენდობა მამაკაცებს, აღარ ეძებს მათ და ფიქრებშიც არ უნდა დაუშვას ის, რომ არსებობს მამაკაცი, რომელსაც მისი შეყვარება შეუძლია. გაყინული გულის სიმშვიდის საფასური ძალიან დიდია. მიმრა „სამსახურეობრივი რომანი“-დან გახსოვთ? აი, სწორედ ისაა. - გული რა შუაშია? - იკითხავს მავანი. მამაკაცი - ეს ხომ ძირითდად სხვა ორგანოა. მშვიდად შეგიძლიათ გამოიყენოთ სულიერი განცდების გარეშე. ..მაგრამ ქალის გული ხომ ყოველთვის შუაშია? ხომ მართალია?
რამდენიმე წლის წინ მოდაში შემოვიდა კლეოპატრას აბაზანები. თითქოსდა, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად კლეოპატრა იყენებდა ახალგაზრდა მონების სპერმას. გოგონებმა გასინჯეს, ამბობენ - ტყუილიაო. არ შველის. არ აქრობს ნაოჭებს და თვალები მაინც არ ბრწყინავს. ვეშაპის სპერმაზეც იმედგაცრუებაა. რატომ? იმიტომ რომ ყველაფერი ეს გულს გარეთაა. ქალს აახალგაზრდავებს და ალამაზებს მხოლოდ გულში გაკეთებული ინექციები. აქ არ აქვს ადგილი მარტივ სექსუალურ მექანიკას, თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ შეყვარებული ქალის სილამაზე შორი მანძილიდანაც კი კარგად ჩანს? მაშინაც კი, როცა შეყვარებულს ვერ ხედავს და მხოლოდ ზარებით და მესიჯებით ეკონტაქტება. სექსი მას თავში აქვს, ხოლო სიმშვენიერე რეალურად ხდება.
ეს როგორ? ეს იმიტომ, რომ სიყვარულს და ვნებიან ლტოლვას მართლაც სასწაულების მოხდენა შეუძლიათ. შეუძლია გაგვაახალგაზრდაოს, გაგვალამაზოს. მაგრამ ეს ემართებათ მოხლოდ მათ, ვისაც სიყვარულის სწამს. დანარჩენებს კი მოუწევთ მთელი ცხოვრება „მიმრა“ დეიდებად დარჩნენ. და საქმე არა მხოლოდ ნაოჭებშია, არამედ თვალებზე დადებულ იმედგაცრუების საუკუნოვან მტვერში. ასე რომ, თუ იკითხავენ, რომელ ასაკამდე სჭირდება ქალს მამაკაცი, პასუხი ასეთია - უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
დიახ, მტკივნეულია და ზოგჯერ საშინლად მძიმე როდესაც იგრძნობა სიცარიელე, იმედგაცრუება და უკვე მზადაა გული ყინულებში მოექცეს, ოღონდაც ეს არ მოხდეს.....მაგრამ არ შეიძლება. არ შეიძლება სიცოცხლე დასრულდეს „მიმრა“ დეიდად.
იხილეთ ასევე:
1052 7-ს მოსწონს
|