სიახლეები რას გვაძლევს ავტომობილის ტექ. დათვალიერება. 2019, 28 თებერვალი, 14:44 მე როგორც, ერთ-ერთი საქართველოს მოქალქე, მივესალმები ავტომობილის ტექ.დათვალიერების შემოღებას. კარგია როცა ქუჩაში დადის ტექნიკურად გამრთული ავტომობილები, რაც მკვეთრად შეამცირებს საცობებს და ავარიებს. დიდი ხანია ვმუშაობ ტრანსპორტში, პირად საკუთრებაში გამაჩნია ერთი ავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი.ავტობუსის საქარე მინა საკმაოდ დაზიანებულია და აუცილებლად შესაცვლელია. საქართველოში არ იშოვება არც ერთი მარკის ავტობუსის საქარე მინა ამიტომ შემოგვაქვს თურქეთიდან, რაც ძალიან ძვირი ჯდება.ჩემ შემთხვევაში აუცილებელია შეცვლა და შევცვლი. საქარე მინას აზიანებს წინ მიმავალი ან შემხვედრი ტრანსპორის მიერ გამოსროლილი ქვიშის კენჭები, ძალზე ხშირია საქარე მინების დაზიანება ავტობუსებზე, მაგრამ არის ისეთი დაზინებები, რომელიც მძღოლის მხედველობას ხელს არ უშლის.ეს პატარა ათ-ხუთმეტ სანტიმეტრიანი ბზარები შეჩერებულია თანამედროვე საშუალებებით და გამორიცხულია ბზარის სიგრძის მომატება. ამიტომ აუცილებელია, რომ ტექ.დათვალირების დროს გათვალისწნებული იქნას დაზანებების ხარისხი, რაც გამოიწვევს ტრანსპორტის ხარჯების შემცირებას და პარალელურად შემცირდება სამგზავრო ბილეთის ფასიც. იმედია ტელე იმედი დაგვეხმარება და არ გაგვიცრუებს იმედებს. პატივისცემით ვეტერანი ტრანსპორტელი როსტომ ხარაიშვილი. 16 შეფასება არ არის
|