x
image
ჯუზეპე
საქართველოს ძიუდოს ნაკრებისა და მისი მწვრთნელი,წინასაოლიმპიადო მიმოხილვა!
image

პიტერ ზაინზერბეხი საქართველოს ძიუდოს ნაკრებს სათავეში ჩაუდგა 2010 წელს.ამ დროს საქართველოს ნაკრებში იყო ბევრი პრობლემა და გუნდს დიდი ჩავარდნები ჰქონდა მსოფლიო აპარეზზე, მაგრამ მისი მუხლჩაუხრელი შრომა დააფასეს ბიჭებმა და შეძლეს მსოფლიოსათვის მრავალჯერ დაენახვებინათ ქართველი ვაჟკაცის ძლიერი სული და მისი დაუმარცხებლობა.მისი გაწვრთნილი ბიჭები წარმატებით გამოვიდნენ მრავალ შეჯიბრზე, კერძოდ:ევროპის თასსზე თბილისში, ჩეხეთში, ბერლინში, პრაღაში, გრანდ სლემზე რიო დე ჟანეიროში და მსოფლიოს თასსზე ბუენოს-აირესში.ბიჭების წარმატებაზე სასაუბროდ ბევრი ფაქტი მეტყველებს, მაგრამ მათგან აღსანიშნავია ევროპის ჩემპიონატი რუსეთში ქალაქ ჩელიაბინსკში, სადაც მათ რამდენიმე ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო და სხვადასხვა საპრიზო კატეგორიები დაიკავეს და გუნდურ შეხვედრაში, ფინალში რუსები გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს და პირველი ადგილიც დაიკავეს მათსავე დარბაზში.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნაკრებში არიან ახალი სახეები, რომლებმაც მოკლე დროში შეძლეს და მოიპოვეს ოლიმპიური ლიცენზიები, თანაც ყველასგან მოულოდნელად, მათ შეუძლებელი შესძლეს!ამ ახალი სახეების დამსახურებაცაა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგი.ეს ბიჭები არიან პაპინაშვილი ამირანი(60კგ), ლაშა შავდათუაშვილი(66კგ) და ტატალაშვილი ნუგზარი(73კგ).ამ ბიჭებმა მართლაც ღირსეულად დაიწყეს თავიანთი მოღვაწეობა საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ნაკრებში და დაიმსახურეს კიდეც თავიანთი შრომით ოლიმპიური ლიცენზია.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ირაკლი ცირეკიძე გამოაკლდა ოლიმპიადას, მან ფსიქოლოგიურად მოუმზადებლობის მიზეზით განაცხადა უარი და ლიცენზია ლევან ჟორჟოლიანს დაუთმო.ასევე ჩვენდა სამწუხაროდ ოლიმპიადის ლიცენზიის აღება ვერ მოახერხა ზვიად ზვიადაურმა, რაც ალბათ იმის ბრალია რომ მან გვიან გადაწყვიტა ლიცენზიის აღება და პიზიკურად ვერ ჩაეტია დროში...


ბიჭებმა წინასაოლიმპიადოდ გაიარეს ზბორები სამხრეთ კორეაში და იაპონიაში, ასევე ჩაატარეს ორი ბრწყინვალე შეჯიბრი ასეთივე ბრწყინვალე წარმატებით რიო დე ჟანეიროში და ბუენიოს-აირესში, სადაც მათ 5-5 ოქროს მედალი აიღეს და კიდევ სხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს.ვიქონიოთ იმედი რომ ისინი შეძლებენ და ასახელებენ სამშობლოს ოლიმპიადაზე.

image

0
60
3-ს მოსწონს
ავტორი:ჯუზეპე
ჯუზეპე
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0