სხვა ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი წყვილები! 2012, 16 ივლისი, 19:58 წარმოგიდგენთ მსოფლიოში აღიარებულ ყველაზე ლამაზ წყვილებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი დაშორდა ერთმანეთს, ისინი ყველასთვის მაინც დარჩებიან სილამაზის ეტალონად.
1. მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი. ერთმანეთი მათ 1996 წელს გაიცნეს, ჟილ მიმუნის ფილმის „ბინის” გადაღების დროს. ფილმში ისინი შეყვარებული წყვილის ვნებიან ურთიერთობას თამაშობდნენ. ვენსანს და მონიკას ერთად 10 ფილმში აქვთ ნათამაშები და გაჩერებას არ აპირებენ. მონიკამ ორი ქალიშვილი გაუჩინა ვენსანს, 2004 წელს დევა და 2010 წელს ლეონა. ერთხელ მონიკას ჰკითხეს, თუ რა არის მათი უცნაური კავშირის საიდუმლო. მონიკამ უპასუხა: „ჩვენ, უბრალოდ, გვიყვარს ერთმანეთი. არ არის აუცილებელი, რომ რაიმე შეცვალო საყვარელ ადამიანში. თუკი მას „შეცვლი” ეს ნიშნავს, რომ აღარ გიყვარს”. 2. ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი. წყვილი 2005 წელს გადასაღებ მოედანზე შეხვდა ერთმანეთს. ჰოლივუდის ყველაზე პოპულარული წყვილი შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაინიშნა. ისინი ექვს შვილს ზრდიან, მათ შორის სამი ერთობლივი შვილია. 3. ნაომი უოტსი და ლევ შრაიბერი. ერთად არიან 2006 წლიდან. 4. ტომ კრუზი და ქეით ჰოლმსი. პირველად ერთად 2005 წელს ოპრი უინფრის შოუზე გამოჩნდნენ. ქორწილი 2006 წელის 18 ნოემბერს გადაიხადეს და ცერემონია ჩაცმულობით და ყველა ხარჯებით 2, 5 მილიონი დოლარი დაუჯდათ. ეს ქორწინება არ აღმოჩნდა იღბლიანი, რადგან სამწუხაროდ ტომი და ქეითი დაშოორდნენ ერთმანეთს. 5. ჯონი დეპი და ვანესა პარადი. ცნობილი მსახიობი ჯონი დეპი მეუღლეს, ასევე მსახიობსა და მომღერალს ვანესა პარადის დაშორდა. წყვილი 14 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ერთად და 2 შვილი - 9 წლის ჯეკი და 13 წლის ლილი-როუზი ჰყავთ. როგორც დეპის ნდობით აღჭურვილმა პირმა მედიას აუწყა, 1998 წელს დაწყებული ურთიერთობა წყვილმა მშვიდობიანად დაასრულა. მისივე ცნობით, წყვილმა პაპარაცების მისამართით მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ისინი სურვილს გამოთქვამენ, რომ მათი შვილების ცხოვრებით ნუ დაინტერესდებიან და ნუ შეაწუხებენ. 1049 6-ს მოსწონს 1-ს არა
|