ქალი და მამაკაცი ქალმა გააჩინა ტყუპები, 4 წლის შემდეგ კი პატარა ექსპერიმენტი ჩაატარა და საოცარი რამ აღმოაჩინა 2019, 2 მარტი, 22:45
ამერიკაში ახალგაზრდა ქალმა სახელად ბრენდიმ 2 ტყუპი ბიჭი გააჩინა - ბლეინი და რაინი. 4 წლის შემდეგ კი მან გადაწყვიტა პატარა მარტივი ექსპერიმენტი ჩაეტარებინა სახლის პირობებში. შედეგი თითოეულ ჩვენგანს ჩააფიქრებს.
აი ასეთი იყო მისი პატარა ექსპერიმენტი: დაჯდა ოთახის კუთხეში და უყურებდა ტყუპებს თუ როგორ თამაშობდნენ, ექსპერიმენტის არსი შემდეგში მდგომარეობდა: დედას აინტერესებდა თუ რამდენჯერ გაიხედავდნენ ბიჭები მისკენ. ბრენდიმ ექსპერიმენტის შედეგი ფეისბუქზე გააზიარა: აი რას წერს ტყუპების დედა: ''დღეს სახლის პირობებში ჩავატარე ერთი პატარა ბანალური ექსპერიმენტი. ჩუმად ვიჯექი ოთახის კუთხეში და ვუყურებდი ბავშვებს თუ როგორ თამაშობდნენ, მაინტერესებდა რამდენჯერ გამომხედავდნენ. იმ დროს გავიფიქრე რა მოხდება თუ ბავშვები გამომხედავენ და მე თავი ტელეფონში მექნება ჩარგული და საერთოდ არ მივაქცევ ყურადღებას მათ მზერას. თამაშის დროს ბავშვებმა ჩემსკენ 28-ჯერ გამოიხედეს. გამოხედვის დროს, რომ ტელეფონში მეყურა ბავშვები იფიქრებდნენ, რომ დედასთვის ინტერნეტი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შვილები, 28-ჯერ იგრძნობდნენ თავს მარტოსულად, 28-ჯერ იფიქრებდნენ, რომ ვირტუალური სამყარო უფრო მნიშვნელოვანია დედასთვის ვიდრე რეალური ცხოვრება. სამყაროში სადაც შენი წარმატება დამოკიდებული ''ლაიქების'' მოცულობაზე; სამყაროში, სადაც მე-2 ოთახში მყოფ ოჯახის წევრთან ურთიერთობა ''მესენჯერში'' გაქ. ჩემი თხოვნაა, რომ გადადოთ ტელეფონები გვერდზე და მეტი დრო გაატაროთ ახლობლებსა თუ ოჯახის წევრებთან. მივცეთ მაგალითი მომავალ თაობას თუ როგორები უნდა იყვნენ და ჩვენც უნდა გავაცნობიეროთ თუ როგორები უნდა ვიყოთ უფროსები. ჩვენ კი ჩვენს ძვირფას დროს ინტერნეტში ვფლანგავთ'' - წერს ტყუპების დედა. 877 4-ს მოსწონს
|