x
image
Teklamaisuraze
იცოდე რას ყიდულობ, ეტიკეტის რეგულაციები იცვლება
დღეიდან მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ეტიკეტის საშუალებით ინფორმაციის მიწოდება ახალი წესით დარეგულირდება.

image

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეგულაციის მიზანია, მომხმარებელს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს გაყიდვაში არსებული სურსათის, და ამით მათი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვას შეუწყოს ხელი.

ახალი რეგულაციის თანახმად, ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი იზრდება. მათ შორის, სავალდებულოა, ეტიკეტზე განთავსდეს ინფორმაცია სურსათის უვნებელ მოხმარებასთან დაკავშირებით. რადგან გარკვეულ შემთხვევებში სურსათის შემადგენლობა შესაძლებელია, საზიანო იყოს მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფებისთვის.


image

სააგენტო განმარტავს, რომ ეტიკეტზე ასევე განთავსებული იქნება ინფორმაცია კვებითი ღირებულებების შესახებ, რომელიც მომხმარებელს მათ შორის განსაკუთრებული კვებითი საჭიროების მქონე მომხმარებელს, ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.

ახალი რეგულაცით განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა და ადგილი ზუსტი და ადვილად გასაგები უნდა იყოს.

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0