x
image
თამილა გურაშვილი
რომელ ზოდიაქოს ნიშანს ეწვევა გაზაფხულის პირველ თვეს სიყვარული?
image


ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენლებს შეუყვარდებათ გაზაფხულის პირველ თვეს ერთმანეთი და რამდენად რომანტიული იქნება ის ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის?


1. მშვილდოსანი


image



მარტში შეძლებთ შეხვდეთ და შეგიყვარდეთ ისეთივე რომანტიკოსი, როგორიც თვითონ თქვენ ხართ. ბედი სწორედ ისეთ ადამიანს გამოგიგზავნით, როგორზეც ოცნებობთ. თქვენი სიყვარული ძლიერი იქნება, მაგრამ ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ სიყვარული ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან საპასუხო გრძნობა, შესაძლოა, ასეთივე ძლიერი არ იყოს. მთლიანობაში, მარტი თქვენთვის იქნება ბრძოლა კარგი, რომანტიკული და მტკიცე ურთიერთობებისთვის და ვარსკვლავები ხელს შეუწყობენ, რომ ეს ბრძოლა მოიგოთ.


2. ვერძი


image

ვერძებისთვის კი ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი იქნება - თქვენც შეგიყვარდებათ და მასაც შეუყვარდებით. ეს ერთგვარ გარანტიას იძლევა, რომ ურთიერთობები სწორი მიმართულებით განვითარდეს. გააკეთეთ ყველაფერი, რომ თქვენი მომავალი მეორე ნახევარი ბედნიერი იყოს, თუნდაც ამ საწყის ეტაპზე. შეგიყვარდებათ ადამიანი, რომელიც ურთიერთობებში უფრო მეტ რომანტიკას შემოიტანს. ესაუბრეთ მას საკუთარი თავის შესახებ და მასზე გაიგეთ ბევრი რამ, გაარკვიეთ, რამდენად არის თქვენი თანაცხოვრება მომავალში შესაძლებელი


3. ქალწული


image


ქალწულებსაც მოგელით გაზაფხულს სიყვარულით შეხვდეთ. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ შეგიყვარდებათ - უკვე ნაცნობი, თუ ახალგაცნობილი - თქვენ მასზე ყველაფერი აუცილებელი გეცოდინებათ იმის გასაგებად, არის თუ არა ის თქვენი შესაფერისი. მამაკაცებს მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ ამ სიყვარულის ღირსი ხართ. თქვენი სიყვარული დიდ ცხოვრებისეულ გარდაქმნებთან მიგიყვანთ, რომლის წყალობითაც დაინახავთ, რომ ცხოვრება შეიძლება ბევრად უკეთესი იყოს


4. ტყუპები


image


ტყუპებსაც გელოდებათ სიყვარული მარტში, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეამჩნევთ, რომ ახლო წრეში ერთ-ერთს შეუყვარდით. დიახ, სწორედ ასე მოხდება, ჯერ თქვენ შეუყვარდებით, შემდეგ კი - თქვენ. მიუხედავად იმისა, რომ მომავალ შეყვარებულს იცნობთ, მაინც მოგიწევთ მისი გაცნობა, ერთმანეთის შესახებ უამრავი რამის გაგება. ეს კიდევ უფრო დაგაახლოებთ. მალე ძალიან დიდ ბედნიერებას იგრძნობთ.

0
72
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0